საერთაშორისო ურთიერთობები

საქართველო - გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ღონისძიება

2022 წლის 13 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა დაესწრო საქართველო - გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომლის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია საქართველო - გერმანიას შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების თემაზე.

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.