სიახლეები

ა.წ. 25 ნოემბერს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N623 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა

ა.წ.  25 ნოემბერს  11:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება   N623 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა (მოსარჩელე -  შპს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“;  მოპასუხე -  საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი  -   სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები, „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები, „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები, „ი1“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის  „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები).