სიახლეები

გარდაიცვალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სასამართლოს ყოფილი წევრის, ბატონი იაკობ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო.

იაკობ ფუტკარაძე  1996 -2006 წწ. იყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. 1996 წლის 15 აგვისტოს აირჩიეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და იმავდროულად პირველი კოლეგიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით.

1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მიენიჭა უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.

იაკობ ფუტკარაძე 1959 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, დირექტორი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის საკონსტიტუციო კანონმდებლობის ქვეკომისიის თავმჯდომარე, ქართული ენციკლოპედიის სამართლის რედაქციის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი. 2002 წლიდან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.