სიახლეები
საჯარო ლექცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში
2024 წლის 21 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ საჯარო ლექცია გამართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებთან.
სალექციო შეხვედრის დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები და ასევე ესაუბრა საქართველოს კონსტიტუციურსამართლებრივი ისტორიის, ძირითადი კანონის შინაარსობრივი წყობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების მნიშვნელობის შესახებ და მიმოიხილა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული რამდენიმე პრეცედენტული გადაწყვეტილება. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, პასუხები მიეღო დასმულ კითხვებზე.