სიახლეები

ა.წ. 6 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვა N763 კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ. 6 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N763) გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანია „საარჩევნო კოდექსის“ #110.1 მუხლის მე-4 დან 42-ე პუნქტამდე.