ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

სიახლეები

სტატიათა კონკურსი "საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში"

„საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი“ იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს და სტუდენტებს სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალი გამოიცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. ჟურნალი მოიცავს სხვადასხვა ტიპის სტატიას კონსტიტუციური სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს დარგის ირგვლივ აქტიური აკადემიური დისკუსიის წარმართვას.

2020 წლის პირველი გამოცემისათვის ჟურნალი მიიღებს სტატიებს, რომლებიც შესრულებულია მაგისტრის ხარისხის, დოქტორანტურის სტუდენტების ან დოქტორის ხარისხის მქონე პირების მიერ. მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაკუთრებით აქტუალურ საკითხზე წარმოადგენენ ახლებურ მიდგომას, რაც იქნება დასაბუთებული კვლევის სათანადო მეთოდით.

ავტორებმა არაუგვიანეს 2020 წლის 15 თებერვლისა ჟურნალს უნდა მიაწოდონ ნაშრომის სავარაუდო სათაური, დაახლოებით 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის/ავტორების რეზიუმე.

პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულმა ავტორებმა არაუგვიანეს 2020 წლის 15 აპრილისა ჟურნალს უნდა მიაწოდონ დასრულებული ნაშრომი.

სტატია მიიღება უშუალოდ ავტორისაგან. სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.