სიახლეები

ა.წ. 22 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N650 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა

ა.წ.  22 დეკემბერს  12:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  გაიმართება   N650   (მოსარჩელე - ნადია ხურციძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 136-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები)   და  N699   (მოსარჩელე - დიმიტრი ლომიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ (N3616)  32-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-4 ნაწილები; (N2634) პირველი მუხლის მე-3 ნაწილი მთლიანად; (2634) პირველი მუხლის მე-6 ნაწილი; (2870) პირველი მუხლის მე-2 ნაწილი) კონსტიტუციური სარჩელების  არსებითი განხილვა.