სიახლეები

ვასილ როინიშვილის სამუშაო ვიზიტი ჟენევაში

2022 წლის 26 - 28 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, სადაც გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისთვის (UNECE) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ორჰუსის კონვენციის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის სამუშაო ჯგუფის მეთოთხმეტე შეხვედრაში.