სიახლეები

ა.წ. 17 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N636 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა.

ა.წ.  17  ნოემბერს  11:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  გაიმართება   N636   (მოსარჩელე - დავით ცინცქილაძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილის სიტყვები, 292-ე მუხლის სიტყვები, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვები 298-ე მუხლის მე-4 ნაწილი, მე-300-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი,  307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილი)   კონსტიტუციური სარჩელის  არსებითი განხილვა.