თანამშრომლობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ (GIZ) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ‘’HUMAN DYNAMICS’’-თან თანამშრომლობით ჩაატარა შემდეგი საერთაშორისო კონფერენციები და სემინარები კონსტიტუციური მართლმსაჯულების თემებზე:

  • სემინარი: „კონსტიტუციის განმარტება“, 20-21 დეკემბერი, 2008, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: „სოციალური უფლებების განსჯადობა კონსტიტუციური მართლმსაჯულების სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, 11-12 ივლისი, 2009, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: „პრეცენდენტი როგორც სამართლის წყარო“, 7-8 ნოემბერი, 2009, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: „სასამართლო აქტივიზმი და თვითშებოჭვა: კონსტიტუციური უფლებების თეორია და პრაქტიკა”, 13-14 ივლისი, 2010, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: „განსხვავებული და თანმხვედრი აზრების მნიშვნელობა სასამართლო კონტროლის განვითარებაში“, 17–18 სექტემბერი 2010, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: „საკონსტიტუციო კონტროლის წარსული და მომავალი ახალგაზრდა დემოკრატიებში”, 25-26 ივნისი 2011, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: „თანასწორობის უფლება - კონსტიტუციური დაცვის ფარგლები”, 6-7 ივლისი 2012, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესში“, 21-22 სექტემბერი, ბათუმი;
  • შავი ზღვის მესამე რეგიონული კონფერენცია: „კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“, 29-30 ივნისი, 2013, ბათუმი;
  • შავი ზღვის მეოთხე რეგიონალური კონფერენცია: „ახალი გამოწვევები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისთვის“, 4-6 ივლისი 2014, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: “თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება: კონსტიტუციური სარჩელის ეფექტურობის გაზრდა”, 27-28 ივნისი, 2015, ბათუმი;
  • „საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების მიერ: გამოწვევები დიალოგისთვის’’, 9-11 სექტემბერი, 2015, ბათუმი;
  • საერთაშორისო კონფერენცია: ,,კონსტიტუციური მართლმსაჯულება გარდამავალ დემოკრატიაში: კონსტიტუციური კონტროლის მიღწევები და გამოწვევები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში’’, 9-11 სექტემბერი, 2016, ბათუმი;
  • ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) მესამე კონგრესი: „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში”, 15-17 მაისი, 2018, თბილისი.