სიახლეები

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტია

2017 წლის 12 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განიხილება კონსტიტუციური სარჩელი №671 „სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია”, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია”, სსიპ „ქრისტეს ეკლესია”, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია”, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი”, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია”, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი”, სსიპ „წმინდა სამების ეკლესია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელეები ასაჩივრებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილ შეღავათებს მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან მიმართებით. მოსარჩელეთა მტკიცებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეღავათებს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიასთან მიმართებით ან მის სასარგებლოდ აწესებს, რის გამოც სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის,  უთანასწორო მოპყრობას ადგენს.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.