სარედაქციო პოლიტიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა

  1. ზოგადი დებულებები

    1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალი (შემდგომში ჟურნალი) გამოიცემა წელიწადში არანაკლებ ორჯერ;

    2. ჟურნალის თემატიკაა საკონსტიტუციო სამართალი;

    3. ჟურნალის ინდივიდუალური გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის (ცალკეული უფლებები, ცალკეული კონსტიტუციური საკითხები), აგრეთვე დასაშვებია ჟურნალის სპეციალური გამოშვებების მომზადება სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით.

    4. ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაცნონ, ჩამოტვირთონ, გადაიღონ ასლი, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოიძიონ ან ნაშრომების ტექსტზე მითითება გააკეთონ ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე, სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული Creative Commons ლიცენზიის პირობების შესაბამისად (იხ. საავტორო უფლებების საკითხი)

    5. ჟურნალი აღიარებს და ისწრაფვის საერთაშორისო საგამომცემლო პრინციპებისა და კარგი პრაქტიკის ერთგულებისაკენ. იგი იზიარებს ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ღირებულებებს და გამოცდილებებს, როგორიცაა ბუდაპეშტის ღია ხელმისაწვდომობის ინიციატივის (BOAI) სახელმძღვანელო პრინციპები და გამოცემების ეთიკის კომიტეტის (COPE) ცენტრალური პრაქტიკა.

 

  1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების ტიპები

    1. საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში შეიძლება განთავსდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:

      1. აკადემიური ნაშრომი;

      2. სტატია;

      3. სტუდენტური ნაშრომი;

      4. პრაქტიკის მიმოხილვა;

      5. ლიტერატურის მიმოხილვა;

      6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note);

      7. საპატიო ნაშრომი.

 

  1. ჟურნალისათვის ნაშრომების სტატიების შერჩევის წესი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება:

  1. ღია კონკურსით (call for papers);

  2. სარედაქციო საბჭოსთვის ან რედაქტორისათვის ნაშრომის პირდაპირ მიწოდებით;

  3. სარედაქციო საბჭოს ან მრჩეველთა საბჭოს წევრის რეკომენდაციით;

  4. სპეციალური წესით (საპატიო ნაშრომის გამოქვეყნების წესი).

 

  1. ნაშრომის შესარჩევად ღია კონკურსის წესი

    1. რედაქტორის წარდგინებით სარედაქციო საბჭო წყვეტს სტატიების შესარჩევად ღია კონკურსის (შემდგომში კონკურსი) ჩატარების საკითხს;

    2. კონკურსი ცხადდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდის და სასამართლოს სოციალური გვერდების მეშვეობით. დასაშვებია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ინტერნეტრესურსების ან სხვა არხების მეშვეობით;

    3. კონკურსის შესაბამისი ეტაპები და მათთვის განსაზღვრული ვადები დგინდება რედაქტორის წარდგინებით სარედაქციო საბჭოს მიერ;

    4. კონკურსის მეშვეობით შესაძლოა შეირჩეს ერთი ან რამდენიმე სტატია;

    5. კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ამ დოკუმენტით განსაზღვრული სტატიის ტიპები შესაბამისი მოთხოვნების დაცვით;

    6. კონკურსში მონაწილე პირებმა სტატიასთან ერთად უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ან მყარი სახით დადასტურებული თანხმობა, ნაშრომის ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემის თაობაზე.

 

  1. ნაშრომის შესარჩევად პირდაპირ მიწოდების წესი

    1. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს შეიძლება მიეწოდოს გამოსაქვეყნებელი ნაშრომი, როგორც ფოსტის, ასევე ელექტრონული საშუალებით;

    2. პირდაპირ მიწოდებული ნაშრომი უნდა იყოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ტიპის და აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს;

    3. პირდაპირ მოწოდებულ ნაშრომის გამოქვეყნებამდე ავტორმა წერილობით ან ელექტრონული საშუალებით უნდა დაადასტუროს მისი ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემა.

 

  1. ნაშრომის შესარჩევად რეკომენდაციის გაწევის წესი

    1. სარედაქციო საბჭოს ან მრჩეველთა საბჭოს წევრს უფლება აქვს საბჭოს ან რედაქტორს მიმართოს რეკომენდაციით, ჟურნალში მესამე პირის ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე;

    2. რეკომენდაცია შეიძლება იყოს წერილობითი ან ელექტრონული სახით და უნდა შეიცავდეს ნაშრომის აბსტრაქტს და რეცენზიას;

    3. რეკომენდაციის საფუძველზე ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი წყდება ზოგადი წესის შესაბამისად.

 

  1. ნაშრომის შერჩევის სპეციალური წესი

    1. ჟურნალის მრჩეველთა საბჭოს წევრს უფლება აქვს რედაქტორს მიაწოდოს გამოსაქვეყნებლად მის მიერ შესრულებული ნაშრომი (საპატიო ნაშრომი);

    2. მრჩეველთა საბჭოს წევრის ნაშრომზე არ ვრცელდება ნაშრომის ტიპების და მათი ფორმატირების მოთხოვნები;

    3. მრჩეველთა საბჭოს ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. ნაშრომი უნდა იყოს საკონსტიტუციო სამართლის დარგის ფარგლებში;

      2. ნაშრომი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე;

      3. ნაშრომი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 1000 სიტყვას ინგლისურ ენაზე, 750 სიტყვას ქართულ ენაზე;

      4. ნაშრომში არ უნდა იყოს პლაგიატი, დაცული უნდა იყოს ციტირების რომელიმე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი;

      5. ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, ან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მითითება ორიგინალური ნაშრომის გამოქვეყნების დროისა და ადგილის შესახებ.

      6. ნაშრომის ავტორი გადასცემს რედაქტორს უფლებას, დაამუშავოს მისი ფორმატირება და ვიზუალური მხარე.

 

  1. ნაშრომებისთვის დადგენილი მოთხოვნები

    1. აკადემიური ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. აკადემიური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის საფუძველზე შედგენილ სტატიას, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები;

      2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 9000 სიტყვა, არაუმეტეს 12000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 7000 სიტყვა, არაუმეტეს 10000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. ნაშრომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და მის მიხედვით იყოს აგებული (consistency);

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

      5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის (დოქტორანტი, დოქტორი) მქონე პირის რეცენზია (peer-review);

      6. ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    2. სტატია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. სტატია წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის მიხედვით შედგენილ ნარკვევს, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები;

      2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 4000 სიტყვა, არაუმეტეს 7000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. ნაშრომს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და მის მიხედვით იყოს აგებული (consistency);

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

      5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (დოქტორანტი, დოქტორი) რეცენზია (peer-review);

      6. ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    3. სტუდენტური ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. სტუდენტური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის მიხედვით ან მის გარეშე შედგენილ ნარკვევს, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები, მისი ავტორი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი სტუდენტი;

      2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 2500 სიტყვა, არაუმეტეს 4000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. უპირატესობა ენიჭება განსაზღვრული მეთოდოლოგიის მქონე და მის მიხედვით აგებულ ნაშრომს (consistency);

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;

      5. ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (აგრეთვე, დოქტორანტის ან დოქტორის) ან თემის ხელმძღვანელის (შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის ან მოწვეული სპეციალისტის) რეცენზია;

      6. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    4. პრაქტიკის მიმოხილვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. პრაქტიკის მიმოხილვა კეთდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ან სხვა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც კონსტიტუციურ სამართალზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას;

      2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1000 სიტყვა, არაუმეტეს 1500 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არანაკლებ 700 სიტყვა, არაუმეტეს 1200 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. მიმოხილვა უნდა გადმოსცემდეს საქმის არსს მოკლედ და ავტორის მოსაზრებას, თუ რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებას კონსტიტუციურ სამართალზე;

      4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები;

      5. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    5. ლიტერატურის მიმოხილვა (book review) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. ლიტერატურის მიმოხილვაში უნდა იყოს განხილული მნიშვნელოვანი ლიტერატურის (წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის) სტრუქტურა, მისი მოკლე მიმოხილვა და მნიშვნელობა კონსტიტუციური სამართლისათვის;

      2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არაუმეტეს 700 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      3. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები;

      4. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

      1. გადაწყვეტილების მიმოხილვა (case note) არ წარმოადგენს ნაშრომს, მასში მოცემულია სასამართლოს გადაწყვეტილება შემოკლებული სახით, მასში არ კეთდება გადაწყვეტილების ანალიზი ან შეფასება, მიმოხილვა წარმოადგენს ინფორმაციული ხასიათის სტატიას;

      2. გადაწყვეტილების მიმოხილვა მზადდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

      3. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:

        1. ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1500 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

        2. ქართულ ენაზე არაუმეტეს 1000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);

      4. ფორმატირების მოთხოვნა:

        1. ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;

        2. ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;

        3. სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);

        4. სქოლიო - იმავე ფონტით, რაც ძირითადი ნაშრომი, ფონტის ზომა -2 ტექსტის ზომაზე.

    7. ყველა ტიპის სტატია დამუშავდება ვიზუალური თვალსაზრისით, შესაძლოა შეიცვალოს ფონტი, ფონტის ფერები, გვერდის არეები (page margins), ხაზებს შორის დაშორება (line spacing), აბზაცებს შორის დაშორება (paragraph spacing) და სხვა ფორმატირების საკითხები.

    8. ჟურნალში გამოსაქვყნებელი სტატიები უნდა იყოს ინგლისურ ან/და ქართულ ენაზე.

 

  1. ნაშრომების გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა

    1. ნაშრომების შერჩევას ახდენს რედაქტორი და წარუდგენს სარედაქციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;

    2. შერჩეული ნაშრომების ავტორებს საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

    3. შერჩეული ნაშრომების (აკადემიური ნაშრომის, ნაშრომის, სტუდენტური ნაშრომის შემთხვევაში) ავტორები წინასწარ ან შერჩევის შემდეგ  ვალდებული არიან (მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა) წარმოადგინონ ნაშრომის აბსტრაქტი და არანაკლებ 4 ძირითადი სიტყვა/სიტყვები (tags), რომლებიც უზრუნველყოფს სტატიების კლასიფიცირებას თემების მიხედვით;

    4. ნაშრომების ავტორებს წინასწარ ან შერჩევის შემდეგ შესაძლებელია მოეთხოვოთ ნაშრომის რეცენზიის წარმოდგენა რედაქტორის მიერ მითითებული სტატუსის მქონე პირისაგან (აკადემიური სტატუსი, სასწავლო დაწესებულების მასწავლებელი, დოქტორი ან დოქტორანტი). ჟურნალს ასევე შეუძლია საკუთარი რესურსით მოიპოვოს ღია რეცენზია, რა შემთხვევაშიც ავტორისა და რეცენზენტის ვინაობა ცნობილი უნდა იყოს ერთმანეთისთვის რეცენზირების ან გამოქვეყნების ეტაპზე (სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილება, 30.10.2020).
      .

 

  1. სტატიის შინაარსობრივი სტანდარტები

    1. ყველა ნაშრომი, რომელიც წარედგინება რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს უნდა იყოს ორიგინალი ან მითითებული უნდა იყოს მისი პირვანდელი გამოქვეყნების დრო და ადგილი, აგრეთვე დადასტურებული უნდა იყოს ავტორის უფლება, ხელახალ ან განახლებული რედაქციით გამოქვეყნების თაობაზე;

    2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური, საკონსტიტუციო სამართლის პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხზე ფოკუსირებული;

    3. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;

    4. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლიის არსებობის შემთხვევაში იგი სრულად უნდა იყოს დაცული.

 

  1. პლაგიატის აკრძალვა

  1. დაუშვებელია საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება;

  2. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალური პროგრამაში Turnitin:

    1. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა;

    2. პროგრამის მიერ დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების და შესწორების წარმოდგენა, რისთვისაც განისაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე; 

    3. პროგრამის მიერ 10%-ზე მეტი ზუსტი დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების წარმოდგენა, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორის განმარტება მიუთითეს გულწრფელ შეცდომაზე ან დამთხვევის მიზეზი მკვლევარის გამოუცდელობაა, სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია ავტორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.

  3. რედაქტორის/სარედაქციო საბჭოს მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. განმარტების ან/და ცვლილების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას;

4. გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია მიმართოს ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს (ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge) და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.

 

  1. წყაროების მითითების (reference) და ციტირების (qutoation) სტანდარტები

    1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნებისმიერ ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყაროები;

    2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომში დასაშვებია მხოლოდ ერთი ტიპის წყაროების მითითების სტანდარტის გამოყენება, აკრძალულია სხვადასხვა ციტირების სტანდარტის ერთ ნაშრომში აღრევა;

    3. წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერილი, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტებისათვის;

    4. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომებისათვის ციტირების წყაროს მითითების სტანდარტები ძირითადად განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემით. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპეციალური გამოცემისას შესაძლებელია ციტირების წყაროს მითითების სხვა სტანდარტის გამოყენება;

    5. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ქართულ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომების წყაროს მითითების წესები განისაზღვრება შემდეგი წესით (ამ პუნქტში მოცემული წესები ძირითადად განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემის მიხედვით და მხოლოდ ავტორთა დახმარებას ისახავს მიზნად, მაგალითები მოცემულია განმარტებისათვის, წყაროების ტიპები არ არის ამომწურავი):

      1. კანონმდებლობის მითითება - მუხლის ნომერი, აქტის დასახელება, მიღების თარიღი, გამოქვეყნების ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაძლებელია მიეთითოს ელექტრონული მისამართიც. მაგალითად:

        1. მუხლი 7, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. 31 იანვარი, 1996. პარლამენტის უწყებანი, 001, 27.02.1996.

        2. მუხლი 7, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“
          <https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944%23?publication=31> [15.10.2021].

        3. მუხლი 19, ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (შემდგომში: ევროპული კონვენცია). 1950.

      2. სასამართლო პრაქტიკის მითითება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე - სასამართლოს დასახელება, შესაძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს აქტის ტიპი, საქმის ან განაცხადის ნომერი, მხარეების დასახელება (ბრჭყალებში) ან საქმის დასახელება (ბრჭყალებში), გადაწყვეტილების მიღების თარიღი, შესაბამისი გვერდი ან პარაგრაფი. შესაძლებელია მიეთითოს ელექტრონული მისამართიც. მაგალითად:

        1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/477 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2011 წლის 22 დეკემბერი. პარაგრაფი 80.

        2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N9815/82 „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივნისი. პარაგრაფები 41-42.

        3. Judgment of the European Court of Human Rights N15318/89 “Loizidou v. Turkey”, 18 December 1996. პარაგრაფი 75 [15.7.2021].

      3. წიგნის პირველად მითითება:

        1. ერთი ან ორი ავტორის შემთხვევაში - ავტორ(ებ)ი, წიგნის სახელწოდება, გამოცემა / გამომცემლობა / წელი ფრჩხილებში, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად:

          1. თომას ჰობსი, ლევიათანი (პირველი გამოცემა 1651, პინგვინის გამომცემლობა 1985) 268.

          2. Christian von Bar, The Common European Law of Torts, vol 2 (CH Beck 2000) para 76.

          3. Julian V Roberts and Mike Hough, Public Opinion and the Jury: An International Literature Review (Ministry of Justice Research Series 1/09, 2009) 42.

          4. Jeremy Horder (ed), Oxford Essays in Jurisprudence: Fourth Series (Oxford University Press 2000) 75.

        2. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში - პირველი ავტორი „და სხვა“ მითითებით (ავტორთა კოლექტივის შემთხვევაში: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორის სახელი), წიგნის სახელწოდება, გამოცემა / გამომცემლობა / წელი ფრჩხილებში, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად:

          1. ავტორთა კოლექტივი, რედაქტორი ავთანდილ დემეტრაშვილი, კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო (ჰოლივუდის გამომცემლობა 2005) 305.

        3. სტატია წიგნში: სტატიის ავტორი, სტატიის სახელწოდება ბრჭყალებში, წიგნში - წიგნის მითითების წესით. მაგალითად:

          1. ფრენსის როუზი, „სახეობათა ევოლუცია“ წიგნში ენდრიუ ბეროუზი და ალან როდჯერი (რედ.), სამართლის განსაზღვრა: ესსეები პიტერ ბირკსის ხსოვნის საპატივცემულოდ (ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა 2006) 55. 

      4. წიგნის ყოველი შემდგომი მითითება - ავტორის გვარი, supra შესაბამისი პირველადი მითითების სქოლიოს ნომერი, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად:

        1. ჰობსი, supra სქოლიო 15, 88.

      5. პერიოდული გამოცემის სტატიის მითითება - სტატიის ავტორი, სტატიის სათაური ბრჭყალებში, გამოცემის წელი ფრჩხილებში, გამოცემის ნომერი და გამოცემის სახელწოდება, გვერდი ან/და პარაგრაფი. შემდგომი მითითების წესი წიგნის შემდგომი მითითების წესის მაგვარად. მაგალითად:

        1. გვანცა კვარაცხელია, „გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებულ სადავო აქტზე საკონსტიტუციო სამართალწარმოება“ (2016) 10 საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა 45-47.

      6. საგაზეთო სტატიის მითითება - ავტორი, სტატიის სათაური ერთმაგ ბრჭყალებში, გაზეთის სათაური, გამოცემის ადგილი და თარიღი ფრჩხილებში, გვერდი ან/და პარაგრაფი. მაგალითად:

        1. Jane Croft, ‘Supreme Court Warns on Quality’ Financial Times (London, 1 July 2010) 3.

      7. ინტერნეტ წყაროების (ბლოგები, ვებგვერდები) მითითება - ავტორი, სათაური ერთმაგ ბრჭყალებში, ბლოგის/ვებგვერდის სათაური და გამოცემის თარიღი ფრჩხილებში, ვებგვერდი, უკანასკნელი გადამოწმების თარიღი კვადრატულ ფრჩხილებში მითითებით. მაგალითად:

        1. Sarah Cole, ‘Virtual Friend Fires Employee’ (Naked Law, 1 May 2009) [19.10.2009]

      8. ტექსტის სხვა ნაწილების მითითება (cross reference) - ნაშრომის ამა თუ იმ წინა თავზე ან სექციაზე მითითებისას, ისევე, როგორც უკვე გამოყენებულ წყაროზე მითითებისას supra მითითება უნდა იყოს გამოყენებული, ხოლო ჯერ თუ არ ყოფილა ნახსენები ესა თუ ის ნაწილი ან სექცია, ან წყარო - infra მითითება უნდა იყოს ნახსენები. ტექსტზე მითითებისას გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოს ნუმერაცია და არა გვერდების. იმავე გვერდზე წინა სქოლიოში მითითებული წყაროს გამოყენების შემთხვევაში, ამავდროულად თუ შემდგომი სქოლიოც იმავე გვერდზე მოხვდა, გამოიყენება მითითება ibid ან იქვე, იმავე წყაროში სხვა გვერდის ან პარაგრაფის გამოყენებისას ემატება გვერდის ან პარაგრაფის მითითება. კერძოდ:

        1. იხ. ტექსტი მე-18 და მე-20 სქოლიოებს შორის supra.

        2. შეად. მე-14 სქოლიოს ტექსტი infra.

        3. იხ. სქოლიო 22 supra.

        4. იქვე 17.

          1. თუ სქოლიო მომდევნო გვერდზე გადავიდა, ან ასეთ მითითებასა და წინა სქოლიოს შორის არის სხვა წყარო, გამოიყენება supra მითითება.

    6. ციტატის მითითების (qutoation) წესები განისაზღვრება შემდეგი სახით:

      1. ტექსტში ან სქოლიოში მოცემული ციტატა უნდა განთავსდეს ორმაგ ბრჭყალებში:

        1. ქართულ ენაზე ციტატამდე ბრჭყალი უნდა იყოს დაბალი („), ციტატის დასრულების შემდეგ - მაღალი (“), მაგალითად: „ააა“;

        2. ინგლისურ ენაზე ციტატამდე და ციტატის შემდეგ ბრჭყალები უნდა იყოს მაღალი, მაგალითად: “aaa”;

      2. როდესაც ერთი ციტატა მეორე ციტატის ნაწილია, დაისმის ერთმაგი ბრჭყალი. მაგალითად:

        1. ქართულ ენაზე: „ააა ‘ბბბ’ ააა“;

        2. ინგლისურ ენაზე: “aaa ‘bbb’ aaa”;

      3. თუ ავტორი საკუთარ სიტყვებს ამატებს ციტატაში, ასეთი სიტყვები უნდა იყოს გამოყოფილი კვადრატული ფრჩხილით. მაგალითად „ააა [ბბბ] ააა“;

      4. თუ ავტორი ციტირებულ ტექსტში ხაზს უსვამს რაიმე ნაწილს ფორმატირების შეცვლით (bold, italics ან underline), ციტატის დასრულების შემდეგ კვადარტულ ფრჩხილში იწერება: [ხაზგასმა ავტორისაა] ინგლისურად: [emphasis added];

      5. თუ ავტორი ციტირებული ტექსტიდან შლის რაიმე ნაწილს, წაშლილ ადგილას კვადრატულ ფრხილებში იწერება სამწერტილი: „ააა [...] ააა“.

    7. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპეციალური გამოცემისას შესაძლებელია ციტირების წყაროს მითითების სხვა სტანდარტის გამოყენება.

 

  1. საავტორო უფლებების საკითხი

    1. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალს ამის შესახებ წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით;

    2. ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს;

    3. ნაშრომის გამოქვეყნებამდე ავტორი ვალდებულია დაადასტუროს განსაკუთრებული უფლებების გადაცემის საკითხი, რისთვისაც შესაძლოა მოეთხოვოს შესაბამისი განაცხადის ან ლიცენზიის ხელმოწერა;

    4. ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით;

    5. ჟურნალის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებში მიეთითება creative commons ლიცენზიის საკითხიც და კეთდება შემდეგი ვიზუალური აღნიშვნა: და მითითება დეტალური სალიცენზიო პირობების ხელმისაწვდომობის თაობაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://creativecommons.org/licenses/by/2.0/legalcode;

    6. CC BY 2.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები. CC BY 2.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას.

 
  1. სტატიების გამოქვეყნების ღირებულება

ავტორებს „საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალში“ სტატიების გამოქვეყნებისათვის არ მოეთხოვებათ რაიმე სახის გადასახადი.“
 
 
 
  1. ეთიკის საკითხები და დარღვევებზე რეაგირება

    1. ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის წესებს. ჟურნალმა უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა რედაქტირების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ავტორსა და სარედაქციო კოლეგიის წევრს/წევრებს ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ავტორს ან/და კოლეგიის წევრს უფლება აქვს, განაცხადოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო;

    2. ავტორებს მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს;

    3. ჟურნალი მიესალმება და ახალისებს გამოქვეყნებული ნაშრომების განხილვას და კრიტიკას აკადემიურ თუ სოციალურ სივრცეში. დასაშვებია, ნაშრომების შესახებ უკუკავშირის ჟურნალისათვის მიწოდება ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge. ავტორებს აქვთ უფლება, სარედაქციო საბჭოს სთხოვონ ნაშრომში მითითებული უზუსტობის გასწორება, რაც მიეთითება მომდევნო გამოცემაში და ვებ-გვერდზე;

    4. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში/ნაშრომებში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს (ელ.ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: jcl@constcourt.ge) და მოითხოვოს საკითხის მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება. განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის შესახებ (ნაშრომის ავტორი, სათაური, დარღვევის ტიპი, დასაბუთება). რედაქტორი ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ეცნობება ავტორს/ავტორებს და ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი განმარტება წარმოადგინონ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე;

    5. რედაქტორი უფლებამოსილია დარღვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიის ან სხვა წყაროს მეშვეობით გავრცელების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება განაცხადზე იმგვარად, როგორც მოიქცეოდა წერილობითი განაცხადის შემთხვევაში;

    6. ჟურნალი უფლებამოსილია გამოიყენოს ნაშრომის უკან გამოხმობის (retracting), ცვლილებების განხორციელების ან განაცხადის გაკეთების მექანიზმი, თუ გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილია რაიმე ტიპის დარღვევა. თითოეული ამ მექანიზმის გამოყენება ხდება დარღვევის მნიშვნელობიდან გამომდინარე და მათზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო. ბეჭდური გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით, ხოლო ვებ-გვერდზე ასეთი ინფორმაცია განთავსდება შესაბამისი ნაშრომის გვერდზე.