ამირან კომახიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1521 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - , , |
ავტორ(ებ)ი | ამირან კომახიძე |
თარიღი | 1 ივლისი 2020 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა.საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“.
ბ.საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“.
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70–ე მუხლის მე–2 პუნქტი: საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35–ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 76–ე მუხლი: ამ კანონის 70–ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 77–ე მუხლის მე–2 პუნქტი: მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „ სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46–49 მუხლებისა და 85–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე. ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში. გ) 54–ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე–4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. დ) 852 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება. |
კონსტიტუციური ნორმა/დებულება სამაგალითოდ, კონსტიტუციური ნორმა/დებულება ს საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტი: 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.ამაგალითოდ |
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია თუ: ა) დაუმთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა. ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან ასაკის მიღწევის გამო. |
საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები: 1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. 2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე–11 მუხლის პირველი პუნქტი: 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი; 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი; 31-311- ე მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის მიმართ არ არსებობს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება:
- სარჩელი შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
- შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.
- სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული ყველა სადაო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
- სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში, მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
მოსარჩელე ამირან კომახიძემ 1968–1974 წლეებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დღის განყოფილების დამთავრების შემდეგ 1974 წლის თებერვლიდან 1976 წლის მაისამდე იმუშავა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სასამართლოს აღმასრულებლად. 1976 წლის მაისიდან 1977 წლის ივნისამდე გაიარა ნამდვილი სამხედრო სამსახური. 1977 წლის ივნისიდან 1980 წლის მაისამდე მუშაობდა ქ. თბილისის საქარხნო რაიონის სასამართლოს აღმასრულებლად. 1980 წლის მაისიდან 1982 წლის დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლად. 1982 წლის დეკემბრიდან არჩეული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 1987 წლის მარტიდან 1997 წლის თებერვლამდე დანიშნული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ (ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ, იგი არჩეული იქნა სამჯერ: 1982 წელს, 1987 წელს და 1992 წელს). 1997 წლის თებერვლის თვიდან 1998 წლის იანვრამდე მუშაობდა აჭარის არ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში, ამავე დროს 1997 წლის თებერვლიდან 2002 წლის სექტემბრამდე მუშაობდა აჭარის არ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, პირველ მოადგილედ, მ/მოვალეობის შემსრულებლად და ქალაქ ბათუმის სამმართველოს უფროსად. ხოლო 2002 წლის აგვისტოდან 2004 წლის მარტამდე აჭარის არ კონტროლის პალატის თავმჯდომარედ.
ამდენად, ამირან კომახიძის სეციალური სტაჟი (რისთვისაც შეიძლება სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნოს) სწავლის, ჯარის, იუსტიციის სამინისტროში, მოსამართლედ და შინაგან საქმეთა სამინისტროში შეადგენს დაახლოებით 36 წელს. აქედან 06 წელი სწავლის პერიოდია, ერთი წელი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი, 6 წელი და ექვსი თვე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის პერიოდი (აღმასრულებლად მუშაობდა) 14 წელზე მეტი მოსამართლედ მუშაობის პერიოდია და 8 წელზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის პერიოდია. მოსამართლედ მუშაობის პერიოდში მინიჭებული აქვს მეორე საკვალიფიკაციო კლასი და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში პოლიციის პოლკოვნიკის წოდება.
აი, ასეთი სპეციალურ ორგანოებში და მათ შორის სასამართლო სისტემაში მუშაობის 15 წლიანი სტაჟის მქონე ამირან კომახიძე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას ვერ ღებულობს.
ამირან კომახიძემ, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი მონაცემები გადაეგზავნათ სოციალურ სამსახურში. 2016 წლის 12 აპრილს #600/722–03–ო წერილით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აცნობა, რომ „მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლები განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. მითითებული კანონის 77–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეს კომპენსაცია ენიშნება კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე, ან 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა/ გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება. თქვენ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლდით 1997 წლის 10 თებერვალს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის მიღებამდე, ამასთან ზემოთ აღნიშნული საფუძვლით მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ყოფილი მოსამართლისათვის კომპენსაციის დანიშვნას არ ითვალისწინებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას გადააგზავნოს წარდგინება სოციალური მომსახურების სააგენტოში, თქვენთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისათვის“.
მართლაც, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის პირველი ნაწილის პირველი პუნქტის თანახმად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, თუ:
ა) დაუმთავრდა სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა. ბ) უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (მიღებულია 2009 წლის 04 დეკემბერს– #2257–IIს, რომლითაც ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს ორგანული კანონი) 70–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35–ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. ამავე კანონის 76–ე მუხლის თანახმად, ამ კანონის 70–ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო 77–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის: ა) 46–49–ე მუხლებისა და 85–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე; ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო ატესტაცია და სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო) საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის) თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში. გ) 54–ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“, ან „ჟ“ ქვეპუნქტის ასევე, 861 მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლეო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი. დ) 852 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება:
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული წერილობითი პასუხიდან და დასახელებული კანონების ნორმებით დგინდება, ამირან კომახიძე სახელმწიფო კომპენსაციას ვერ ღებულობს, რადგანაც იგი მოსამართლედ არჩეული და დანიშნული არ ყოფილა „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმებით, მაშინ როცა ამირან კომახიძე მოსამართლედ არჩეული იქნა 1982 და 1987 წლეებში, მაშინ მოქმედი მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საქართველოს სსრ სასამართლო წყობილების შესახებ“ კანონით, „საქართველოს სსრ რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოების არჩევნების შესახებ“ კანონით, „საქართველოს რესპუბლიკაში სასამართლო წყობილების შესახებ“ კანონით, „საქართველოს მოსამართლეთა სტატუსის შესახებ“ კანონით და განვლილი ქონდა ყველა საკვალიფიკაციო ატესტაცია მაშინ მოქმედი, „საქართველოს რესპუბლიკის სასამართლოების მოსამართლეთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 20 მარტის დადგენილებით გათვალისწინებული ნორმების მოთხოვნათა თანახმად.
როგორც ვხედავთ, ამირან კომახიძე მოსამართლედ არჩეული იქნა სამჯერ 1982, 1987 და 1992 წლეებში. მას ორჯერ გაუვიდა მოსამართლის უფლებამოსილება და ხელახლა იქნა არჩეული და დანიშნული მოსამართლედ. მან მოსამართლედ იმუშავა 14 წელი (მათ შორის 10 წელი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ), ამასთან მინიჭებული აქვს მოსამართლის მე–2 საკვალიფიკაციო კლასი. იგი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, რათა მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია. კერძოდ, აქვს 10 წელზე მეტი სამოსამართლეო სტაჟი, არაერთხელ გაუვიდა სამოსამართლეო უფლებამოსილება, შესრულებული აქვს 65 წლის ასაკი, მაგრამ კომპენსაცია ვერ მიიღო, რადგანაც იგი მოსამართლედ არ იყო არჩეული და დანიშნული 1999 წლის 15 მაისიდან. მაშინ როცა იგი 1997 წლის თებერვლიდან გადაიყვანეს აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერ მოადგილედ, შემდეგ პირველ მოადგილედ და ამასთან ასრულებდა მინისტრის მოვალეობას.
ამდენად, კანონმდებელმა მოსამართლეებს, რომელთაც სამოსამართლეო უფლებამოსილება განახორციელეს 1999 წლის 15 მაისიდან, მისცა უფლება მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო იმ პირებს, რომელთაც 1999 წლის 15 მაისამდე ახორციელებდნენ სამოსამართლეო უფლებამოსილებას და სამოსამართლეო უფლებამოსილება კანონით დადგენილ ვადაში არაერთხელ განახორციელეს, მათ უფლება არ მისცა მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია.
მოსამართლეთა ასეთ კატეგორიებად დაყოფა, ერთი კატეგორიის მოსამართლეთა უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება, ხოლო მეორე კატეგორიის მოსამართლეთა ყოველგვარი სოციალური უფლებებით სარგებლობის შეზღუდვა, ვფიქრობთ, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს და კონსტიტუციის მე–11 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება; ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია, რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით (ჩვენს შემთხვევაში ამირან კომახიძეს უფლება არ აქვს განაცხადოს, რომ იგი მოსამართლედ მუშაობდა, რადგანაც მას ადრე მოსამართლედ მუშაობა არ ეთვლება სპეციალურ სტაჟში და ვერ ღებულობს სპეციალურ პენსიას, რითაც მისი კანონიერი უფლებები დარღვეულია, იგი დღეს საზოგადოებაში დამცირებულია, მის მიმართ ხორციელდება არაადამიანური და მწამებლური მოპყრობა).
კონკრეტულ შემთხვევაში, ამირან კომახიძეს, რომელმაც მოსამართლის უფლებამოსილება სამჯერ განახორციელა, აქვს მოსამართლის 10 წელზე მეტი სტაჟი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 76–ე მუხლით და 77–ე მუხლის მე–2 პუნქტით და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე–12 მუხლის პირველი ნაწილით შეეზღუდა ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციის მე–5 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით და მე–11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლებებით, იგი კანონმდებელმა გასაჩივრებული აქტების ნორმებით არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა და დატოვა სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების გარეშე, მაშინ როცა კონსტიტუციის დასახელებული ნორმები ასეთ დაყოფას არ ითვალისწინებს.
ამასთან საინტერესოა, ის გარემოება, რომ კომპენსაციის კანონის თანახმად, მოსამართლეს რომელსაც არ გაუვლია საკვალიფიკაციო გამოცდა, არ დანიშნულა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა უფლებამოსილება ან გაუგრძელდა უფლებამოსილება, უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია).
ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, 70–ე მუხლის მე–2 პუნქტი, ამავე კანონის 76–ე მუხლი და ამავე კანონის 77–ე მუხლის მე–2 პუნქტი და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან და მე–11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 31–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
ვფიქრობთ, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული და იგი არსებითად უნდა განიხილოთ, რადგანაც დადასტურებულია, რომ გასაჩივრებული სადავო ნორმატიული აქტის ნორმებით, დარღვეული იქნა ამირან კომახიძის საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტებით და მე–11 მუხლის პირველი პუნქტით მონიჭებული უფლებები. კერძოდ, სოციალური თანასწორობის, სამართლიანობის და სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის ძირითადი პრინციპები.
გასაჩივრებული ნორმებით კი, საპენსიო ასაკს მიღწეული მოსამართლეები, რომელთაც კანონით დადგენილ ვადაში განახორციელეს სამოსამართლეო უფლებამოსილება, დაყოფილი იქნა ორ ჯგუფად– ორ კატეგორიად, პრივილეგირებულ და არა პრივილეგირებულ პირებად, პრივილეგირებულ ჯგუფში მოხვედრილ მოსამართლეებს უფლება აქვთ მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია, ხოლო არა პრივილეგირებულ მოსამართლეებს ასეთი უფლება შეზღუდული აქვთ, მაშინ როცა ორივე კატეგორიის (ჯგუფის) მოსამართლეები სამოსამართლეო უფლებამოსილებას და საქმიანობას ახორციელებდნენ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონით დადგენილ ფარგლებში, როგორც დამოუკიდებელ საქართველოში, ისე ქვეყნის დამოუკიდებლად აღიარებამდე და მათი დაყოფა, მხოლოდ დროის მიხედვით ყოვლად უსაფუძვლო და გაუმართლებელია, ყოფილ მოსამართლეთა სოციალური უფლებების ასეთი შეზღუდვა. მაშინ, როცა არც ერთი სამართალდამცავი და ადმინისტრაციული ორგანოების ყოფილი თანამშრომლების მიმართ, სოციალური უფლებების შეზღუდვა არ მომხდარა რეფორმებთან დაკავშირებით, უფრო მეტიც (მაგალითისთვის) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის ამოქმედების დღიდანვე, ასევე „პროკურატურის შესახებ“ კანონის ამოქმედებისთანავე, ყოფილ და მოქმედ თანამშრომელთა დაყოფა არ მომხდარა. იგივე მდგომარეობაა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს თანამშრომელთა მიმართაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი განმარტება აქვს მიღებული.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა