სიახლეები

ა.წ. 30 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილებები შემდეგ კონსტიტუციურ სარჩელებზე

ა.წ. 30  სექტემბერს  17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილებები შემდეგ  კონსტიტუციურ სარჩელებზე:

N561,568    (მოსარჩელე -  იური ვაზაგაშვილი; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „რომელშიც მოსარჩელე ერთმნიშვნელოვნად არ არის იდენტიფიცირებული“ და მე-4 პუნქტის სიტყვები „გარდაცვლილი პირის“).

N594  (მოსარჩელე -  ხათუნა შუბითიძე; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილი,56-ე მუხლის პირველი ნაწილი, 57-ე მუხლი, 292-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მე-300 მუხლის მე-2 ნაწილი, 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი).