სიახლეები

საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში"

საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში".

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად საზაფხულო სკოლაში „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში".

საზაფხულო სკოლა ტარდება აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID/PROLoG) პროგრამის ფარგლებში. სკოლა, ასევე, მხარდაჭერილია GIZ-ის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების" პროგრამის მიერ.

საზაფხულო სკოლა გაიმართება ქ. ბათუმში, 2017 წლის 9-13 სექტემბერს. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. მონაწილეობის წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

სკოლის ფარგლებში ლექციებს გაუძღვებიან: ბილ რიჩი, ვოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, დავით ზედელაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ეკატერინე ლომთათიძე, ადამიანის უფლებათა სამართლის ექსპერტი და სხვა მოწვეული ლექტორები.

მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი: საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და შესაბამის ველში ატვირთონ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 ივლისი. მონაწილეები შეირჩევიან CV-ის და გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებები გაიმართება სექტემბრის პირველ კვირაში.