საერთაშორისო ურთიერთობები

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია და გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან და აპარატის თანამშრომლებთან.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რა დროსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს ჰქონდათ ელჩთან კითხვების დასმის შესაძლებლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის მიმართულების სხვადასხვა საკითხზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა ელჩს ვიზიტისთვის და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის