სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1476 კონსტიტუციური სარჩელზე

2020 წლის 24 ივნისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, საქმეზე „გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1476).

განსახილველ საქმეში სადავოდ გამხდარი ნორმა კრძალავს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მესაკუთრის მიერ, ან მისი თანხმობით, სპონტანური აქციის ფარგლებში, კერძო საკუთრების ფასადზე პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების ხანმოკლე ვადით, დროებით განთავსების აკრძალვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის №1/5/1271 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი და არსებობს მისი საქმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 1502 მუხლისპირველი ნაწილის სიტყვების „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არისგამოყოფილი“ იმ ნორმატიული შინაარსისკონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.