მოსარჩელე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/13/310 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 20 დეკემბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი– სხდომის თავმჯდომარე;
2.ოთარ ბენიძე– წევრი;
3.ლამარა ჩორგოლაშვილი– მომოხსენებელი მოსამართლე;
4.ზაურ ჯინჯოლავა–წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოსარჩელე სერგო გოგიტიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 21–ე მუხლთან, მე–40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და 42–ე მუხლის მეორე და მეხუთე პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი:მოსარჩელის წარმომადგენელი–ადვოკატი–კობა კობახიძე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N310) მომართა საქართველოს მოქალაქე სერგო გოგიტიძის წარმომადგენელმა ვალენტინა ალექსეენკომ და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371 მუხლის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII2 თავის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლთან,მე–40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და 42–ემუხლის მეორე და მეხუთე პუნქტებთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა, დამატებით განხილულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41–ე მუხლის მე–4 ნაწილის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტისა და მე–16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კომსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის ადვოკატის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 26 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერი (N2/12/309) არსებითად განსახილველად მიღებულ 309–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე და 89–ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით,21–ე მუხლის მეორე პუნქტით,23–ე მუხლის პირველი პუნქტით,39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლებით,21–ე მუხლის პირველი პუნქტით და 22–ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს :
1.მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელე სერგო გოგიტიძის კონსტიტუციოური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის371–ე მუხლის, 41–ე მუხლის მ–4 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–6 მუხლის პირევლი ნაწილის „ვ“ პუნქტის და VII2 თავის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 21–ე მუხლთნ,მე–40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და 42–ე მუხლის მეორე და მეხუთე პუნქტებთან მიმართებით;
2.წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს 309–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3.საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია,განხილვის დაწყების თარიღი მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2.ოთარ ბენიძე
3.ლამარა ჩორგოლაშვილი
4.ზაურ ჯინჯოლავა