სიახლეები

განმწესრიგებელი სხდომა №1639 კონსტიტუციურ სარჩელზე

2023 წლის 29 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №1639).

განსახილველ საქმეზე, სადავო ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავს უსახლკარო პირის დეფინიციას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ცალკეული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე უსახლკარო პირების/ოჯახების რეგისტრაციისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ უსახლკარო პირის საკანონმდებლო დეფინიცია არ მოიცავს რეალობაში არსებულ უსახლკარობის ყველა ფორმას. კერძოდ, კანონმდებლობა უსახლკაროდ მიიჩნევს მხოლოდ მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირს და აღნიშნული სტატუსის მიღმა ტოვებს მას, ვინც, მართალია, ცხოვრობს საცხოვრისის ფუნქციის მქონე ნაგებობაში, თუმცა ამ ნაგებობის მდგომარეობა არ აკმაყოფილებს სათანადო/ღირსეული საცხოვრებლის სტანდარტს. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული უსახლკარო პირთა რეგისტრაციისათვის გათვალისწინებული კრიტერიუმები უსახლკარო პირების დიდ ნაწილს სათანადო საცხოვრისზე უფლების გარეშე ტოვებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ ღირსების უფლებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

დავის საგანი: ა) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის (2020 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ბ) „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ (2021 წლის 26 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

გ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 აპრილი №15 დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

დ) „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ე) „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მარტის №221 დადგენილებით დამტკიცებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ვ) „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებით დამტკიცებული „ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ (2021 წლის 29 ივლისს მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ზ) „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვისტოს №19 დადგენილებით დამტკიცებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

თ) „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროთა რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №16 დადგენილებით დამტკიცებული „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ი) „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 თებერვლის №160 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ (2021 წლის 29 ივლისს მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

კ) „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა, ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემის და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკაროთა ასევე მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ შენობებში თვითნებურად შესახლებულ მოქალაქეთა აღრიცხვის, შერჩევის, მათთვის სოციალური საცხოვრისის გადაცემის და შემდგომი მონიტორინგის განხორციელების წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ლ) „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №83 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 31 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

მ) „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის №3 დადგენილებით დამტკიცებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

ნ) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 3 აპრილის №11 დადგენილებით დამტკიცებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.