სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს №1475 კონსტიტუციურ სარჩელს

2020 წლის 31 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება საქმე „„შპს ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელის №1475).

განსახილველ საქმეზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის სადავოდ გამხდარი სიტყვები, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის, ადმინისტრაციული სანქციის სახით ითვალისწინებს სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის კონფისკაციას.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამართალდარღვევის პრევენციისა და მისი ჩადენის შემთხვევაში ეფექტური დევნის ლეგიტიმური მიზანი, ზოგადად, ამართლებს ადმინისტრაციული სახდელის სახით კონფისკაციის გამოყენების შესაძლებლობას. მოსარჩელის პოზიციით, საკუთრების კონსტიტუციური უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას იწვევს ის გარემოება, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს, ადმინისტრაციული სანქციის სავალდებულო წესით გამოყენების პირობებში, ერთმევა შესაძლებლობა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების, უმართლობის სიმძიმის, დამდგარი ზიანის, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვროს სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის ჩამორთმევის კონკრეტული აუცილებლობა და შეძლოს ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაცია.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 57მუხლის სიტყვების „სამართალდარღვევის იარაღისა“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.