სიახლეები

ა.წ. 17 მაისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N635 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა

ა.წ.  17 მაისს  11:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე  „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „ლოგოს პრესი“ და ირინა რუხაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N635) გაიმართება არსებითი განხილვა. აღნიშნულ საქმეზე  დავის საგანია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები.