სიახლეები

ჟან მონეს საზაფხულო სკოლის სტუდენტების ვიზიტი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა: „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“-ს სტუდენტები სტუმრობდნენ. ვიზიტორებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე შეხვდა და კონსტიტუციური კონტროლის მახასიათებლების, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების საკითხებზე ესაუბრა. 

 

საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის მიერ ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.