სიახლეები

ა.წ. 18 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 745-ე კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ.  18 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა  745-ე (მოსარჩელე -  შპს „ჯორჯია მანგანეზი“;  მოპასუხე -  საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; დავის საგანი  -  „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23მუხლის მე-9 პუნქტი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს #77 ბრძანებით დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი)  კონსტიტუციურ სარჩელზე.