მოსარჩელე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/14/311 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 20 დეკემბერი 2004 |
კოლეგიის შამადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი–სხდომის თავმჯდომარე;
2.ოთარ ბენიძე–წევრი;
3.ლამარა ჩორგოლაშვილი–მომხსენებლი მოსამართლე;
4.ზაურ ჯინჯოლავა–წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: მოსარჩელე როსტომ ბოლქვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველსო სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37 1 მუხლის და საქართველსო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 თავის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან,მე–40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და 42–ე მუხლის მეორე და მეხუთე პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი– ადვოკატი– კობა კობახიძე.
„საქართველსო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2004 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N311) მომართა საქართველოს მოქალაქე როსტომ ბოლაქვაძის წარმომადგენელმა ავთანდილ ბოლქვაძემ და მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37 1 და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 2 თავის კონსტიტუციურობის დადგენა საქართველოს კონსტიტუციიის 21–ე მუხლთან, მე–40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და 42–ე მუხლის მეორე და მეხუთე პუნქტთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკოსნტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39–ე მუხლის პირველუ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი.
განმწესრიგებელ სდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა, დამატებით განხილულ იქნეს საქართველსო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41–ე მუხლის მე–4 ნაწილის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა.
კოლეგიას მიაჩნია,რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტისა და მე–16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის ადვოკატის განმარტებათა საფუძველზე,გამოარკვია წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 26 ნოემბრის განმწესრიგებელი სხდომის საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიღებულ 309–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანი არსობრივად იდენტურია.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე და 89–ე მუხლებით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით,21– მუხლის მეორე პუნქტით, 23–ე მუხლის პირველი პუნქტით, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნტით,43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლებით,21–ე მუხლის პირველი პუნქტით და 22–ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1.მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოსარჩელის როსტომ ბოლქვაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37 1–ე მუხლის, 41–ე მუხლის მ–4 ნაწილის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე–6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის და VII 2 თავის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან, 21–ე მუხლთან, მე–40 მუხლის მეორე და მესამე პუნქტებთან და 42–ე მუხლის მეორე და მეხუთე პუნქტებთან მიმართებით;
2.წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს 309–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3.საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია,განხილვის დაწყების თარიღი მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
4.საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2.ოთარ ბენიძე
3.ლამარა ჩორგოლაშვილი
4.ზაურ ჯინჯოლავა