საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტიური ურთიერთობა აქვს სხვა სახელმწიფოთა საკონსტიტუციო სასამართლოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციის“ (CECC), „კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის“ (WCCJ) და „ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის“ (BBCJ) წევრია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ევროკავშირის პროექტის “საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერის” და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და სხვ. მხარდაჭერით ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციებს, სემინარებს, რომლებზეც განიხილება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, ასევე ხორციელდება ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტი - საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში”.
საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს სტუმრობენ უცხოეთის საკონსტიტუციო სასამართლოების დელეგაციები, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სიმპოზიუმებში სასამართლო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.