საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N666 |
ავტორ(ებ)ი | შოთა ჯიბლაძე |
თარიღი | 2 სექტემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან ა). ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ). შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გ). სარჩელში მითთებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. დ). სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე). სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე–1 მუხლის მე–2 პუნქტით. მე–16 მუხლით და მე–20 მუხლის პირველი პუნქტით. ვ). კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში. ზ). სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე რომელიც კონსტიტუციური სარჩელით არ გასაჩივრებულა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
არაკონსტიტუციურად ცნოთ "სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო–სამეურნეო მიზნიტ გამოყოფისას სანაცვლოდ მიწის ატვისების რირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზრაურების შესახებ" საქართველოს კანონის მე–7 მუხლის პირველი პუქნტის ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ფიზიკური პირი ვალდებულია, მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის გადაიხადოს საოსფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია ამ მუხლის ნორმაში ამოიღოთ სიტყვა "ფიზიკური". გასაჩივრებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების ნორმებს, ეწინაარმდეგება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლის ნორმას. 21–ე მუხლის მიხედვით საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. მე–14 მუხლის მიხედვით ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. "სასოფლო–სამეურნეო დანშნულების მიწის არასასოფლო სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონი ( შემდგომში "გასაჩივრებული კანონი") მიწის კატეგორიის შეცვლისათვის ფიზიკური პირებისაგან ითხოვს საკომპენსაციო თანხას. ამ გასაჩივრებული კანონის დანართი #1–ის მიხედვით ბათუმის მუნიციპალიტეტში 1 ჰა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხა შეადგენს 34.001 ლარს, ანუ თვითეულ კვ.მ. მიწის ნაკვეთზე 3.41 ლარს. ბათუმში ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილი #44–ში გამაჩნია 1615 კვ.მ. მიწის ნაკეთი, რომელზეც სურვილი მაქვს ავაგო კომერციული ობიექტი მცირე ბიზნესის საწარმოებლად. მიღებული მაქვს მიწის ნაკვეთის გამოყენების პროექტზე ნებართვა (1 ეტაპი), შეთანხმებული მაქვს მსენებლობის პროექტი (მე–2 ეტაპი) და მოვითხოვ მშენებლობის ნებართვას (მე–3 ეტაპი). ამ ეტაპზე კი საჭიროა სასოფლო–სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა და გასაჩივრებული კანონის მიხედვით საკომპენსაციო თანხის გადახდა. ანუ ჩემი საკუთრების შეუზღუდავი სარგებლობის უფლება გასაჩივრებულმა კანონმა იმდენად შეზღუდა, რომ ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციით აღიარებული უფლების არსს. ამავე დროს კანონის წინაშე კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობა გასაჩივრებული კანონით დარღვეულია, ამ კანონით სახელმწიფო თავისუფალია საკომპენსაციო თანხის გადახდისაგან. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები თავად სახელმწიფოს გადაჰყავს არასასოფლო სამეურნეო კატეგორიაში და ინვესტიციის მოძიების მიზნით მას შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობით მიწის ნაკვეთი სიმბოლურ 1 ლარად გაყიდოს. მე ჩემივე მიწის ნაკვეთზე ვაპირებ ინვესტიციის განხორციელებას. სახელმწიფოს მიერ მოძიებული ინვესტორისაგან განსხვავებით მე ვალდებული ვარ თვითეულ კვ.მ.–ში გადავიხადო 3.41 ლარი. თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპებზე უნდა იქნას აგებული კანონებით განსაზრვრული ყველა წესი. ამ შემთხვევაში თანასწორობის პრინციპებიც დარღვეულია. აგრეთვე გასაჩივრებული კანონის მიხედვით გაურკვეველია რა ზიანი ადგება ვინმეს თუ ჩემს საკუთრებაში მოპოვებული ნებართვის შესაბამისად ავაშენებ ნაგებობას, ჩემი საკუთრების კატეგორიის შეცვლის გამო რატომ უნდა გადავიხადო და რისთვის უნდა გადავუხადო თვითმართველობას საკომპენსაციო თანხა. რატომ არ შემიძლია შეუზღუდავად ვსარგებლობდე ჩემს საკუთრებას. გასაჩივრებული კანონის გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპებთან მიმართებაში დღემდე განხილული არ არის საკონსტიტუციო სასამართლოში. გასაჩივრებული კანონის ნორმა ზღუდავს საკუთრების უფლებას, საკუთრების გამოყენების უფლებას იმგვარად, რომ ეწინააღმდეგება საკუთრების არსს. აგრეთვე პირებს, რომლებიც აპირებენ განახორციელონ თავიანთ საკუთრრბიში ინვესტიციები, აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში. განმეორებით აღვნიშნავ, რომ ჩემს საკუთრებაში ინვესტიციის განხორციელების დაწყებისთანავე, გასაჩივრებული კანონის ნორმით, ვალდებული ვარ გადავიხადო საკომპენსაციო თანხა, მაშინ, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში ინვესტიციის განმახორციელებელ პირს, რომელსაც სიმბოლურ 1 ლარად აქვს შეძენილი სახელმწიფოსაგან მიწის ნაკვეთი, ასეთი გადასახადი არ აქვს. გაუგებარია აგრეთვე ქალაქის სინამდვილეში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის სანაცვლოდ კომპენსაცია რას ნიშნავს. რა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით საქმიანობს ქალაქის მუნიციპალიტეტი, რომ სანაცვლოდ მიღებული კომპენსაცია წარმართოს სასოფლო სამეურნეო მიზნებისათვის. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა