სიახლეები
ა.წ. 14 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე (N717) გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა
ა.წ. 14 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი, მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N717) გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „თანამდებობაზე ნიშნავს“, 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი.