სიახლეები

ა.წ. 3 აგვისტოს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა

ა.წ. 3 აგვისტოს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N768(მოსარჩელეები - პარლამენტის წევრები: დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია და სხვა; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-53 პუნქტი, მე-18 მუხლი, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები, 211 მუხლის მე-2 პუქნტის ფრაზა, 211-ე მუხლის მე-3 პუნქტის წინადადება, 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის ფრაზა 44-ე მუხლის პირველი პუნქტის ფრაზა, 44-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 44-ე მუხლის მე-4 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის ბოლო წინადადება, 29-ე მუხლის მე-4 პუქნტისფრაზა, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ფრაზა, 29-ემუხლის მე-3 პუნქტის ფრაზა, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფრაზა, ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი), N769 (მოსარჩელეები - ერასტი ჯაკობია, კარინე შახპარონიანი; მოპასუხე საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-18 მუხლი, 211-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 44-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი), N790 (მოსარჩელეები - პარლამენტის წევრები: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი და სხვა; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 44-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-3 პუნქტის სიტყვები) და N792 (მოსარჩელეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვა; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი) დავის საგანი - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი)კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა.