სიახლეები

სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა სა

2017 წლის 11 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  არსებითად განიხილება “სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის“, სსიპ „საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის“, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“, სსიპ „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის“ კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N811) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

მოსარჩელეები წარმოადგენენ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს. ისინი სადავოდ ხდიან იმ წესს, რომელიც ადგენს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არსებობს.  

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი:  “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების “საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.