სიახლეები

ა.წ. 2 ივნისს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „შპს „მადაი“, შპს „პალიასტომი 2004“საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N611) გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა

ა.წ. 2 ივნისს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „შპს „მადაი“, შპს „პალიასტომი 2004“საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N611) გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანია „ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი; „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს N1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.