სიახლეები

შეხვედრა სამართლის უზენაესობის პროგრამის გუნდთან

2022 წლის 25 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორ ლეა კაპლანთან და „სამართლის უზენაესობის პროგრამის“ გუნდის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა დაეთმო საკონსტიტუციო სასამართლოს საჭიროებების იდენტიფიცირებას და „სამართლის უზენაესობის პროგრამის“ ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობის კონკრეტული აქტივობების განხილვას სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერების, სამართალწარმოების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.