სიახლეები

ა.წ. 25 ნოემბერს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 663 -ე კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ. 25 ნოემბერს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 663 -ე (მოსარჩელე - თამარ თანდაშვილი; მოპასუხე - საქართველოს მთავრობა; დავის საგანი - „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქ. მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით განსაზღვრული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი) კონსტიტუციურ სარჩელზე.