სიახლეები

კონკურსი საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის სპეციალური გამოცემისთვის

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალიაცხადებს სტატიათა კონკურსს და იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, მკვლევარებს და ექსპერტებს სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) 2020 წლის სპეციალურ გამოცემაში გამოსაქვეყნებლად, რომელიც მიეძღვნება საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ რეგულირების და ასეთ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს.

წარმოდგენილი ნაშრომები უნდა ეხებოდეს საგანგებო მდგომარეობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ რეგულირების ან/და ასეთ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. შესაძლებელია ნაშრომი ფოკუსირდეს კონკრეტულად პანდემიის ან ეპიდემიის პირობებში არსებულ სამართლებრივ რეგულირებაზე ან ზოგადად საგანგებო მდგომარეობის თავისებურებებზე.

პრიორიტეტულია ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი მეთოდის გამოყენებით შესრულდება, ექნება მაღალი ანალიტიკური ღირებულება და აქტუალური იქნება დარგის განვითარებისათვის.

კონკურსი ცხადდება შემდეგი ტიპის ნაშრომებისათვის:

1. აკადემიური ნაშრომი;

2. სტატია;

2020 წლის სპეციალური გამოცემისათვის ჟურნალი მიიღებს სტატიებს, რომლებიც შესრულებულია დოქტორანტურის სტუდენტების ან დოქტორის ხარისხის მქონე პირების მიერ. მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტების ან ამ ხარისხ(ებ)ის მქონე პირების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაკუთრებით აქტუალურ საკითხზე წარმოადგენენ ახლებურ მიდგომას და ნაშრომი შესრულებული იქნება სამეცნიერო-კვლევითი მეთოდის დაცვით (გარდა შედარებით-სამართლებრივი კვლევისა), რაც იქნება დასაბუთებული კვლევის სათანადო მეთოდით.

ავტორებმა არაუგვიანეს 2020 წლის 1 მაისისა ჟურნალს უნდა მიაწოდონ დასრულებული ნაშრომი (მათ შორის: დაახლოებით 100-სიტყვიანი აბსტრაქტი, ძირითადი საძიებო სიტყვები/ფრაზები (key words ან tags) და ავტორის/ავტორების ტიტული, რომელიც აისახება ჟურნალში) და ავტორის/ავტორების რეზიუმე.

ავტორებს გამოქვეყნების შესახებ პირველადი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ მითითებული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს ორი კვირის განმავლობაში. აღნიშნულ პერიოდში და მას შემდეგ ჟურნალის მხრიდან ავტორებს შეიძლება მოეთხოვოთ ნაშრომში გარკვეული რედაქციული ცვლილებების შეტანა, რისთვისაც ჟურნალი ცვლილებების მოცულობიდან გამომდინარე, ავტორებს განუსაზღვრავს შესაბამის ვადას.

ტექნიკური ხასიათის მოთხოვნებსა და სხვა დამატებითი ინფორმაციას ჟურნალის შესახებ გაეცანით აქ.