ვებგვერდი დამუშავების პროცესშია. ვებგვერდის წინა ვერსიაზე გადასასვლელად მიჰყევით ბმულს.

მიმდინარე გამოცემა

საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი - გამოცემა 2 (2019)


გამოცემის თარიღი: დეკემბერი, 2019


 

ავტორი: ლიენეკე სლინგენბერგი

აბსტრაქტი 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სულ უფრო ხშირად იხილავს მიგრანტების საჩივრებს სიღატაკესთან დაკავშირებით მიმღები სახელმწიფოების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის დადგენის მოთხოვნით. ასეთ სასამართლო პრაქტიკას აკრიტი­კებენ არათანმიმდევრულობისა და იმის გამო, რომ იგი მიგრანტებს სათანადოდ არ იცავს. წინამდებარე სტატიაში, სასამართლო პრაქტიკის სისტემური ანალიზის გზით, გავაანალიზებ კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკას მიგრანტების სიღა­ტაკეზე ახალი გადმოსახედიდან: თავისუფლების კონცეპტი როგორც არადომინაცია, რო­გორც ამას ავითარებს (ნეო) რესპუბლიკური თეორია. ჩემი არგუმენტი იქნება, რომ ამ გადმო­სახედიდან სასამართლოს საქმეებში არსებული ტენდენციები შესაძლოა დახა­სიათ­დეს როგორც თანმიმდევრული და, ამდენად, სასამართლო იცავს მიგრანტების თავისუფ­ლებას. მიუხედავად ამისა, ვეცდები დავამტკიცო, რომ სასამართლო პრაქტიკა შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით გაუმჯობესდეს, რათა უზრუნველყოს ეფექტური და ხისტი დაცვა დომინაციისგან.

 

ნაშრომი: უფლება, იყო დომინაციისგან თავისუფალი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიგრანტების სიღატაკეზე

გვერდები: 5-35

შენიშვნა: ხელახლა გამოქვეყნებულია: Lieneke Slingenberg, The Right Not to be Dominated: The Case Law of the European Court of Human Rights on Migrants’ Destitution. თავდაპირველი გამოქვეყნება: Human Rights Law Review, Volume 19, Issue 2, ივნისი, 2019, გვ. 291–314, https://doi.org/10.1093/hrlr/ngz012, Human Rights Law Review და ავტორი არ არიან პასუხისმგებელი ან რაიმე სახით ანგარიშვალდებული თარგმანის სიზუს­ტეზე, ამ ხელახალი გამოცემის თარგმანში ნებისმიერ უზუსტობაზე, გამოტოვებაზე ან შეცდომაზე, ან აქედან წარმო­­შობილ შედეგებზე შესაბამისად, პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამარ­თლოს საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი. ამ სტატიაზე არ ვრცელდება ამ ჟურნალის Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზია. ეს სტატია გამოქვეყნებულია Creative Commons Attribution (CC BY) 4.0 (http://creativecommons.org/licenses/by/4.0/), ლიცენზიის პირობებით, რომელიც იძლევა შეუზღუდავი გამო­ყე­ნების, დისტრიბუციის და რეპროდუქციის უფლებას ნებისმიერი გზით, იმ დათქმით, რომ ნაშრომის ორიგი­ნალი შესაბამისად არის ციტირებული. 


 

ავტორი: ირაკლი ქსოვრელი

აბსტრაქტი

მართლმსაჯულების განხორციელებისას არაკონსტიტუციური კანონის გამოყენება ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს შეიცავს, შესაბამისად, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ასეთი შემთხვევების პრევენცია. სტატიის ამოცანა სწორედ ამ მიზნის მისაღწევი გზების ძიებაა. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში კონსტიტუციური უფლებების მოქმედების ფარგლები განმარტებული არ არის, სწორედ ამიტომ, აღნიშნული სტატია შედარებით სამართლებრივი კვლევის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაანალიზებით, აგრეთვე საკანონმდებლო აქტების განმარტების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მიმოიხილავს საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციის პირდაპირ გამოყენების შესაძლებლობას, ფარგლებს და თანმდევ სამართლებრივ შედეგებს.

ნაშრომი: საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება - უფლების დაცვის ეფექტური საშუალება

გვერდები: 37-54


 

ავტორი: ელენე გაბუნია

აბსტრაქტი

საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულებასთან მიმართებით, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საერთო სასამართლოების სისტემის საკონსტიტუციო კონტროლს დაქვემდებარების საკითხი. გამომდინარე აქედან, ნაშრომის მიზანია საკონსტიტუციო კონტროლის ქართულ მოდელში არსებული პრობლემების სისტემური ანალიზი. კერძოდ, განხილული იქნება ე.წ. „რეალური“ კონსტიტუციური სარჩელის მნიშვნელობა და მისი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულებაში დანერგვის პერსპექტივები. ვიმსჯელებთ, რამდენად ეფექტურია „რეალური“ კონსტიტუციური სარჩელი ადამიანთა უფლებების დასაცავად და რამდენად რთულია მისი ინტეგრირება საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემა ტრანსფორმაციის პროცესშია. ნაშრომი ორიენტირებული იქნება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოცდილებაზე, ასევე ევროპულ სტანდარტებზე.

ნაშრომი: „რეალური“ კონტროლი საქართველოს საკონსტიტუციო მართლმსაჯულების სისტემაში

გვერდები: 55-68


 

ავტორი: ივიკო ხავთასი

აბსტრაქტი

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დამახასიათებელ შეკავება-გაწონასწორების მოდელში სასამართლოს როლი არასდროს ყოფილა ერთმნიშვნელოვანი. ეპოქათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლების ამ შტომ ევოლუციის ერთობ საინტერესო და კომპლექსური გზა განვლო. ნაშრომში მოკლედ განხილულია აშშ-ის კონსტიტუციური მოდელის ძირითადი არსი, მის ფარგლებში საკონსტიტუციო იუსტიციის სამოსამართლო სამართლისგან განვითარება, უზენაესი სასამართლოს კონტროლის ძირითადი მახასიათებლები რამდენიმე პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან ერთად და ამერიკის უმაღლესი სასამართლოს თანამედროვე გამოწვევები პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის პირობებში.

ნაშრომი: შეერთებული შტატების მაგალითზე ფედერალური უზენაესი სასამართლოს პოლიტიკური როლი ძალაუფლების დანაწილების შეკავება-გაწონასწორების მოდელში

გვერდები: 69-83


 

ავტორი: - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

აბსტრაქტი

2019 წლის მეორე გამოცემაში საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალი კიდევ ერთხელ სთავაზობს მკითხველებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვებს. სამი საქმე, რომელიც ქვემოთ იქნება გადმოცემული სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდშია მიღებული და საკმაოდ მაღალი მნიშვნელობის მქონეა. მიმოხილვებში მოცემულია ფაქტების და მხარეთა არგუმენტების აღწერა, ისევე, როგორც სასამართლოს მსჯელობა და გადაწყვეტილება. იმედს ვიტოვებთ, ეს სამი საქმე ჩვენი მკითხველებისათვის მსოფლიო მასშტაბით საინტერესო იქნება და ვიხილავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის უფრო მეტ განხილვას.

მიმოხილული საქმეები:

ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ზურაბ სვანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

შპს „სტერეო+“, ლუკა სევერინი, ლაშა ზილფიმიანი და რობერტ ხახალევი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ 

 

ნაშრომი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა მიმოხილვა

გვერდები: 85-92