სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩია

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე არჩეული იქნა მერაბ ტურავა.

ფარული კენჭისყრის დროს მერაბ ტურავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ხუთმა წევრმა. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით.

ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის მოადგილისა და პირველი კოლეგიის თავმჯდომარის პოზიციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აირჩია ვასილ როინიშვილი.