• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
      • 14.05.2013
      • N2/2/516,542
      • გადაწყვეტილება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-შპს „თავისუფალი უნივერსიტეტი"
      • 1.05.2013
      • ac516
      • amicus curiae
    • საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 19.11.2012
      • N2/1/516
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 19.11.2012
      • N2/2/542
      • საოქმო ჩანაწერი
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- ა.ა.ი.პ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი""
      • 7.10.2011
      • ac516
      • amicus curiae
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი 542
ავტორ(ებ)ი ვახტანგ მაისაია
თარიღი 18 სექტემბერი 2012

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

სარჩელი აკმაყოფილებს  ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილ  მოთხოვნებს:

1. სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს  კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

2. შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის გამო - ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით სსკ-ს 314-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით (ჯაშუშობა) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო მომესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით (ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 იანვრის განაჩენის, საქმე # 1/3883-09. საქმეს ადევს საიდუმლო გრიფი რის გამოც, განაჩენი სარჩელს თან არ ერთვის). ზ/ა განაჩენი ძალაში დატოვა, როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ. უკანონო განაჩენის დადგომა და ჩემი კანონიერი უფლებების შელახვა სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვანწილად განაპირობა თავად 314-ე მუხლის ბუნდოვანმა შინაარსმა.

3. სარჩელში  მითითებული  სადავო საკითხი  საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია;

4. სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს   საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება;

5. სარჩელი შემოტანილია კანონით დადგენილი ვადების დაცვით;

6. არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო  სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზ/ა  გამომდინარე, არ არსებობს მისი სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. 

 

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სადავო ნორმით არალეგიტიმურად იზღუდება კონსტიტუციური ნორმა. თუ დანაწესით კანონმდებელი მიზნად ისახავდა ჯაშუშობის დაკონკრეტებას, ამ ნორმამ ჯაშუშობა პირიქით ბუნდოვანი გახადა.

კონსტიტუციით საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ მუხლით კი ნებისმიერი ადამიანის საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს ჯაშუშობად, რადგან ტერმინები „სხვა ინფორმაცია“ და „საქართველოს ინტერესების საზიანოდ“ გაუგებარი და ბუნდოვანია.  აუცილებელია დაკონკრეტდეს რა იგულისხმება „სხვა ინფორმაცია“-ში და აგრეთვე დაკონკრეტდეს რას ნიშნავს „საქართველოს ინტერესების საზიანოდ,“ რადგან „საქართველოს ინტერესი“  პოლიტიკურად შეფასებითია. ასევე, აუცილებელია განიმარტოს და დაკონკრეტდეს თუ რა ორგანიზაციებზეა საუბარი, რადგან „უცხოეთის ორგანიზაცია“ ძალიან ზოგადი ტერმინია და მოიცავს ნებისმიერ ორგანიზაციას რომელიც უცხოეთშია რეგისტრირებული.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ