სიახლეები

ა.წ. 23 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 671-ე კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ.  23 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა  671-ე (მოსარჩელე -  სსიპ “საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“,  სსიპ „ქრისტეს ეკლესია“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია“;  მოპასუხე -  საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი  -  საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის“დ“ ქვეპუნქტი სიტყვები, 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი)  კონსტიტუციურ სარჩელზე.