სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac466 |
თარიღი | 27 ნოემბერი 2009 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (2008 წლის 5 დეკემბრის სარჩელი N466) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
ასოციაციის გადაწყვეტილება წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დასკვნა სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოტივირებულია საქართველოს იურიდიქციის ქვეშ მყოფი უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოში მცხოვრები სხვა პირებთან და საქართველოს იურიდიულ პირებთან თანაბარ პირობებში უზრუნველყოფილი იყვნენ კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების ეფექტური და პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობით. სახელმწიფო ანგარიშვალდებული უნდა იყოს იმ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რომელითაც საქართველოს სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ ხელისუფლებას საზღვარგარეთ მცხოვრები უცხოელების მიმართ. სადავო ნორმა საზღვარგარეთ მყოფი უცხოელებისათვის საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლების გამორიცხვით, ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს სახელმწიფო გათავისუფლდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით დაწესებული შეზღუდვისაგან, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლისაგან. ნორმათშემოქმედების პროცესში საზღვარგარეთ მყოფი უცხოელების ძირითადი უფლებების გათვალისწინება მთლიანად ნორმის შემოქმედის ნებაზეა დამოკიდებული და საზღვარგარეთ მყოფი უცხოელი, რომელიც იქნება ამგვარი ნორმის ზემოქმედების საგანი, მოკლებულია შესაძლებლობას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით მოითხოვოს ნორმის მიმღები სახელმწიფო ორგანოს ანგარიშვალდებულება ქვეყნის კონსტიტუციის წინაშე. ამგვარი ანგარიშვალდებულების არარსებობის პირობებში იქმნება თვითნებობის, სუბიექტივიზმის და დაუსჯელობის გარემო. გლობალური ეკონომიკის პირობებში ადამიანებს და მათ მიერ შექმნილ იურიდიულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძინონ საკუთრება, დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა უცხო სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის გარეშე ან საწარმოს რედომიცილების (სამეწარმეო იურიდიული პირის ადგილსამყოფელის შეცვლა) გარეშე. ამგვარი ეკონომიკური კავშირები ინვესტიციების მოზიდვის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობაა. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელია სტაბილური, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს უზრუნველყოფა. ისეთ არასტაბილურ გარემოში, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობა აქვს მიიღოს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმატიული აქტი, რომლითაც მოხდება საზღვარგარეთ მყოფი უცხოელების საქართველოში არსებული საკუთრების, მემკვიდრეობის უფლების, სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლების და სხვა ძირითადი უფლებების რეგულირება, ხოლო ამ ნორმის უშუალო ადრესატისათვის ხელმიუწვდომელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც თავისი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საშუალება, უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, არამედ ყოველგვარ აზრს დაუკარგავს საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით ხელისუფლებისა და ხალხის შეზღუდვის იდეას. ამ პირობებში კონსტიტუციური უფლებების ზემოქმედების ძალა ილუზორულია. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ საზღვარგარეთ ჩატარებულ სამშვიდობო ოპერაციებში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენება ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მათი მეშვეობით საქართველოს იურიდიქციაში მოექცნენ უცხოელები. საქართველოს შეიარაღებული ძალების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოქმედებით საქართველოს ეფექტური იურიდიქციის ფარგლებში ზემოხსენებულ უცხოელებს შესაძლოა დაერღვეთ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 (სიცოცხლის უფლება), მე-17 (წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების აკრძალვა) და მე-18 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლებით გარანტირებული უფლებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე უცხოელი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, განისაზღვროს იმ ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა, რომელთა საფუძველზეც აღნიშნული უფლებები დაირღვა. წერილობითი მოსაზრების მოკლე მიმოხილვა წერილობით მოსაზრებაში სასამართლოს მეგობარი ცდილობს განავითაროს და დაასაბუთოს შემდეგი მოსაზრებები: კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები, გარდა 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის (პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება), 27-ე მუხლის (უცხოელებზე პოლიტიკური საქმიანობაზე დაწესება), 28-ე მუხლის (რეფერენდუმსა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება) და 29-ე მუხლისა (ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება) ვრცელდება ყველაზე, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე მოქალაქეობის არმქონე პირზე, იმ უცხოელზე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს იურისდიქციის ქვეშ საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე. ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შინაარსის გათვალისწინებით, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის იურიდიულ პირზე. უცხოელს, რომელიც არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნის იურიდიულ პირს უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს მართლმსაჯულებისა და საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელ სასამართლოზე. კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებული ტერმინი ,,საქართველოში მცხოვრები უცხოელი” არ გულისხმობს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია გამორიცხავს მის მოქმედებას სხვა ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება სასამართლოზე ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ უფლებას. კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებულია ტერმინი ,,ყველას,” რაც ნიშნავს იმას, რომ საზღვარგარეთ მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე და სხვა ქვეყნის იურიდიული პირიც, რომელიც ექცევა საქართველოს იურიდიქციაში, შესაძლოა იყოს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების სუბიექტი. კონსტიტუციის 47-ე მუხლის მოქმედების სფერო ვიწროა. იურიდიქციის ცნება განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და კომისიის პრეცედენტული სამართალით. ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენატრებით. სახელმწიფოს ტერიტორიული იურიდიქციის ქვეშ შეიძლება მოხვდნენ საზღვარგარეთ მყოფი პირები ან იმ ტერიტორიაზე არსებული საკუთრება, რომელიც ექცევა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. ამის გამო ხშირად ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია გვთავაზობს ფართოდ იქნას განმარტებული მონაწილე ქვეყნების კონსტიტუციაში ნახსენები ტერმინი ,,ტერიტორია,” რათა მასში მოაზრებული არ იქნეს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორია და ის უცხოელები, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ექცევიან ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უზრუნველყოფილი იყვნენ აღნიშნული სახელმწიფოს იურიდიქციის ფარგლებში კონვენციით გარანტირებული ძირითადი უფლებების დაცვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საშემოსავლო და მოგების გადასახადით ახდენს იმ არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირების დაბეგრას, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში ან არ საქმიანობენ მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, მაგრამ საქართველოში არსებული წყაროდან მიიღეს შემოსავალი ან მოგება. ამგვარად, საქართველო ახორციელებს თავის საგადასახადო იურიდიქციას იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც ფიზიკურად არ იმყოფებიან საქართველოში, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოეშვათ დაბეგვრის ობიექტი. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების წარმოშობას არათანამყოფ პირებს შორის. ეს უკანასკნელი შესაძლოა განხორციელდეს საქართველოდან საზღვარგარეთ ან პირიქით ოფერტის აქცეპტირებით. საერთაშორისო კერძო სამართლით გათვალისწინებული წესით უცხო ელემენტის მონაწილეობით წარმოშობილი ურთიერთობა შესაძლოა საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგდეს ანუ საზღვარგარეთ მყოფი უცხოელი მოექცეს საქართველოს იურიდიქციაში. იგივე ვითარებას ვხდებით ისეთი ცალმხრივი გარიგების შემთხვევაში, როგორიცაა ანდერძი. საქართველოს იურიდიქციის ქვეშ შეიძლება მოექცნენ ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც შეიძენენ ფასიან ქაღალდებს ღია ტიპის სააქციო საზოგადოებებში საქართველოს საზღვრების გადაკვეთის ან რედომიცილების გარეშე. თუმცა არსებობს ისეთი გარიგებები, რომლებიც არ წარმოიშობა ექსტრატერიტორიულობის ქმედებების განხორციელების შეუძლებლობის გამო. წამყვანი სახელმწიფოების კონსტიტუციებისა და კანონმდებლობის შედარებით სამართლებრივი ასპექტები გვიჩვენებს, რომ იმ სახელმწიფოებში სადაც კერძო პირებს უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, ამგვარი უფლება მინიჭებული აქვთ მათ ყოველგვარი დიფერენცირების გარეშე. აღნიშნული ქვეყნების კონსტიტუციური და საკანონმდებლო ნორმები არ ახდნენ არავითარ განსხვებას სახელმწიფოში მცხოვრებ უცხოელებს, რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა ან საზღვარგარეთ მცხოვრებ უცხოელს, სხვა ქვეყნის იურიდიულ პირებს შორის. აღნიშნული ქვეყნების (შვეიცარიის, პოლონეთის, გერმანიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, ლატვიის, აშშ) კანონმდებლობა სარჩელის შეტანის უფლებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც სავარაუდოდ შეელახათ ან შესაძლოა დაეღვეთ კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი, როგორც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის ძირითადი უფლების სუბიექტითავდაპირველად საჭიროა განვსაზღვროთ იმ კონსტიტუციური ნორმის ფარგლები და მის ქვეშ მოქცეულ პირთა წრე, რომელსაც სავარაუდოდ არ შეესაბამება სადავო ნორმა. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება. ეს უფლება მოიცავს როგორც საერთო სასამართლოს, ისე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მათ შორის კონსტიტუციით გათვალისწინებული ძირითადი უფლელებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართვის შესაძლებლობას. ამ დროს ისმევა კითხვა, ვინ წარმოადგენს ძირითადი უფლებების სუბიექტს? ,,განსახილველი ძირითადი უფლების მფლობელია ყველა ფიზიკური პირი განურჩევლად მოქალაქეობისა. ამასთან, კონსტიტუციის 45-ე მუხლზე დაყრდნობით, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე და სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყენების უფლება აქვთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც.”[1] საკონსტიტუციო სასამართლომ მაია ნათაძის და სხვათა საქმეში განაცხადა, რომ სამართლის ნორმა არ შეიძლება წაკითხული იქნეს იზოლირებულად, არამედ სხვა ნორმებთან კავშირში. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის წაკითხვა უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის სხვა ნორმებთან კავშირში. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლებას მიმართოს სასამართლოს (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს), უფრო დეტალურად რეგულირდება კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, სახალხო დამცველის და მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით: ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით; ” ამგვარად, ერთ შემთხვევაში კონსტიტუციურ ნორმაში ნახსენებია ტერმინი ,,მოქალაქე”, ხოლო მეორე შემთხვევაში ნახსენებია პირი. ტერმინ ,,მოქალაქის” მნიშვნელობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ზაალ ტყეშელაშვილი, ნინო ტყეშელაშვილი, მაია შარიქაძე, ნინო ბასიშვილი, ვერა ბასიშვილი და ლელა გურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” განაცხადა: ტერმინი ,,პირები” უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე ,,მოქალაქე”... ტერმინმა ,,მოქალაქემ” კანონის დასახელებულ მუხლში (,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი) დამატებითი, განვრცობითი ხასიათი მიიღო და მის არსში ასევე მოაზრებული იქნენ უცხოელები და მოაქალაქეობის არმქონე პირებიც, რაც კანონმდებლობის მიღებულ ფორმას წარმოადგენს.[2] ,,მიუხედავად იმისა, რომ კანონის ზოგიერთი დებულება შეიძლება მართლაც მარტო საქართველოს მოქალაქეთა მიმართ გამოიყენება, მაგრამ აშკარაა, რომ პრაქტიკაში ამ კანონით გათვალისწინებული ტერმინი ,,საქართველოს მოქალაქე” ფართოდ განიმარტება და მოიცავს უცხოელსაც. ასეთი მიდგომა სრულიად შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებს.”[3] ,,ძირითადი უფლებების სუბიექტი არის ფიზიკური პირი. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ცალკეული ძირითადი უფლებების სუბიექტია ,,ყველა ადამიანი.”” ,,ცალკეული უფლებების სუბიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე (მ.26, პ2; მ28; მ29 პუნქტი და სხვა).[4] აღნიშნული მუხლები დაკავშირებულია პოლიტიკურ საქმიანობასთან, რისთვისაც აუცილებელია საქართველოს მოქალაქეობა. სუბიექტის მოქალაქეობის პრინციპზე ცალკეულ ძირითად უფლებების უზრუნველყოფა გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან და არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის ნოვაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 მუხლის ფორმულირება ცხადყოფს, რომ მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლებით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა უცხოელთა მიმართ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობას. რაც შეეხება სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას, ეს უკანასკნელი სახელმწიფოს მხრიდან არანაირად არ შეიძლება გახდეს უცხოელებისათვის, ისევე როგორც სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის შეზღუდვების დაწესების საგანი. კონვენციის ექსტრატერიტორიული მოქმედებას ქვემოთ განვიხილავთ. სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებას უკრძალავს იმ უცხოელს, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნის იურიდიულ პირს. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან: ... ფიზიკური და იურიდიული პირები, ასევე საქართველოს იურიდიქციის ქვეშ მყოფი მოქალაქეობის არმქონე პირები ან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ დაირღვა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები[5]” კონსტიტუციის 45-ე მუხლი ზოგადად ,,იურიდიულ პირზე” მიუთითებს, ხოლო ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია ,,საქართველოს იურიდიული პირები.” ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ,,ეროვნულ” იურიდიულ პირებს შეუძლიათ ძირითადი უფლებების გამოყენება, ხოლო ,,ეროვნულია” თუ არა იურიდიული პირი, ეს შეიძლება გაირკვეს მისი ოფიციალური მისამართის მიხედვით. შესაბამისად, იურიდიული პირი არის ,,უცხოელი,” თუ მისი ადგილსამყოფელი ანუ ოფიციალური იურიდიული მისამართი და საქმიანობის ფაქტობრივი ადგილი არ მდებარეობს კონსტიტუციით განსაზღვრულ სახელმწიფო ტერიტორიაზე.[6] ცხადია, რომ იურიდიული პირი არის კონსტიტუციით განმტკიცებული ე.წ. პროცესუალური ძირითადი უფლებების სუბიექტიც[7] კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების სფერო და მისი შემხებლობა სადავო მუხლთანაღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ტერმინი ,,საზღვარგარეთ მყოფი უცხოელი და სხვა ქვეყნის იურიდიული პირი” არსად სახელდებით არ არის მოხსენიებული. უფრო მეტიც, საქართველოს კონსტიტუციაში ნახსენებია ტერმინი ,,საქართველოში მცხოვრები უცხოელი.” კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.” უნდა ვაღიაროთ, რომ რედაქციული თვალსაზრისით სადავო ნორმაში იგივე ნიშნით განსაზღვრულ უცხოელს ვხვდებით. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუცია საერთოდ არ იცავს იმ უცხოელის უფლებას, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე; დაცვის რა სფეროს მოიცავს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი; როგორია მისი მიმართება კონსტიტუციის 42-ე მუხლთან; რომელი კონსტიტუციური ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა სადავო ნორმა? საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე ვარძელაშვილმა საქმეში საქართველოს სახალხო დამცველი, ელგუჯა საბაური და ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გამოთქვა განსხვავებული აზრი. როდესაც წინააღმდეგობა არ არის კონსტიტუციის და საკანონმდებლო ნორმებს შორის, მაგრამ კანონი არ იძლევა მკაფიო მითითებას ან ღიად ტოვებს ამა თუ იმ საკითხს, მოსამართლე უნდა ხელმძღვანელობდეს კონსტიტუციით. მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციის 47-ე მუხლით ღიად არის დატოვებული საკითხი, დაკავშირებული იმ უცხოელებთან, რომლიც საქართველოს ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ, მაგრამ ექცევიან საქართველოს იურისდიქციის ქვეშ. მოცემული კონსტიტუციური ნორმა შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საგამონაკლისო შემთხვევების გამოკლებით საქართველოში მცხოვრები უცხოელების, მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოს მოქალაქეებთან უფლებრივი გათანაბრებით. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კონსტიტუციის 47-ე მუხლმა 22-ე მუხლთან კავშირში ზოგადი საფუძვლები შექმნა ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ,” ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის და საქართველოს პასპორტის გაცემის წესის შესახებ” და ,,ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონებისათვის. აღნიშნული საკანონმდებლო აქტებით მოწესრიგებულია ისეთი ურთიერთობები, როგორიცაა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის, უცხოელზე ვიზის გაცემის, ბინადრობის მოწმობის მინიჭების, თავშესაფრის მინიჭების საკითხები. საქართველოს ვალდებულება, განახორციელოს იურისდიქცია საზღვარგარეთ მყოფი უცხოელის მიმართ არანაირ შემხებლობაში არ მოდის ზემოხსენებულ საკითხებთან, კონსტიტუციის 47-ე მუხლით დაცულ სფეროსთან. სადავო ნორმა არ არის თანარსებადი კონსტიტუციის 47-ე მუხლთან, ამიტომ შეუძლებელია შეესაბამებოდეს ან ეწინააღმდეგებოდეს მას. სადავო ნორმა არეგულირებს ცალკეული პირებისათვის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის საკითხს, რაც მოწესრიგებული უნდა იყოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით და სადავო ნორმის კონსტიტუციურობაც ამ ჭრილში უნდა იყოს შეფასებული. რაც შეეხება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებულია სიტყვა ,,ყველას.” ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება აქვს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს. როგორც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, ისევე იმ უცხოელს, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ სხვაგვარად ექცევა საქართველოს იურისიდიქციაში. ტერმინი ,,ყველას” უფრო ფართო შინაარსობრივი დატვირთვისაა, ვიდრე 47-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოყენებული ტერმინი ,,საქართველოში მცხოვრები უცხოელი.” ამგვარად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას ანიჭებს ყველას - საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს იურიდიულ პირებს, საქართველოში მაცხოვრებელ უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, ასევე უცხოელს, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და უცხოურ იურიდიულ პირს, რომლებიც ექცევიან საქართველოს იურიდიქციაში. პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს იურისდიქციის ცნება და საქართველოს კანონმდებლობის საზღვარგარეთ მყოფ უცხოელებსა და სხვა ქვეყნის იურიდიულ პირებზე გავრცელების გარემოებები და ფარგლები. იურიდიქციის განსაზღვრებაბანკოვიჩის საქმეში[8] იურიდიქციის განსაზღვრისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეყრდნო ცნების დოქტრინალურ განმარტებას. საერთაშორისო საჯარო სამართლის იურიდიულ დოქტრინაში მიღებულია იურიდიქციის შემდეგი განმარტება: იურიდიქცია დაკავშირებულია სახელმწიფოს ძალაუფლებასთან გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, საკუთრებაზე და გარემოებებზე. იურისდიქცია ასახავს სახელმწიფო სუვერენიტეტის, სახელმწიფოთა თანასწორობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს. იურიდიქცია არის სახელმწიფოს სასიცოცხლო და მართლაც ცენტრალური მახასიათებელი. იურიდიქცია გულისხმობს ხელისუფლების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია შეცვალოს, წარმოშვას ან შეწყვიტოს სამართლებრივი ურთიერთობები და ვალდებულებები. აღნიშნული ამოცანების განხორიელება ხდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო მოქმედებებით[9]. იურისდიქციის ფარგლები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის შესაბამისად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ,,შპს უნისერვისი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განაცხადა: ,,საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მხარეებს უფლებას აძლევს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე თავიანთი არგუმენტები ევროპული კონვენციის ნორმებით გაამყარონ. აღნიშნული ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლითაც დაზუსტებულია ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შინაარსი და მოცულობა.” ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით: ,,მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურიდიქციის ფარგლებში ყველას უზრუნველყოფენ ამ კონვენციით პირველ ნაწილში განსაზღვრული უფლებებით და თავისუფლებებით.” ,,კონვენციის პირველ მუხლში გამოყენებული ტერმინი ,,ყველა” მოიცავს არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ ასევე უცხოელებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს და ქმედუუნარო პირებს. ამდენად, ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების მონაწილე სახელმწიფოებმა ყველასათვის უნდა უზრუნველყონ თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში იმ უფლებათა დაცვა, რომლებიც დადგენილია კონვენციის 1 თავსა და მის ოქმებში.”[10] ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,D გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ[11]” და ,,ამური საფრანგეთის წინააღმდეგ[12]” დაადგინა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები ვალდებულია დაიცვან კონვენციის მე-2-დან მე-18 მუხლები, განურჩევლად ინდივიდის მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა მახასიათებლისა.[13] საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ამური საფრანგეთის წინააღმდეგ.[14]” აღნიშნულ საქმეში განმცხადებელი იყო ოთხი და-ძმა. 1992 წლის 9 მარტს ისინი სირიის ავიახაზების რეისით ჩაფრინდნენ პარიზ-ორლის აეროპორტში. განმცხადებლები სირიაში, სადაც მათ დაჰყვეს ორი თვე, შევიდნენ კენიიდან. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს, სომალის დატოვების მიზეზი გახდა პრეზიდენტ, სიად ბარის რეჟიმის გამარჯვება, რომელმაც მათ დაუხოცა ოჯახის რამდენიმე წევრი და განმცხადებლების სიცოცხლესაც შეუქმნა საფრთხე. აეროპორტის და სასაზღვრო პოლიციამ არ შეუშვა განმცხადებლები საფრანგეთის ტერიტორიაზე, იმ საფუძვლით, რომ პასპორტი იყო გაყალბებული. 29 მარტს განმცხადებლებმა ლტოლვილის სტატუსის მისაღებად მიმართეს ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ფრანგულ ოფისს. ამ უკანაკნელმა 31 მარტს უარი განუცხადა განმცხადებლებს, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ საფრანგეთის ტერიტორიაზე დროებითი ცხოვრების ნებართვა, შესაბამისად, ოფისი არ იყო უფლებამოსილი გაეცა ლტოლვილის სტატუსი. 29 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა განმცხადებლების საფრანგეთის ტერიტორიაზე დაშვებაზე და დააბრუნა სირიაში. მოგვიანებით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დამასკოს ოფისმა ზემოხსენებულ ოთხ მოქალაქეს მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი. საფრანგეთში განმცხადებლები იმყოფებოდნენ საერთაშორისო (სატრანზიტო) ზონაში. საერთაშორისო ზონა ნიშნავს დახურულ ტერიტორიას. სატრანზიტო ზონა გამოიყენება საერთაშორისო ფრენების მისაღებად. სატრანზიტო ზონა მდებარეობს მგზავრთა მიღების პუნქტსა და მესაზღვრეთა ბლოკ-საგუშაგოს შორის. პორტსა და აეროპორტში მდებარე სასატუმრო გამოიყენება იმ უცხოელთა დასაბინავებლად, რომლებსაც უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე, მაგრამ ასეთ სასტუმროში შესახლება არ განიხილება ქვეყნის ტერიტორიზე შესვლად. საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში დროებითი შესვლის ნებართვის მისაღებად მოეთხოვებათ დროებითი ცხოვრებისა (1თვემდე ვადით) და მუშაობის ნებართვა (სამ თვემდე ვადით). გადაწყვეტილებაში გვხვდება ევროპის საბჭოს ანგარიში ფრანგულ სატრანზიტო ზონებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია: ,,თავშესაფრის მაძიებლებს აპატიმრებენ აეროპორტის ე.წ. ,,საერთაშორისო ზონაში.” ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ჯერ კიდევ არ არიან შესული საფრანგეთის ტერიტორიაზე, ამის გამო საფრანგეთის ხელისუფლებას არ ეკისრება ვალდებულება განიხილოს თავშესაფარის მიღების მოთხოვნა. საფრანგეთის ხელისუფლება ვალდებული იქნებოდა ამგვარი მოთხოვნა განეხილა მაშინ, თავშესაფრის მაძიებელი, რომ საფრანგეთის ტერიტორიაზე ყოფილიყო შესული. სასამართლომ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართალია განმცხადებლები არ იყვენენ შესული საფრანგეთის ტერიტორიაზე ქვეყნის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ საფრანგეთის აეროპორტის საერთაშორისო ზონაში ყოფნა მათ უქვემდებარებდა მათ ფრანგულ კანონმდებლობას. ამ დროს მათ უნდა ესარგებლათ ჩვეულებრივი სასამართლოთი, რომელიც გადაწყვეტდა მათი თავისუფლების საკითხს, თარჯიმნის მომსახურებით, ექიმთან და ადვოკატთან კომუნიკაციის უფლებით. აღნიშნული ვერ განხორციელდა იმის, გამო, რომ საფრნაგეთის მთავრობამ უარი განაცხადა საერთაშორისო ზონაში თავისი კანონმდებლობის გამოყენებაზე. ამურის საქმიდან გამომდინარეობს ის, რომ სახელმწიფოს ტერიტორიაზე არათუ ცხოვრებამ, არამედ აღნიშნული სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთამაც კი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა გვთავაზობს მის ტერიტორიაზე მოხვედრის განსხვავებულ რეგულირებას, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს უცხოელის უფლებაზე ხელი მიუწვდებოდეს იმ ქვეყნის სასამართლოზე, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მისი საქმე. ა) ტერიტორიული იურისდიქცია და მისი მიმართება იურიდიქციის სხვა სახეებთანევროპული სასამართლო კმაყოფილდება საერთაშორისო საჯარო სამართალში დამკვიდრებული სახელმწიფოს იურისდიქციული კომპეტენციით, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ტერიტორიულ იურიდიქციას. ამავე დროს საერთაშორისო სამართალი არ გამორიცხავს სახელმწიფოს შესაძლებლობას განახორციელოს ექტრატერიტორიული იურიდიქცია, ამგვარი იურიდიქციის საფუძვლები (მოქალაქეობა, დროშა, დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები, გავლენის მოხდება, მფარველობა, პასიური პერსონალიზმი და უნივერსალობა), როგორც წესი, შემოსაზღვრული და შეზღუდულია სხვა შესაბამისი სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიული უფლებით.[15] იურიდიქციის კონცეფცია გეოგრაფიულ ტერიტორიასთან ერთად მოიცავს, ყველა ადამიანს და საკუთრებას, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს ხელისუფლებისა და პასუხისმგებლობის ქვეშ.[16]ტერიტორიული იურიდიქციის პრინციპი სახელმწიფოს შესაძლებლობას აძლევს მოახდინოს უცხოელის კუთვნილი იმ საკუთრების ნაციონალიზაცია, რომელიც ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს.[17] ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის პრეცედენტული სამართალიც ახდენს უფლების ან ნივთის მეშვეობით ტერიტორიული იურისდიქციის განსაზღვრას. ამგვარად, საკუთრების სახელმწიფოს ტერიტორიულ პასუხისგებაში მოქცევა, უკვე წარმოადგენს ტერიტორიული იურიდიქციის საგანს, იმის მიუხედავად იმყოფება თუ არა მოცემული უფლების მატარებელი პირი აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ ტერიტორიის ნაწილში (racione loci) კვიპროსის საჩივარი დასაშვებად სცნო. თურქეთის განმარტებით, კომისიას არ ჰქონდა ტერიტორიული იურიდიქცია, ვინაიდან სავარაუდო დარღვევები მოხდა კვიპროსის კუნძულის ტერიტორიაზე. კომისიის კომპეტენცია შემოიზღუდებოდა ისეთი ქმედებების შეფასებით, რაც სავარაუდოდ ჩადენილი იყო მაღალი ხელშემკვრელი მხარის ეროვნულ ტერიტორიაზე. ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ განაცხადა, ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ კონვენციის პირველი თავით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მათი იურისდიქციის ფარგლებში. ეს განსაზღვრება არ არის ეკვივალენტური ან შემოზღუდული შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ნაციონალური ტერიტორიით. ამ მუხლის ამოცანა, ისევე, როგორც მთელი კონვენციის მიზანია, დაავალდებულოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოს ზემოხსენებული უფლებები და თავისუფლებები ყველა ადამიანისათვის, რომლებიც ექცევიან მათი აქტიური ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის ქვეშ, იმის მიუხედავად, სახელმწიფო ხელისუფლებას ახორციელებს საკუთარ ტერიტორიაზე თუ საზღვარგარეთ. კომისიამ ასევე დაადგინა, სახელმწიფოს მოქალაქე, ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული გემებისა და საჰაერო ხომალდების ჩათვლით, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ნაწილობრივ ექცევიან აღნიშნული სახელმწიფოს იურიდიქციაში. სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლები დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლების ჩათვლით, როდესაც ისინი საზღვრაგარეთ იმყოფებიან, არა მარტო რჩებიან მოცემული სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში, არამედ საზღვარგარეთ აღნიშნულ იურიდიქციას უქვემდებარებენ სხვა ადამიანებსა და საკუთრებას, იმ ფარგლებში, რომლითაც ისინი ახორციელებენ იურიდიქციას ამგვარ პიროვნებებსა და საკუთრებაზე. სახელმწიფოს წარმომადგენელის ნებისმიერი მოქმედებისა ან უმოქმედობისათვის, რომელიც გავლენას ახდებს საზღვარგარეთ აღნიშნულ საკუთრებასა და პირებზე, პასუხს აგებს ის სახელმწიფო.[18] ეროვნული სახელმწიფოს კონსტიტუციის მოქმედების ფარგლებთან დაკავშირებით უფრო შორს წავიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია საქმეში ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ. კომისიამ განაცხადა: ,,1987 წლის დეკლარაციაში ფრაზა საჯარო ხელისუფლების მოქმედება ან უმოქმედობა თურქეთში, ცხადად ეხება თურქეთის თვითმმართველ ტერიტორიას. მაგრამ სიტყვა ტერიტორია, რომელზეც თურქეთის კონსტიტუცია ვრცელდება მოიცავს ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია თურქეთის კონსტიტუციის შესაბამისად თურქეთის ხელისუფლების მიერ საზღვრაგარეთ.[19]” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ისაა და სხვები თურქეთის წინააღმდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული იურიდიქცია გულისხმობს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ქმედებებს თავისი ტერიტორიის გარეთ ან იმ შედეგებს, რომელიც სახელმწიფოს ქმედების შედეგად წარმოიშობა საზღვრებს გარეთ (ექსტრატერიტორიული ქმედება).[20] მარია ისააკი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ, სასამართლომ პირდაპირ განაცხადა, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო ანგარიშვალდებულია კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლების დარღვევაზე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იმყოფება სხვა ქვეყანაში, მაგრამ კანონიერი თუ უკანონო ქმედების გამო ექცევა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ხელისუფლებისა და კონტროლის ქვეშ. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ არ შეიძლება კონვენციის პირველი მუხლის ინტერპრეტაცია მოხდეს იმგვარად, რომ სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეუძლია დაარღვიოს ის უფლებები, რომელთა დარღვევა ეკრძალება საკუთარ ტერიტორიაზე. კერძო პირები, რომლებიც ემორჩილებიან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს ან რომელთა მიმართ აღნიშნული სახელმწიფო ამჟღავნებს მიმნებებლობას, არღვევენ სხვა ინდივიდების უფლებებს, ხელშემკვრელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოიშობა თავისი იურისდიქციის ფარგლებში. ამგვარად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება საზღვარგარეთ მყოფი პირის მიმართ ამ სახელმწიფოს სამხედროების ან სხვა აგენტების ქმედებით, არამედ ვრცელდება იმ კერძო პირებზეც, რომლებსაც აკონტროლებს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო.[21] კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კონვენციით გარანტირებულ უფლებებს უზრუნველყოფს თავისი იურიდიქციის ფარგლებში. შესაძლოა უცხოელი მაშინაც მოექცეს საქართველოს იურიდიქციაში, როდესაც აღნიშნული პირს არანაირი შეხება არა აქვს საქართველოს ტერიტორიასთან. ,,კომისიისა და სასამართლოს პრეცედენტულმა სამართალმა ცხადყო, რომ ტერმინი იურიდიქცია უფრო ფართოა, ვიდრე ტერმინი ტერიტორია”[22] რა თქმა უნდა, სახელმწიფო უპირველესად, იურიდიქციას ახორციელებს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე, თუმცა შეიძლება არსებობდეს ისეთი გარემოებები, როდესაც სახელმწიფოს იურიდიქცია არ იყოს დაკავშირებული სუვერენულ ტერიტორიასთან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ” მკაფიოდ გამიჯნა ერთმანეთისაგან გარემოებები, როდესაც ,,იურიდიქცია” და ,,ტერიტორია” ერთმანეთს არ ემთხვევა, კერძოდ სასამართლომ განაცხადა: ,,იურიდიქციის კონცეფცია, ამ დებულების მიხედვით, არ იზღუდება მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ეროვნული ტერიტორიით. სახელწიფოს ექსტრადიციის ან გაძევების შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისათვის რომელიც არ ხდება მის ტერიტორიაზე. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ასევე შეიძლება დადგეს, როდესაც სამხედრო მოქმედებების შედეგად - მიუხედავად იმისა, იგი კანონიერია თუ უკანონო - სახელმწიფო ახორციელებს ეფექტიან კონტროლს თავისი ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთა ტერიტორიაზე.” ბ) იურისდიქცია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრაქტიკაშიადამიანის უფლებათა კომიტეტი შეეხო იურისდიქციის საკითხს და თავის #31 ზოგად კომენტარში აღნიშნულია: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი აკისრებს სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს და უზრუნველყოს პაქტით გათვალისწინებული უფლებები ყველა ადამიანისათვის, რომლებიც იმყოფებიან მათ ტერიტორიაზე და ყველა პირისათვის, რომლებიც ექცევიან მათ იურისდიქციაში. როგორც აღნიშნულია მე-15 მუხლის ზოგად კომენტარში, რომელიც მიღებული იქნა 27-ე სესიაზე, აღნიშნულია, რომ პაქტით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა არ შემოიფარგლება მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეებით, არამედ აღნიშნული უფლებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ინდივიდისათვის განურჩევლად მისი მოქალაქეობის თუ მოქალაქეობის არ ქონისა, ისეთი პირებისათვის, როგორიც არიან: თავშესაფრის მაძიებლები, ლტოლვოლები, მიგრანტი მუშები და სხვა პირები, რომლებიც შესაძლოა აღმოჩნდნენ აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ.[23] გ) იურისდიქციის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ზემოქმედება საქართველოს კანონმდებლობაზეადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა ევროპული კომიტეტის პრაქტიკა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მონაწილე სახელმწიფომ თავისი იურიდიქციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ევროპული კონვენციითა და პაქტით გათვალისწინებული უფლებები თავისი იურიდიქციის ფარგლებში. სადავო ნორმა აშკარად არღვევს საქართველოს აღნიშნულ საერთაშორისო ვალდებულებას, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას უსპობს იმ უცხოელებს, რომელებსაც საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტით და ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაურღვიეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატებმა და საკონსულო სამსახურის წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალის ნაწილებმა, როდესაც ისინი მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. გარდა ამისა, უცხოელი მოკლებულია შესაძლებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივ მდგომარეობას უცხოელის, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება (ექტრატერიტორიული მოქმედება). მაშინ, როდესაც სახელმწიფოს განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში ეკისრება პასუხისმგებლობა მის იმ ქმედებებზე (მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე), რომელიც განხორციელდა აღნიშნული სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ უმეტესწილად უცხოელთა მიმართ (რომლებიც არიან ოკუპირებული სახელმწიფოს მოქალაქეები ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, სადაც მათი ექსტრადირება ხორციელდება). მით უმეტეს, დაუშვებელია სახელმწიფო გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან, დაიცვას ისეთი უფლებები (საკუთრების ან მემკვიდრეობის უფლება, მათი უზრუნველყოფის საპროცესო გარანტიები - სასამართლოზე ხელმისაწვდომის უფლების ჩათვლით), რომლებიც მართალია დაკავშირებულია (წარმოიშვა, შეიცვალა, შეწყდა ან სხვაგვარი ზემოქმედება განიცადა) აღნიშნული სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიასთან, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა მატარებელ პირს წარმოადგენს უცხოელი, რომელსაც არანაირი ფიზიკური შემხებლობა არ გააჩნია საქართველოს ტერიტორიასთან. მაშინ როდესაც სადავო ნორმა უცხოელს უკრძალავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვას, აღნიშნული უცხოელი ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, საქართველოს ტერიტორიასთან დაკავშირებული უფლების დასაცავად მიმართოს თავისი მოქალაქეობის სახელმწიფოს, ვინაიდან აღნიშნულ სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიაზე არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. ამ უკანასკნელი შესაძლებლობის დაშვება იქნებოდა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ისეთი საერთაშორისო ფუძემდებლური პრინციპის (jus cogens) დაარღვევა, როგორიცაა სუვერენიტეტი და საშინაო საქმეებში ჩაურევლობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ,,ეფექტური კონტროლის” ცნებას იყენებს იმ მიზნით, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს, ევროპული კონვენციის იმ სახელმწიფოებს, რომელბმაც დაარღვიეს მეორე ქვეყნის სუვერენიტეტი და ამ გზით ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს კონვენციის სავარაუდო დარღვევას (ილაშკუ და სხვები მოლდოვასა და რუსეთის წინააღმდეგ, ლუიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ, კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ) ან სახეზეა ,,არათვითმმართველი” ტერიტორიები, რომლებიც არ წარმოადგენენ სუვერენიტეტის მატარებელ ერთეულებს და ეკუთვნის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს (ენგელი და სხვები ნიდერლანდების სამეფოს წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით კი 2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. სუვერენიტეტის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის პატივისცემის გათვალისწინებით არც ერთ სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი თავისი სასამართლოს განხილვის საგნად აქციოს ისეთი საკითხი, რაც დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიასთან, რომელიც იმავდროულად იმყოფება საქართველოს ეფექტური კონტროლის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში უცხოელისათვის საქართველოს იმ სასამართლოზე ხელმისაწვდომობა რჩება უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად, რომლის იურიდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმის განხილვა (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი). სხვაგვარად, უცხოელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით იქმნება ვაკუუმი, რაც შეუთავსებელია კონვენციის მიზნებისათვის. მაშინ, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი უცხოელი უკანონოდ ექცევა საქართველოს იურიდიქციაში, მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოებზე. იმ დროს როდესაც უცხო ქვეყნის იურიდიული ან ფიზიკური პირი საქართველოს ეფექტური კონტროლის ქვეშ კანონიერად ხვდება, ამ დროს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების არსი გულისხმობს ამგვარი კანონიერების კონსტიტუციურობის შემოწმებას. საქართველოს კანონმდებლობაში უხვად მოიპოვება სამართლის ნორმები, რომლებიც არეგულირებს იმ უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც მართალია არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ საქართველოში წარმოეშვა კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებები, რომელთაც ეფექტური და პრაქტიკული სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლო დაცვით. არარეზიდენტი ფიზიკური პირები და სხვა ქვეყნის იურიდიული პირები საგადასახადო კანონმდებლობაიერუსალიმის ჰეპროუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უფროსი ლექტორი, დავიდ გლიკსბერგი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხს განიხილავს სახელმწიფოს ტერიტორიული იურიდიქციის კონტექტში და აღნიშნავს, რომ ყველა საგადასახადო რეჟიმი, თავის თავში მოიცავს საერთაშორისო იურიდიქციის წესებს. ზოგადად როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო იურისდიქციაზე, არსებობს მისი ორი კრიტერიუმი: პირველი ეს არის ტერიტორიული იურისდიქცია, რომელიც გულისხმობს განსაზღვრული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დასაბეგრი ობიექტის წარმოშობას. აღნიშნული მოვლენა იწვევს საგადასახადო ვალდებულებას იმ სახელმწიფოს წინაშე, სადაც აღნიშნული ობიექტი წარმოიშვა. ტერიტორიული იურისდიქცია არავითარ ყურადღებას არ აქცევს შემოსავლის მიმღები პირის მონაცემებს იმის შესახებ ადგილობრივი თუ უცხოელი რეზიდენტია, აღნიშნული სახელმწიფოს მოქალაქეა თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ადგილობრივი კორპორაციაა თუ უცხოური.[24] მართლაც, საგადასახადო კოდექსი წარმოადგენს ერთ-ერთ საკანონმდებლო აქტს, მართალია განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს ერთი მხრივ საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირებისა და საქართველოს იურიდიული პირებისათვის, მეორე მხრივ უცხოელებისა და უცხოური იურიდიული პირებისათვის, მაგრამ საქართველოს საგადასახადო იურისდიქციის ფარგლებში არეგულირებს მათ საქმიანობას. საგადასახადო კოდექსში მრავლად მოიპოვება ნორმა, რომელიც არეგულირებს მხოლოდ იმ უცხოელი ფიზიკური პირის საქმიანობას, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა ქვეყანის იურიდიული პირის საქმიანობას. რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო კოდექსის აღნიშნული ნორმები წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან. უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ უცხოელები და სხვა ქვეყნის იურიდიული პირები წარმოადგენენ საგადასახადო კოდექსის ძალიან ბევრი ნორმის სპეციალურ სუბიექტებს, რამდენად ექნებათ მათ შესაძლებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანონ საკონსტიტუციო სასამართლოში როგორც ,,საქართველოში მცხოვრებმა უცხოელებმა” და ,,საქართველოს იურიდიულმა პირებმა”? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავარკვიოთ უცხოელი ფიზიკური პირის და იურიდიული პირის საგადასახადო კოდექსით დადგენილი დეფინიაცია და აღნიშნული კოდექსის მოქმედების ფარგლები: ა)ფიზიკური პირებისაქართველოს საგადასახადო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს. კანონი იძლევა მხოლოდ რეზიდენტი ფიზიკური პირის ლეგალურ დეფინიციას. საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტ ფიზიკურ პირად (საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქეები) ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება ამ საგადასახადო წელს, ან ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. ამგვარად, რეზიდენტობის წარმოშობისათვის ეს კანონი ითვალისწინებს უცხოელის როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ფიზიკურ ყოფნას, ისე განსაზღვრულ ვადას, 183 დღეს. იმავე მუხლის მე-6 ნაწილი არ იძლევა არარეზიდენტი იურიდიული პირის დეფინიციას, მაგრამ საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთობლიობაში წაკითხვის გზით იძლევა ზემოხსენებული სტატუსის მქონე პირების განსაზღვრის შესაძლებლობას: ,,საქართველოს არარეზიდენტად ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის რეზიდენტი.” ვინ არ არის რეზიდენტი? არარეზიდენტად ითვლება არა მარტო ის პირი, რომელიც 183 დღე არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ისიც, რომელიც საერთოდ ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი დღე, მაგრამ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად რომელიც შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ბ) საწარმოსაგადასახადო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 1. საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია. იმავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2. უცხოურ საწარმოდ ითვლება საწარმო, რომელიც ამ მუხლის მიხედვით არ არის საქართველოს საწარმო. ამგვარად, უცხოურ საწარმოდ ითვლება ისეთი საწარმო, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მართვის ან საქმიანობის ადგილი, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია შემოსავლის წყარო, რაც 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მოგების გადასახადით მისი დაბეგვრის საგანია. გ)საერთაშორისო ფინანსური კომპანია 261 მუხლი ითვალისწინებს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის ცნებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ ასეთ კომპანიაზე სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამის გამო, აღნიშნული ტიპის სამართლებრივი წარმონაქმნი შესაძლოა ჩაითვალოს ,,საქართველოს იურიდიულ პირად” სადავო მუხლის მიზნებისათვის. დ) მუდმივი წარმომადგენლობასაგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს მუდმივი დაწესებულების ცნებას: ,,საქართველოში უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებად ითვლება განსაზღვრული ადგილი, რომლის გამოყენებით ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში, რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-13 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.” ამგვარად მუდმივი წარმომადგენლობა ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს განსაზღვრული ადგილი, ქონება (სამშენებლო მოედანი, სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი, ფილიალი და სხვა ადგილი, რომელიც მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე) მეორე მხრივ, მუდმივი დაწესებულება შეიძლება იყოს სამართლის სუბიექტიც (მათ შორის წარმომადგენლობაც და ფილიალიც, რომელიც სამართლებრივ ურთიერთობაში დამოუკიდებლად გამოდის). თუკი მუდმივი წარმომადგენლობა მხოლოდ ქონებაა(მაგალითად მხოლოდ სამშენებლო მოედანი), იგი ვერ ჩაითვლება ,,საქართველოს იურიდიულ პირად” სადავო ნორმის მიზნებისათვის და ვერ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით. რაც შეეხება წარმომადგენლობას ან ფილიალს, ფართო გაგებით ამგვარი ორგანიზაციული წარმონაქმნი შესაძლოა ჩაითვალოს ,,საქართველოს იურიდიულ პირად ” და კონსტიტუციური სარჩელის წარდგენაზე უფლებაუნარიანადაც იქცეს. მუდმივ დაწესებულებად ითვლება ასევე რწმუნებული. საგადასახადო კოდექსი არ იძლევა რწმუნებულის ცნების განმარტებას, ამისათვის უნდა ვიხელმძღვანელოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-13 თავით 709-ე მუხლით დადგენილი დავალების ხელშეკრულების ცნებით, სადაც აღნიშნულია რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ვინაიდან ისეთი მოქმედების განსახორციელებლად, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა, რწმუნებულმა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მაცხოვრებელი სხვა პირი ან საქართველოს იურიდიული პირი, სარჩელი უნდა შეიტანოს მარწმუნებლის ანუ იმ არარეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც სადავო მუხლი არ უშვებს და ამგვარად, მუდმივი დაწესებულება ამ თვალსაზრისითაც მოკლებულია კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. თუკი მუდმივ დაწესებულებულებას განსაზღვრულ შემთხვევებში მაინც შეუძლია კონსტიტუციური სარჩელის წარდგენა, საგადასახადო კოდექსი ადგენს ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ ისეთი უცხოური საწარმოს ან უცხოელის საქმიანობას, რომელსაც საქართველოში არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება. მაგალითად, საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: ,,უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოების ფასიანი ქაღალდების, კაპიტალის წილების, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე საკუთრების მხოლოდ ფლობის ფაქტი ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულების ნიშნების არქონის შემთხვევაში არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.” იმავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: ,,უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მხოლოდ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად განხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში. იმავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად: ,,უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საწარმოს ან საქართველოს ორგანიზაციის მხოლოდ კონტროლირების ფაქტი არ წარმოშობს ამ უცხოური საწარმოს ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.” საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლი არეგულირებს იმ არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალთან დაკავშირებულ ურთიერთობას, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ამ მუხლის მოქმედების ერთადერთ სუბიექტს სწორედაც რომ ის უცხოელის ფიზიკური ან იურიდიული პირი წარმოადგენს, რომელიც არათუ არ ცხოვრობს საქართველოში, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ფიზიკურად არასოდეს არ იყოს ნამყოფი საქართველოში, ასეთ სუბიექტებს ეკისრებათ განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტებიდან გამომდინარე კონკრეტული გადასახადების გადახდა. ამგვარად, სახელმწიფო ასეთ პირებზე ახორციელებს თავის ტერიტორიულ იურისდიქციას, მაგრამ იქვე ამ აღნიშნულ სუბიექტებს სადავო ნორმით შესაძლებლობას ართმევს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის მთლიანად ან მისი რომელი ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციის 42-ე მუხლთან. საქართველოს კერძო სამართლებრივი იურისდიქცია უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობები თავისი არსით ყველაზე მეტად განამტკიცებენ უცხოელების და საქართველოს მოქალაქეების თანაწორობას. კერძო სამართალი საერთოდ უგულვებელყოფს მოქალაქეობის პრინციპს, ვინაიდან ის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი პირების თანაწორობაზეა დაფუძნებული. სამოქალაქო კოდექსი თანაბარი მოცულობით განამტკიცებს უფლებებსა და ვალდებულებებს როგორც უცხოელებისათვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისათვის. ეს გარემოება პირდაპირ არის ასახული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში, სადაც აღნიშნულია: ,,კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო,ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ.” ამგვარად, სამოქალაქო კოდექსის, ისევე როგორც სხვა კერძოსამართლებრივი კანონის მოქმედება გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით შესაძლოა გავრცელდეს სხვა ქვეყნის პირზეც (ფიზიკური ან იურიდიული პირი). ა) საქართველოს იურისდიქცია ორმხრივ გარიგებებზე მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 330-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ვალდებულების წარმოშობას არათანამყოფ პირებს შორის, რაც ხდება ერთი პირის მიერ მეორე არათანმყოფისათვის ოფერტის გაკეთებით. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების ერთ-ერთი სუბიექტი შეიძლება იყოს საზღვარგარეთ მყოფი უცხოელი, რომელიც ოფერტის გაკეთებით ანდა ამის შედეგად მისი აქცეპტირებით ექცევა საქართველოს იურისდიქციაში. საერთაშორისო კერძო სამართლით დადგენილი წესით, როდესაც ასეთი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით უნდა იყოს მოწესრიგებული, უცხოელი მოკლებულია შესაძლებლობას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს სამოქალაქო კოდექსის ესა თუ ის ნორმა, რომლითაც მოწესრიგებულია არათანამყოფ პირებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა. როგორც აღვნიშნეთ, სამოქალაქო კოდექსი სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე ვრცელდება კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ერთი ქვეყანაში განხორციელებული ოფერტი შეიძლება აქცეპტირებული იქნეს მეორე ქვეყანაში. საერთაშორისო კერძო სამართლით გათვალისწინებული წესით ასეთი ურთიერთობა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით იყოს მოწესრიგებული თუკი ერთ-ერთი ზემოხსენებული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდა. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი გარიგებები, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ექტერიტორიული ქმედების (ნების გამოვლენის) შედეგს. მიუხედავად ამისა, არსებობს ორმხრივი გარიგებები, რომელიც თავისი არსით სამართლებრივ შედეგებს წარმოშობენ მხოლოდ თანამყოფ პირებს შორის. ამგვარი ორმხრივი გარიგების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ქორწინება, რომელიც განსაზღვრულ ტერიტორიაზე მხოლოთ მხარეთა თანდასწრებით შესაძლოა განხორციელდეს. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაქორწინდეს უცხოელზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს იურიდიქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუკი ქორწინება განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე. ქორწინება არ წარმოადგენს ექტრატერიტორიული უნარის მქონე ქმედების შედეგს. ამგვარად, ამა თუ იმ ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტთან შესაბამისობა საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება დაადგინოს მხოლოდ იმ პირთა კონსტიტუციური სარჩელებით, რომლებმაც ქორწინების რეგისტრაცია მოახდინეს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ბ) საქართველოს იურიდიქცია ცალმხრივ გარიგებებზე ზემოთ აღნიშნული შემთხვევა ეხებოდა ორმხრივი გარიგებების მომწესრიგებელი სამართლის ნორმების მეშვეობის საქართველოს იურისდიქციის გავრცელების შესაძლებლობას საზღვარგარეთ მყოფ უცხოელებზე და სხვა ქვეყნების იურიდიულ პირებზე. საქართველოს იურიდიქციის გავრცელება ასევე შესაძლებელია უცხო ელემენტის მონაწილეობით ცალმხრივი გარიგებებზე, როდესაც სამართლებრივი შედეგი დადგომისათვის საკმარისია ცალმხრივი ნების გამოვლენა. ცალმხრივი გარიგების კლასიკური ნიმუშია ანდერძი. როდესაც სამკვიდრო ქონება იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა მემკვიდრეობის ძალით გადავიდეს უცხოელზე, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში. მოცემულ შემთხვევაში უცხოელი მოექცევა საქართველოს იურისდიქციაში, მათ შორის მაშინ, როდესაც სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებას შეიტანს რწმუნებულის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, აღნიშნული წესით სამოქალაქო კოდექსის მოქმედების სფეროში მოქცეული უცხოელისათვის ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლო ხელმისაწვდომი, იმისათვის, რომ აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის კონსტიტუციურობა დადგინდეს. გ)საქართველოს იურისდიქცია უცხო ელემენტის მონაწილეობით აქციების ბრუნვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ღია ტიპის სააქციო საზოგადოების ინსტიტუტს, რომლის თავისებურებასაც წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება საფონდო ბირჟაზე. ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ანგარიშვალდებულ საწარმოდ მიიჩნევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომლის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა) განთავსდა საჯარო შეთავაზების გზით ან/და დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.” ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად, საფონდო ბირჟა არის ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას, ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად. საქართველოს ანგარიშვალდებული საწარმოების აქციათა გაყიდვა შესაძლებელია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზეც, რომელიც ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა არის ფინანსური რეგულირების სააგენტოს მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა, რომლის წესები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. ასეთ ბირჟებს, როგორც მინიმუმი, მიეკუთვნებიან, განვითარებულ ქვეყნებში არსებული, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბირჟები. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ემისია აღნიშნულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე რეგულირებდება საქართველოს კანონმდებლობით და ამგვარად ვრცელდება საქართველოს იურიდიქცია. გარდა ამისა, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ შეიძლება წარმოდგენილ იქნეს უცხოელი ემიტენტების ფასიანი ქაღალდები. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნის ემიტენტი ფიზიკური და იურიდიული პირის საქართველოში ყოფნის ან რედომიცილების გარეშე მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა და ექცევა საქართველოს იურიდიქციაში. გარდა ამისა, იმავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,საჯარო ფასიანი ქაღალდებით გარიგებები შეიძლება დაიდოს საბროკერო კომპანიის მონაწილეობით ან მის გარეშე.” აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს ან უცხოურ იურიდიულ პირებს შეიძინონ საქართველოს საფონდო ბირჟაზე საქართველოს საწარმოთა აქციები საბროკერო კომპანიების მეშვეობით იმგვარად, რომ არ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვრები და არ მოხდეს უცხოური საწარმოების რედომიცილება საქართველოში. ამგვარად, უცხოელი ფიზიკური პირი და სხვა საწარმოს იურიდიული პირი ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით (საკუთრების უფლება) დაცულ სფეროში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელი ხდება. რომ მართალია საზღვარგარეთ მყოფი უცხოელებისათვის გარანტირებულია საქართველოს იურისიდიქციის ფარგლებში საკუთრებისა და მემკვიდრეობის ასევე სხვა სახის ძირითადი უფლებები მაგრამ საკონსტიტუციო კონტროლის არ არსებობის პირობებში ისინი მოკლებულია არიან შესაძლებლობას, სასამართლო წესით მოახდინონ ძირითადი უფლებების დაცვა, იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმატიული აქტით ხდება მათი დარღვევა. აღნიშნული გარემოება საზღვარგარეთ მყოფი უცხოელის და სხვა ქვეყნის იურიდიული პირისათვის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს ილუზორულ და თეორიულ ხასიათს სძენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში არტიკო იტალიის წინააღმდეგ განაცხადა, რომ ძირითად უფლებები გარანტირებულია არა ილუზორულად ან თეორიულად, არამედ ეს უფლებები უნდა იყოს ეფექტური და პრაქტიკული.[25] გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ განაცხადა, რომ ,,დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ძირითადი უფლებების, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლის აღიარება კონსტიტუციის მიერ. კონსტიტუციის მე-7 მუხლი ადგენს ხელისუფლების განხორციელებისას ხალხისა და სახელმწიფოს შეზღუდვას ადამიანის უფლებებით და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ეს ჩანაწერი ძირითად უფლებებს ანიჭებს ხელისუფლების მბოჭავ ძალას, იცავს ადამიანს სახელისუფლებო თვითნებობისაგან. ამგვარი მიდგომის არარსებობის შემთხვევაში, კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა ექნებოდა, იქცეოდა გამოფიტულ წინადადებად, ადამიანი მოკლებული იქნებოდა კონსტიტუციურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებებს.”[26] საქართველოს კონსტიტუცია მართალია ითვალისწინებს ძირითად უფლებებს იმ უცხოელისათვის, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და ეს უფლებები გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით ვრცელდება სხვა ქვეყნის იურიდიულ პირებზეც, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული სუბიექტები მოკლებული არიან დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ საშუალებას, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა ძირითადი უფლებების დაცვის მიზნით, აღნიშნული უფლებები უცხოელებისათვის იქცევა გამოფიტულ წინადადებად და მხოლოდ დეკლარაციული დატვირთვა გააჩნია. ამ დროს განმსაზღვრელია თავად ნივთის ან უფლების ადგილმდებარეობა და არა მისი მესაკუთრე უცხოელის ადგილსამყოფელი. შესაძლოა უფლების მატარებელი პირი არ ცხოვრობდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ მას საქართველოში ჰქონდეს საკუთრება ან სხვა ძირითადი უფლება, რომლის დაცვა და განხორციელება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის გარეშე, წარმომადგენლის მეშვეობით. საერთაშორისო კერძო სამართალში სადავო ნივთის ადგილმდებარეობა შესაძლოა გახდეს ტერიტორიული იურიდიქციის გამოყენების საფუძველი.
შედარებითი სამართალისაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის უამრავ გადაწყვეტილებაში (ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,” ,,საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” და სხვა საქმეები) მიუთითებს საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, შიდა კანონმდებლობაზე და შედარებითი სამართლის მეთოდით ცდილობს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას. უცხო ქვეყნების კანონმდებლობის მოხმობა დაგვეხმარება ამა თუ იმ კონსტიტუციური ნორმის შინაარსისა და მოცულობის დადგენაში. ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად სომხეთი და ბულგარეთი) ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არა აქვთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების ინიცირების უფლება. იმ ქვეყნებში კი, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს სასამართლოს, არანაირი განსხვავება არ არსებობს ქვეყანაში მცხოვრები და საზღვარგარეთ მცხოვრები უცხოელების საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილების ფარგლებს შორის. მთავარია დადგინდეს იურისდიქციული კავშირი პირსა და სახელმწიფოს შორის. შვეიცარიის კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ყოველ პირს, რომლის საქმეც სასამართლოს განსჯადია, უფლება აქვს კანონით შექმნილ კომპეტენტურ, დამოუკიდებელ და არაპარტიულ სასამართლოზე.[27]. ამგვარად, შვეიცარიის კონსტიტუციაში ნახსენებია ყველა პირს, რაც გულისხმობს, როგორც შვეიცარიის მოქალაქეს, ისევე მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხოელებს. მათ შორის კონსტიტუცია არანაირ დიფერენციაციას არ აკეთებს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 30-ე მუხლი, სასამართლო წარმოება, მოთავსებულია შვეიცარიის კონსტიტუციის მე-2 კარის პირველ თავში, რომელიც დასათაურებულია, როგორც ძირითადი უფლებები. იმავე კარის მე-2 თავი დასათაურებულია შემდეგნაირად: ,,მოქალაქეობა და პოლიტიკური უფლებები.”[28] ეს იმას ნიშნავს, რომ შვეიცარიის კონსტიტუცია პოლიტიკური უფლებების არსებობას მოქალაქეობას უკავშირებს. სასამართლოსათვის მიმართვა არ არის პოლიტიკური უფლება. ყველა უცხოელი თუ მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც ექცევა შვეიცარიის იურიდიქციაში, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, შვეიცარიის მოქალაქეებთან თანაბრად სარგებლობს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით. ამ კუთხით უცხოელებზე რაიმე შეზღუდვის დაწესებას და მათ უფლებრივ განსხვავებას შვეიცარიის კონსტიტუცია არ ცნობს. 1997 წლის პოლონეთის კონსტიტუციის 79 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,ყველას, ვისი კონსტიტუციური თავისუფლება ან უფლება ირღვევა, კანონით განსაზღვრული პრინციპების დაცვით, უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლის საფუძველზეც სასამართლომ ან საჯარო ადმინისტრაციამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება კონსტიტუციით დაცული მის უფლებებთან, თავისუფლებებთან ან ვალდებულებებთან დაკავშირებით.[29] პოლონეთის კონსტიტუციის 191-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით შესაბამისად: კონსტიტუციის 188-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს განაცხადით მიმართავენ შემდეგი სუბიექტები, რომელებიც გათვალისწინებულია 79-ე მუხლით, აღნიშნული ნორმით დადგენილ ფარგლებში.[30] სლოვაკეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 127-ე მუხლში აღნიშნულია: ,,საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საჩივრებს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების საბოლოო გადაწყვეტილებათა წინააღმდეგ, რომლებიც არღვევენ ძირითად უფლებებსა და მოქალაქეთა თავისუფლებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული უფლებებისა და თავისუფლებების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სხვა სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება.” სლოვაკეთის კონსტიტუციის 130-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,f“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას იწყებს ნებისმიერი იმ პირის სარჩელის საფუძველზე, რომელის უფლებაც გახდა გამოკვლევის საგანი 127-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.[31]” ესპანეთის კონსტიტუციის 162-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად: საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მათი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, ისევე როგორც სახალხო დამცველს და საჯარო პროკურატურას.[32] ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ლატვიის კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მე-11 ქვეპუნქტის შესაბამისად: კანონის ან ხელშეკრულების, რომელიც ხელმოწერილი ან ძალაში შესულია, კონსტიტუციასთან შესაბამისობის, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის უფრო მაღალი ძალის მქონე ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის, ლატვიის კონსტიტუციასთან შესაბამისი, მაგრამ ლატვიისათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო შეთანხმებებეთან შეუსაბამო სამართლის ნორმების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო საქმის წარმოებას იწყებს შემდეგი პირების მიერ წარდგენილი განაცხადების საფუძველზე: პირი, რომლის კონსტიტუციით დადგენილი ძირითადი უფლებაც დაირღვა. გერმანიის ძირითადი კანონის 93-ე მუხლის 4ა პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერ პირს, რომელიც სადავოდ ხდის საჯარო ხელისუფლების მხრიდან მისი ძირითადი უფლებების ან ძირითადი მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 33, 38, 101, 103 ან 104 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას.[33] ძირითად უფლებებში იგულისხმება ის უფლებები, რომლებიც მოცემულია გერმანიის ძირითადი კანონის პირველ თავში (1-დან მე-19 მუხლებამდე). პირველი თავი დასათაურებულია სიტყვებით ,,ძირითადი უფლებები.” ამ უფლებათა კატალოგი შემდეგნაირად გამოიყურება: ადამიანის ღირსება; პერსონალური თავისუფლება; კანონის წინაშე თანასწორობა; რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლება, ქორწინება და ოჯახი, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვები; სასკოლო განათლება; შეკრების თავისუფლება; გაერთიანების თავისუფლება; კორესპოდენციის, ფოსტის და ტელეკომუნიკაციის პირადი ცხოვრების უფლება; გადაადგილების თავისუფლება; იძულებითი შრომის აკრძალვა, სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიული სამხედრო სამსახური; სახლის ხელშეუხებლობა; საკუთრება, მემკვიდრეობა და ექსპროპრეაცია, სოციალიზაცია, მოქალაქეობა და ექსტრადიცია, თავშესაფრის უფლება, თავდაცვის და ალტერნატიული სამსახურის ინტერესების გამო განსაზღვრულ ძირითად უფლებაზე დაწესებული შეზღუდვები, ძირითადი უფლებებიდან გადახვევა, ძირითადი უფლებების შეზღუდვა. უფლებები, რომლებიც არ განეკუთვნება ძირითადი უფლებების კატეგორიას, მაგრამ ნებისმიერი პირის კონსტიტუციური სარჩელის საფუძველზე შესაძლოა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯის საგანი წარმოადგენს: ნებისმიერი გერმანელის უფლება, თუ სხვა საშუალება არ არსებობს, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ პირს, რომელსაც სურს არსებული კონსტიტუციური წესრიგის გაუქმება; თანასწორი მოქალაქეობის და პროფესიული საჯარო სასამსახურის; საარჩევნო უფლება; (აქ შედის ისეთი უფლებები, რაც შესაძლოა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეს გააჩნდეს და შესაბამისად, აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ გერმანიის მოქალაქეებს) საგანგებო სასამართლოების აკრძალვა; კანონის შესაბამისად სასამართლო განხილვის, სისხლის სამართლის კანონის უკუქცევითი ძალის აკრძალვა, ერთი და იმავე დანაშაულისათვის ორჯერ დასჯის აკრძალვა და დაპატიმრების შემთხვევაში სამართლებრივი გარანტიები. კონსტიტუციური სამართალწარმოების დასაწყებად აშშ-ს უზენაესი სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელიც დაასაბუთებს ზიანის ფაქტს. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტობრივი ზიანის არსებობა, რომელიც ატარებს ეკონომიკური, ესთეტიკური და გარემოსდაცვითი ზიანის სახეს. ეს ზიანი გამოსწორებადი უნდა იყოს სასამართლო დახმარების გამოყენების შედეგად. ექიმს აქვს სარჩელის შეტანის უფლება აბორტის თაობაზე კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თუკი დაასტურებს რომ აღნიშნული კანონმდებლობა აყენებს მას ეკონომიკურ ზიანს. თემის მაცხოვრებელს შეუძლია გაასაჩივროს ის ფედერალური კანონი, რომელიც უფლებას იძლევა ამ სოფელში ატომური სადგურის მშენებლობის შესაძლებლობას.[34] გარდა ამისა, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი აქტსა და დამდგარ ზიანს შორის. ეს უკანასკნელი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩადგება სასამართლო დახმარების მიღების შედეგად.[35] ამგვარად, მოსარჩელეთა კლასიფიკაცია არ ეფუძნება მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს და იურიდიული პირის რეგისტრაციას. დასკვნაზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა საზღვარგარეთ მყოფი უცხოელი ფიზიკური პირისათვის და სხვა ქვეყნის იურიდიული პირისათვის კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლებამოსილების გამორიცხვით, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს იურიდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობის უფლებას კონსტიტუციით გარანტირებული თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, რის გამოც ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის სიტყვები: ,,საქართველოში მცხოვრებ” და ,,საქართველოს” ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
[1] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გია ხუბუა, გამომცემლობა მერიდიანი თბილისი 2005, გვ. 364 [2] საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება #2/2/180-183 2002 წლის 5 ნოემბერი გვ.6 [3] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გია ხუბუა, გამომცემლობა მერიდიანი თბილისი 2005, გვ. 421 [4] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გია ხუბუა, გამომცემლობა მერიდიანი თბილისი 2005, გვ.5 [5] ლევან ბოძაშვილი სტატია ,,მხარეები საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში” ,,როგორ მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს” თბილისი 2002 წელი, გვ.48-49 [6] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარები ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი ლევან იზორია, კონსტანტინე კორკელია, კონსტანტინე კუბლაშვილი, გია ხუბუა, გამომცემლობა მერიდიანი თბილისი 2005, გვ.400 [7] იგივე სახელმძღვანელო გვ.7 [8] Bankovic v. Belgium and others 52207/99, dec.12.12.01, 11 BHRC 435 http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=1&portal=hbkm&action=html&highlight=bankovic&sessionid=32956117&skin=hudoc-en [9] International law forth Edition Malcolm N. Shaw A GROTIUS PUBLICATION CAMBRIDGE UNIVERSITY PRESS p.454 [10] კონსტანტინე კორკელია, ნანა მჭედლიძე და ალექსანდრე ნალბანდოვი ,,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და მისი ოქმების სტანდარტებთან, ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში 2005 გვ. 13 [11] D v UK No 30240/96, 2.5.97 (1997) 24 EHRR 423; განმცხადებელს ნარკოტიკული საშუალება შეჰქონდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. იგი დააკავეს აეროპორტში და არ მისცეს ქვეყნის ტერიტორიაზე შევლის უფლება. ამასთან, დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,,Regardless of whether or not he ever entered the United Kingdom in the technical sense (see paragraph 25 above) it is to be noted that he has been physically present there and thus within the jurisdiction of the respondent State within the meaning of Article 1 of the Convention” მიუხედავად, იმისა, რომ შევიდა თუ არა ტექნიკური თვალსაზრისით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე, უნდა შევნიშნოთ, რომ მისი იქ ფიზიკური ყოფნის გამო, მოექცა მოპასუხე მხარის იურიდიქციაში პირველი მუხლის შესაბამისად. [12] Ammur v France, No 19776/92, 25.6.96, (1996) 22 EHRR 533 [13]Philip Leach Taking a Case To the European Court of Human Rights second Edition OXFORD University Press p.179. [14]http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=1&portal=hbkm&action=html&highlight=19776/92&sessionid=32956117&skin=hudoc-en [15]http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=1&portal=hbkm&action=html&highlight=bankovic&sessionid=32956117&skin=hudoc-en Bankovic v. Belgium and others 52207/99, dec.12.12.01, 11 BHRC 435, para. 59. ბანკოვიჩის საქმე ეხება ნატოს ქვეყნების მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას იუგოსლავიაში. განმცხადებლებმა კონვენციით გარანტირებული უფლებების დასაცავად განაცხადი შეიტანა ნატოს წევრ, ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა წინააღმდეგ. [16] Taking a Cases to the European Court of Human Rights Secound Edition Philip Leach Solicitor, Senior Lecture in Law, London Metropolitan University, Director, European Human Rights Advocacy Centure (EHRAC) Series Editor: John Wadham With a foreword by Sir Nicolas Bratza OXFORD UNIVERSITY PRESS p.179 [17] International law forth Edition Malcolm N. Shaw A GROTIUS PUBLICATION CAMBRIDGE UNIVERSITY PRESS p. 456 [18] Cyprus v. Turkey aplication #6780/74 6950/75 ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას თურქეთის მიმართ საჩივრით მიმართა კვიპროსის რესპუბლიკამ. განმცხადებელი სახელმწიფო მოპასუხე სახელმწიფოს ადანაშაულებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1,2,3,4,5,6,8,13 და 17 მუხლების, პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის და ზემოხსენებულ მუხლებთან კავშირში მე-14 მუხლის განგრძობად დარღვევაში თურქეთის მიერ ოკუპირებულ კვიპროსის ტერიტორიაზე.
[19] Loizidou Turkey #15318/89 18.20.96, (1997) 23 EHRR 513 განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ე.წ. ,,კვიპროსის თურქული პოლიციის” მხრიდან გახდნენ დაპატიმრების, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რისთვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება თურქეთის რესპუბლიკას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩრდილოეთ კვიპროსი.6 The Commission finds that the phrase acts or omissions of public authorities in Turkey" in the declaration of 1987 clearly refers the metropolitan territory, but that the words "territory to which the Constitution of Turkey is applicable" might also be interpreted as including acts performed by Turkish authorities abroad, which are governed by the Turkish Constitution. http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=1&portal=hbkm&action=html&highlight=15318/89&sessionid=34336481&skin=hudoc-en [20]isaa and other v.Turkey No. 31821/96, Dec. 30.5.00. აღნიშნულ საქმეში განმცხადებლები იყვნენ ერაყის მოქალაქეები, რომლებიც ასაჩივრებდნენ ერაყის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ნაწილების მხრიდან ანტიტერორისტული ოპერაციის დროს კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-13 და მათთან კავშირში მე-14 მუხლების დარღვევას. the acts of Contracting States performed outside their territory or which produce effects there (“extra-territorial act”) may amount to exercise by them of their jurisdiction within the meaning of Article 1 of the Convention. http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=1&portal=hbkm&action=html&highlight=31821/96&sessionid=34336481&skin=hudoc-en [21]Isaak v. Turkey Application No 44587/98 განმცხადებლები ასაჩივრებდნენ კვიპროსის რესპუბლიკის გაეროს ბუფერულ ზონაში დემონსტრანტის სიცოცხლის მოსპობას. განმცხადებლები კონვენციის დარღვევაზე პასუხისმგებლობას აკისრებდნენ თურქეთის რესპუბლიკას, რომელმაც მოახდინა ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია და ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა იმ ადამიანებზე, ვინც მოახდინეს სიცოცხლის მოსპობა. A State may also be held accountable for a violation of the Convention rights and freedoms of persons who are in the territory of another State but who are found to be under the former State’s authority and control through its agents operating – whether lawfully or unlawfully - in the latter State Accountability in such situations stems from the fact that Article 1 of the Convention cannot be interpreted so as to allow a State party to perpetrate violations of the Convention on the territory of another State, which it could not perpetrate on its own territory In addition, the acquiescence or connivance of the authorities of a Contracting State in the acts of private individuals which violate the Convention rights of other individuals within its jurisdiction may engage that State’s responsibility under the Convention. Any different conclusion would be at variance with the obligation contained in Article 1 of the Convention http://cmiskp.echr.coe.int/tkp197/view.asp?item=17&portal=hbkm&action=html&highlight=1&sessionid=34372510&skin=hudoc-en [22] კონსტანტინე კორკელია, ნანა მჭედლიძე და ალექსანდრე ნალბანდოვი ,,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და მისი ოქმების სტანდარტებთან, ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში 2005 გვ. 16 [23] UN Human Rights Committee General Comment No 31 UN Doc.CCPR/C/21/Rev.1/ADD.13, 26 May 24 [24]http://www.lexis.com/research/retrieve?y=&dom1=&dom2=&dom3=&dom4=&dom5=&crnPrh=&crnSah=&crnSch=&crnLgh=&crnSumm=&crnCt=&cc=&crnCh=&crnGc=&shepSummary=&crnFmt=&shepStateKey=&pushme=1&tmpFBSel=all&totaldocs=&taggedDocs=&toggleValue=&numDocsChked=0&prefFBSel=0&delformat=CITE&fpDocs=&fpNodeId=&fpCiteReq=&fpSetup=0&brand=&_m=443e130726c3a1731bb3b2f03dae283c&docnum=2&_fmtstr=FULL&_startdoc=1&wchp=dGLbVzb-zSkAl&_md5=ccc5294c00bd1d4a2fc6e9e3c30c347c&focBudTerms=&focBudSel=al [25] Artico v. Italy judgment of 13 May 1980, Series A no. 37, p. 16, § 33 [26] საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ (2007 წლის 26 ოქტომბერი) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებები ბათუმი 2009 მე-2 თავი მე-5 პუნქტი გვ. 241 [27] საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები 420-ე გვერდი [28] იგივე 422-ე გვერდი [29] http://www.sejm.gov.pl/prawo/konst/angielski/kon1.htm Article 79 1.In accordance with principles specified by statute, everyone whose constitutional freedoms or rights have been infringed, shall have the right to appeal to the Constitutional Tribunal for its judgment on the conformity to the Constitution of a statute or another normative act upon which basis a court or organ of public administration has made a final decision on his freedoms or rights or on his obligations specified in the Constitution. [30] Article 191 1.The following may make application to the Constitutional Tribunal regarding matters specified in Article 188: 6) the subjects referred to in Article 79 to the extent specified therein. [31] http://www.constitution.org/cons/slovakia.txt Article 127 The Constitutional Court decides on complaints filed against legally valid decisions of central state administration bodies, local state administration bodies, and territorial self-administration bodies violating basic rights and liberties of citizens, unless decisions on the protection of these rights and liberties are within the jurisdiction of another court. Article 130 (1) The Constitutional Court initiates proceedings on the basis of a proposal by f) in cases listed under Article 127, anyone whose rights are to become the subject of inquiry. [32][32] http://www.servat.unibe.ch/law/icl/sp00000_.html Article 162 [Standing] b) lodge an appeal: any natural or legal person invoking a legitimate interest, as well as the Defender of the People and the Office of the Public Prosecutor. [33] Article 93 [Federal Constitutional Court: jurisdiction] 4a. on constitutional complaints, which may be filed by any person alleging that one of his basic rights or one of his rights under paragraph (4) of Article 20 or under Article 33, 38, 101, 103, or 104 has been infringed by public authority; http://www.iuscomp.org/gla/statutes/GG.htm#93 [34] Constitutional Law, JEROME A. BARRON C THOMAS DIENES p28 [35] იგივე p31 |