საერთაშორისო ურთიერთობები

მინესოტას შტატის მოსამართლის ვიზიტი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ამერიკის შეერთებული შტატების მინესოტას შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ენ მაქიგს, მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის წარმომადგენლებს და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტს თიმ ბუნიევაცს უმასპინძლა.

შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებსა და სამართალწარმოების საკითხებზე. ამასთანავე, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები კვლევითი და აკადემიური მიმართულებით.

შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში შედგა.