სიახლეები

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ პრეზენტაცია

დღეს, 12:00 საათზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში  გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის - „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის“ პრეზენტაცია.

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ წარმოადგენს სასამართლოს განახლებულ გამოცემას, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 2018 წლის პირველი სპეციალური გამოშვება. ჟურნალი გამოიცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში და განკუთვნილია სამართლის სფეროში მოღვაწე მეცნიერების, ექსპერტებისა და სტუდენტების სამეცნიერო ნაშრომების გამოსაქვეყნებლად.

პრეზენტაცია გახსნეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მეცნიერები, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, არასამთავრობო და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ მოიცავს სხვადასხვა ტიპის სტატიას კონსტიტუციური სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს დარგის ირგვლივ აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვას.  ჟურნალი „Ulrichsweb“-ის საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაშია განთავსებული, გამოქვეყნებული ნაშრომები კი ასევე, ქვეყნდება „Heinonline“-ის სამართლებრივი სტატიების საერთაშორისო საძიებო სისტემაში.