ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1440 კონსტიტუციურ სარჩელზე

2020 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი N1440).

მოსარჩელეები არიან რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც სადავოდ ხდიან სახელმწიფო ქონების პრივატიზების წესის მომწესრიგებელ ნორმებს. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმები კრძალავს მათ მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენას, მაშინ როდესაც მსგავსი შესაძლებლობა უზრუნველყოფილია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიისათვის. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმები ახდენენ მათ დისკრიმინაციას რელიგიის ნიშნით, რის გამოც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.