სიახლეები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია 100 წლისაა

1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია - დოკუმენტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია.

წინამდებარე ვიდეორგოლი მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს პირველი კონსტიტუციის შემუშავებისა და მიღების პროცესს, განსაკუთრებით აღნიშნავს დოკუმენტის შინაარსის პროგრესულობას და მის მნიშვნელობას საქართველოს სამართლებრივი ტრადიციების ჩამოყალიბების პროცესში.

ვიდეორგოლის მიზანია საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ვიდეორგოლი