სიახლეები

ა.წ. 19 მაისს 10:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N740) გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

ა.წ.  19 მაისს  10:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N740)  გაიმართება  განმწესრიგებელი სხდომა. აღნიშნულ საქმეზე  დავის საგანია  სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 194-ე, 226-ე, 333-ე, 362-ე მუხლები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი, 166-ე მუხლი, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 259-ე მუხლი.