საქართველოს მოქალაქეები - ნორად ცოტნიაშვილი, ბადრი მაჭარაშვილი, შოთა სომხიშვილი, პეტრე საფნიანი, დიმიტრი გოგოლაძე; ჯარიბეკ პარადიანი, ლუდვიგ გრიგორიანი, შალიკო ბეჟუაშვილი, ასიმ ჩიტრეკაშვილი, ლევან თოკმაჭიანი, ნორიკ სუმბათიანი, ივანე როსტიაშვილი, რაფილ სხვაჩხიანი, არჩილ ფუხაშვილი, სერგო ეგიაზაროვი, გივი ჭაბუკიანი - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/10/383 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 2 ივნისი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი; ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქლაქეები– ნორად ცოტნიაშვილი, ბადრი მაჭარაშვილი, შოთა სომხიშვილი, პეტრე საფნიანი, დიმიტრი გოგოლაძე; ჯარიბეკ პარადიანი, ლუდვიგ გრიგორიანი, შალიკო ბეჟუაშვილი, ასიმ ჩიტრეკაშვილი, ლევან თოკმაჭიანი, ნორიკ სუმბათიანი, ივანე როსტიაშვილი, რაფილ სხვაჩხიანი, არჩილ ფუხაშვილი, სერგო ეგიაზაროვი, გივი ჭაბუკიანი –– საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,სამხედრო, შნაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 30–ე მუხლის 4 პუნქტთნ და 38პე მუხლის პირველ ოუნქტთნ მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – მარინა ცუცქირიძე და ქეთევან უტიაშვილი.
383–ე ნორმით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია მიმდინარე წლის 8 მაისს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ პრგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვრპუნქტი, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელში აღსანიშნავია, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთ და მათი ოჯახის წევრთ საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონით აღნიშნული კანონიდან ამოღებულ იქნა მე–4, მე–5, მე–7, მე–10, მე–18, მე–19, მე20, 21–ე, 22–ე, 23–ე, 24–ე, 27–ე, 58–ე მუხლები და ამავე კანონის მე–7 და მე–8 თავები.
მოსარჩელეთა განცხადებით აღნიშნული მუხლებით გავლისწინებული იყო შემდეგი:
1. მე–4 მუხლი ითვალისწინებდა პენსიის დანიშვნის უფლებას.
2. მე–5 მუხლი ითვალისწინებდა პენსიების დანამატების და კომპენსაციების დანიშვნას იმპ პირებისათვის, ვინც დანიცადა რადიაციური ზემოქმედება.
3. მე–6 მუხლი ითვალისწინებდა მარჩენალის დაკარგვის გამო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისათვის ერთდროული ფულადი დახმარების დაწესებას.
4. მე–10 მუხლში კი საუბარი იყო პენსიის გადაანგარიშებზე.
5. მე–18,მე19, მე–20 და 21–ე მუხლებში საუბარი იყო ინვალიდობის ჯგუფის დადგენაზე, ინვალიდობის კატეგორიებზე, ინვალიდობისპენსიის დანიშვნაზე, ის ოდენობაზე და ინვალიდობის პენსიის დამატებაზე.
6. 23–ე და 24–ე მუხლები ეხებოდა ინვალიდობის ჯგუფის შეცვლისას პენსიის ოდენობის დამატებაზე.
7. 27–ე და 40–ე მუხლის ჩათვლით საუბარი იყო მარჩენალ დაკარგულ პირებზე პენსიის დანიშვნისწესსა და პირობებზე.
8. მე–40 მუხლიდან 58–ე მუხლამდე საუბარი იუო პენსიის მომატებაზე, დანამატებზე, პენსიის გადასინჯვაზე ცხპვრების დონისა და შრომითი ანაზღაურების ცვლილებასთან დაკავშირებით.
9. მე–60 მუხლში საუბარი იყო ფაშიზმის წინააღმდეგ 1941–1945 წლების მონაწილეებისათვის ორმაგი პენსიის დანიშვნაზე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებებით საირღვა მოსარჩელეთა, როგორც სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილ პირთა და მათი იჯახის წევრთა საქართველოს კონსტიტუიით მინიჭებული უფლებები, კერძოდ, მე–14 მუხლით აღარებული თანასწორობის უფლება. 38–ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლსო მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების და მოსარჩელე მხარის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება–არმიღების საკითხთან დაკავშირებული გარემოებები.
1. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელი ეხება, ,, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვის პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ სქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან და 38–ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული საკანონმდებლი ცვლილებებით ,, სამხედრო, შინაგან საქმეთ ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნის პირთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ სქართველოს კანონიდან ამოღებული იქნა მე–4, მე–5, მე–6, მე–7, მე–10, მე–18, მე–19, მე–20, 21–ე, 22–ე, 23–ე, 24–ე მუხლები, ასევე 27–ე და 58–ე მუხლები და აღნიშნული კანონის მე–7 და მე–8 თავები, რომლებიც ეხებოდა სოციალური შეღავათების დადგენის და მისი ოდენობის განსაზღვრის წესს.
მოსარჩელე მხარე მოითხოვს სადავო აქტის კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუიის მე–14 მუხლთან მიმართებით, რომლის თანახმად „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პილიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს კპნსტიტუციის დასახელებული დებულება ძირითადად მოიცავს ადამიანის დაბადებით თვისუფლებებსა და კანონის ეინაშე თანასწორობის უფლებას. კერძოდ, უფლება დარღვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებაში მოცემული ჩამონათვალიდან რაიმე ნიშნის მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთა სადავო აქტების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან.
2. კონსტიტუციური სარჩელი ასევე ეხება, სადავო აქტის კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად, ,,შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და შრომის პირობები განისაზღვრება კანონით“ კონსტიტუციის დასახელებული დებულება ითვალისწინებს, შრომითი ურთიერთობების, შრომითი პირობების და ანაზღაურებისკანონით განსაზღვრის აუცილებლობას. შრომის კონსტიტუციური უფლების საკანონმდებლო მოწესრიგება მოცემულია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში. კერძოდ, პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი აწესრიგებს საქართველოასი მცხოვრებ მუშაკთა შრომით ურთიერთობებს საწარმოსათან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციასთან, ხელს უეყობს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურების, მისი უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების, არასრულწლოვანთა და ქალთა შრომის პირობების განსაზღვრას, სადავო აქრტი კი ეხება სამხედრო, შონაგან საქმეთ ორგანოების და სახელნწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვილი საქართველოასი მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფის პირობებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ არ არის სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნაქტთან.
კონასტიტუციური სარჩელი ასევე ეხება, სადავო აქტის კონსტიტუციურობის დადგენას საქართველოს კონსტიტუციის 38–ე მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით, როლის თანახმად, ,,საქართველოს მოქალაქენი თნასწორნი არიან სპციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განირჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი კუთვნილებისა’’ აღნიშნუთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ 2006 წლის 31 მარტის N2/8/366 განჩინებაში, რომელიც ეხებოდა ასევე, სადავო კანონის რიგი მუხლების კონსტიტუციურობის დადგენას, აღნიშნა, რომ ,,სადახელებული ნორმა უნდა განვიხილოთ როგორც სპეციალური ნორმა, რადგანაც იგი ადგენს თანასწორობას, როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვის ერთ–ერთ ფორმას. უმცირესობა არის სახელმწიფოს დანარჩენ მოსახელეზე რიცხობრივად მცირე ჯგუფი, რომელსაც არ უკავია გაბატონებული პოზიცია და რომლის წევრებს ახასიათებთ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ნიშნები, რომლებიც მას სხვებისგან განასხვავებენ და გამოხატავს საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის და ენის შენარჩუნებისაკენ მიმართულ სოლიდარობის გრძნობას.’’ სასამრთლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არ ეხება უმცირესობებს და საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს სადავო აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე, რადგან არ არსებობს სადავო აქტის მიმართება კონსტიტუციის 38–ე მუხლის პირვველ ნაწილთან.
4. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოსორგანული კანონის 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის და ,,საკონსტიტუციო სამართანწაროების შესახებ’ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტია თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც, დაადასტურებენ კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. კერძოდ, სადავო აქტების მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან. საქათველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან. ხოლო, ა,ავე კანონის მე–18 მუხლის თანახმად, კონსტიტუციური სარელი განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე–26 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
5. კოლეგია მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31მარტის ნ2/8/366 განჩინებაზე, რომელიც ეხებოდა იურიდიული პირების– ,,ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა, ვეტერანთა და ომის მონაწილეთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კავშირი ,,მიზანი–2005“–ის; საქართველოს ომის, შრომისა სამხედრო ძალების ვეტერენთა საბჭოს წკავშირის; საქართველოს პოლიციის პენსიონერთა და ინვალიდთა სოციალური დაცვის კავშირი ,,აბჯარის“; საქართველოს პენსიონერ, ინვალიდთა, მოქმედ პოლიციელთა და მათი ოჯახის წევრთა ინტერესებისა და სოციალური დაცვის კავშირი ,,ღირსებას“ და სხვა კავშირების 366–ე ნორმით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელს. აღნიშნული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის დადგენა, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძვლებს, პენსიის ოდენობის განსაზღვრას, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, პენსიის მიღებასთან დაკავშირებულო სხვა ურთიერთობებს, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს. საკონსტიტუციო სასამართლომ დასახელებული განჩინების სარეზოლიციო ნაწილის მე–2 პუნქტით, მიმართა თხოვნით საქართველოს პარლამენტს, რომ შეიმუშავოს და განიხილოს საქართველოს წინადადებები ერთი და იმავე კატეგორიის, დამსახურებისა და წოდების პირთა, თანაბარი სოციალური უზრუნველყოფის მიზნით.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით და 21–ე მუხლის მე–2 პუნაქტით, 39–ე მუხლით, 43–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე–18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით და 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1.არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების ნოდარ ცოტნიაშვილის, ბადრი გოგოლაძის, ჯარიბეკპარადიანის, ლუდვიგ გრიგორიანის, შალიკო ბეჟუაშვილის, ასიმ ჩიტრეკაშვილის, ლევან თოკმაჭიანის, ნორიკ სუმბათიშვილის, სერგო ეგიაზაროვის, გივი ჭაბუკიანის – 383–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი.
2.განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ნიკოლოზ ცერქეზიშვილი
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა