საერთაშორისო ურთიერთობები

ვენეციის კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების გაერთიანებული საბჭოს სხდომა

2023 წლის 24-25 აპრილს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური მართლმსაჯულების გაერთიანებული საბჭოს (JCCJ) მე-20 სხდომაში, რომელიც ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სამდივნოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს თანაორგანიზებით, ქ. სოფიაში გაიმართა.

ვენეციის კომისიის სამდივნომ საბჭოს წევრების წინაშე წარადგინა ინფორმაცია კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულებით ვენეციის კომისიის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია თემაზე: „სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომები COVID-19 კრიზისის საპასუხოდ და მათი გავლენა კონსტიტუციურ სამართალზე – საკონსტიტუციო სასამართლოების პრაქტიკა საგანგებო მდგომარეობის შესახებ“.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების გაერთიანებული საბჭო ვენეციის კომისიის წევრებსა და წევრი საკონსტიტუციო სასამართლოების (და რელევანტური ინსტიტუტების) მიერ დანიშნულ მეკავშირე ოფიცრებს აერთიანებს, რომლის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოებსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობის წარმართვა. საბჭო, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ იკრიბება, ერთ-ერთი წევრი სასამართლოს მიწვევით.