საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება N122/1

დოკუმენტის ნომერი 122/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
მიღების თარიღი 20/05/2020
გამოქვეყნების წყარო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდი (www.constcourt.ge)
გამოქვეყნების თარიღი 22/05/2020
კონსოლიდირებული ვერსიის ჩამოტვირთვა ჩამოტვირთეთ .pdf

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პლენუმის
დ ად გ ე ნ ი ლ ე ბ ა N122/1

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 54-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი
ა დ გ ე ნ ს :

 

1. საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მხარის რწმუნებულება შესაძლებელია დამოწმდეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, მხარის მიერ რწმუნებულებაზე სასამართლოს თანამშრომლის თანდასწრებით ხელმოწერის შემთხვევაში. რწმუნებულება შესაძლებელია ასევე შედგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტის ფორმით, რომელზეც შესრულებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია ამავე კანონით აღიარებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება ამოქმედდეს მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე.

3. ეს დადგენილება გაეგზავნოს „საქართველოს საკანონდებლო მაცნეს“.

 

ზაზა თავაძე

საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარე

 

 

მანანა კობახიძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი