სიახლეები

ა.წ. 1 ივნისს 13:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „თამარ პაპაშვილი, ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N755) გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

ა.წ.  1 ივნისს 13:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „თამარ პაპაშვილი, ანა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N755)  გაიმართება  განმწესრიგებელი სხდომა. აღნიშნულ საქმეზე  დავის საგანია  „საარჩევნო კოდექსის“ 109-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის სიტყვები, მე-2 მუხლის „ც“ ქვეპუნქტი, მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, 110-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1101- ე მუხლი, 125-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი  წინადადება, მე-4 და მე-5 ნაწილები.