საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 569 |
ავტორ(ებ)ი | დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე, მამუკა ფაჩუაშვილი |
თარიღი | 11 დეკემბერი 2013 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ: ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-16 მუხლს; ბ) სარჩელი შემოტანილია უფლებამოსილების მქონე პირების მიერ (იხ. დეტალურად ქვემოთ); გ) სარჩელში მითითებული საკითხები არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხები არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი. ე) მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით. საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ. როგორც თქვენთვის წარმოდგენილი სარჩელით მოცემული მსჯელობიდან გახდებოდა ცნობილი დავის ფრომალურ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი (კანონის ნორმები) წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, რომლილს შესაბამისადაც: „მუხლი 24 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. 3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. 4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. “ მუხლით განხილული ლეგალური დეფინიცია წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის II თავით გათვალისწინებული ადამიანთა ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტალურ უფლებას, აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სადაოდ გამხდარი, ნორმები წინააღმდეგობაში მოდიან კონსტიტუციის II თავით ("საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი") გათვალისიწნებულ ადამიანთა ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ბუნებრია დასკვნაც, რომ საკონსტიტუვიო საჩივრის წარმოდგენის გზით უფლების დაცვის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა საკონსტიტუციო სარჩელის წარმოდგენასთან დაკავშირებული უფლებაუნარიანობის დამატებით კატალიზატორად შესაძლებელია განვიხილოთ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები წარმოვადგენთ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“-ს სამეურვეო საბჭოს წევრებს, აღნიშნულიდან გამომდინარე როგორც მაუწყებლის მეურვეებს, ე.ი სამურვეო საბჭოს, ანუ დამოუკიდებელ ინსტიტუციას გვეკისრება კანონისმიერი ვალდებულება უზრუნველვყოთ საქართელოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალების თავისუფლება და არ დავუშვათ ინფორმაციის გავრცელების საშუალების მონოპოლიზაცია, რაც როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ასევე წარმოადგენს ჩვენს, როგორც ადამიანთა ერთ-ერთ ძირითად უფლებას. საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ თანახმად წარმომადგენლობითი ურთიერთობის უფლებამოსილებით აღჭურვილია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი (არსებულ ვითარებაში გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი). ამისდა მიუხედავად, სამეურვეო საბჭოს 7 წევრი ერთხმად მიმართვას საკონსტიტუციო სასამართლოს დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით. მოსარჩელეები მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი ვითარებიდან და არსებული ნორმატიული სინამდვილიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა ჩაითვალონ საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 მუხლის 1 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მიზნებისთვის: ა) როგორც საქართელოს მოქალაქეები საკუთარი სახელით მოდავე უფლებამოსილ სუბიექტებად. ბ)საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით მოდავე უფლებამოსილ სუბიექტად; გ) სპეციალური სტატუსის და უფლებამოსილების მქონე პირებად, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად იდავოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით; სამეურვეო საბჭო, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით მოდავე ორგანო საქართველოს კონსტიტუციის 24.1, 24.2 და 24.3-ე მუხლთან მიმართებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფუძნდა 2005 წელს, როგორც საჯარო დაფინანსებით მოქმედი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინსტიტუცია. საზოაგდოებრივ მაუწყებელში მმართველობითი ფუნქციები დაყოფილია სამეურვეო საბჭოსა და გენერალურ დირექტორს/ადმინისტრაციას შორის. მაუწყებლობის შესახებ კანონის 30-ე მუხლის თანახმად: „1. სამეურვეო საბჭო: ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს; ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში; გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში; დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში; ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;“ სხვა მმართველობითი უფლებამოსილებები გენერალური დირექტორის პრეროგატივაა, რომელსაც ასევე ირჩევს და გადააყენებს სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს გამოუცხადა უნდობლობა (თარიღი . . . ) და დროებით მოვალეობის შემსრულებლად შეარჩია მისი პირველი მოადგილე - თამაზ ტყემალაძე, რომელსაც თანამდებობრივად ეკუთვნოდა ახალი დირექტორის არჩევამდე ამ ფუნქციების განხორციელება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საეჭვო ვითარებაში, სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა ავთანდილ ანთიძემ და ეკატერინე მაზმიშვილმა, დატოვეს საბჭოს შემადგენლობა (30 სექტემბერს გავიდნენ საკუთარი განცხადების საფუძველზე), რითაც სამეურვეო საბჭომ დაკარგა გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი და დაკარგა ეფექტური კონტროლი ადმინისტრაციის საქმიანობაზე. სამეურვეო საბჭოს წევრებს მიგვაჩნია, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი უფლებების დაცვის მიზნებისთვის, მხოლოდ გენერალური დირექტორი არ უნდა ჩაითვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოამდგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტად. აღნიშნული მოსაზრების დასაბუთებისთის მივუთითებთ შემდეგ გარემოებებს: - საზოგადოებრივ მაუწყებელში საზოგადოებრივ და საჯარო ინტერესებს წარმოადგენს სამეურვეო საბჭოც, რომელიც აირჩევა საჯარო წესით უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, პარლამენტის მიერ და სარგებლობს უმაღლესი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციით. - ჩვენს სარჩელში მოცემულ საზოგადოებრივი მაუწყებლობის გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის მოთხოვნას საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, არათუ არ იცავს, არამედ პირიქით, მოითხოვს ჩვენს მიერ გასაჩივრებული ნორმების დაჩქარებულად ამოქმედებას და გააჩნია მიკერძოებული პოზიცია აღნიშნულ საკითხზე, რაც დასტურდება მის მიერ საქართველოს პარლამენტისადმი მიწერილ წერილში. - არსებული სამეურვე საბჭომ 30 სექტემბრის შემდეგ დაკარგა გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, რადგან 2013 წლის მოქმედი კანონმდებლობით 15 წევრისგან შემდგარ საბჭოში უფლებამოსილება გაუვიდა 6 წევრს , ხოლო ორმა წევრმა საეჭვო ვითარებაშ თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. შესაბამისად, სამეურვეო საბჭომ დაკარგა უნარი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ადმინისტრაციაზე, მათ შორის დაითხოვოს დირექტორი, უფლებამოსილების არაეფექტუად განხორციელების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში, როდესაც გასაჩივრებული ნორმები: ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებებს ლახავს, ბ) სამეურვეო საბჭოს არ გააჩნია ეფექტური კონტროლის მექანიზმი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედ ადმინისტრაციაზე და ასევე, გ) უცხადებს უნდობლობას და არ მიიჩნევს მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების ეფექტურ დამცველად; სამეურვეო საბჭოს წევრები ვთვლით, რომ სწორედ ჩვენ უნდა ჩავითვალოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით სარჩელის სუბიექტად საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-18 მუხლის 1 პუნქტის გ) ქვეპუნქტის და საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მიზნებისთვის. სამეურვეო საბჭოს წევრები უფლებამოსილი არიან ინდივიდუალურად ან/და კოლექტიურად მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქართველოს კონსტიტუციის 24.1, 24.2 განსაზღვრული უფლებების დაცვის მოთხოვნით და საქართველოს კონსტიტუციის 29.1 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს კანონით მაუწყებლობის შესახებ იმგვარი უფლებამოსილებები აქვთ მინიჭებული, რაც დაეხმარებათ მათ ეფექტურად აკონტროლონ ადმინისტრაციის საქმიანობა. ამის დასტურია, თუნდაც ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგის ფუნქცია, როდესაც ნებისმიერი შესყიდვა, რომლის ღირებულებაც ბიუჯეტის 1%-ს აღემატება სამეურვეო საბჭოსთან უნდა იყოს შეთანხმებული, სამეურვეო საბჭოს აქვს მინდობილი შიდა მონიტორინგი, როგორც ფინანსური ასევე პროგრამული კუთხით. აქედან გამომდინარე მივიჩნევთ, რომ სწორედ ასეთი მეურვეობის ვალდებულება გვანიჭებს უფლებას და მოვალეობას დავიცვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესები, მათ შორის საკონსტიტუციო სასმართლოში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნდამენტური უფლებებია შელახული და მოქმედი ადმინისტრაცია არაეფექტურია იმოქმედოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების სასარგებლოდ. საზოგადოებრივი მაუწყებელი განსხვავდება სხვა მაუწყებლებისგან მისი სპეციალური სტატუსით. ის ერთის მხრივ საჯარო სახსრებით ფინანსდება და მეორეს მხრივ სრულიად დამოუკიდებელია სამთავრობო და არასამთავრობო ინტერესებისგან. მისი დამოუკიდებლობის გარანტი სამეურვეო საბჭოს წევრების დამოუკიდებლობა და უფლებამოსილებებია. ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი არგუმენტების გამო საკონსტიტუციო სასამართლომ საკოსნტიტუციო სამართალწარმოების კანონის მიხედვით დადგენილი წესით სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა მიიჩნიოს დავის მქონე უფლებამოსილ სუბიექტებად საქართველოს კონსტიტუციის 24.1, 24.2 და 24.3 მუხლებით გათვალისწინებული ინტერესების დაცვისას. აქვე გვინდა მივუთითოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგრადობა გადასახადის გადამხდელებზეა დამოკიდებული და მისის დაფინანსებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, რაც როგორც ზ/ავღნიშნეთ ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს უფლებას იყოს სუბიექტი და დაიცვას როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე საკუთრივ თავისი კონსტიტუციით გარანტირებული ინტერესები. მითუმეტეს ეს უფლება უნდა ჰქონდეთ სამეურვეო საბჭოს წევრებს, რომელთაც პარლამენტის მიერ მინდობილი აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერესების დაცვა. ამ არგუმენტების გათვალისწინებით სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა იყონ ცნობილი სუბიექტად 24.1, 24.2, 24.3 მუხლებთან მიმართებაში. მოსარჩელეები მივიჩნევთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები კონსტიტუციის 29.1 მუხლის სუბიექტებად რადგან სამეურვეო საბჭოს წევრები ახორციელებენ საჯარო უფლებამოსილებას და უნდა ჩაითვალონ სახელმწიფო თანამდებობის პირებად, რაც ჩვენი აზრით არ არის საჯარო მოხელე, პოლიტიკოსი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ არაკონსტიტუციურად ცნოთ სადავო ნორმები შემდეგ გარემოებათა გამო: 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მაუყებლობის შესახებ. აღნიშნული კანონით სხვა საკითხებთან ერთად განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის საკითხიც. საზოგადოებრივი მაუწყებლობა თვისობრივად განსხვავდება მანამდე არსებული სახელმწიფოს ტელევიზიისგან. კანონის თანახმად: "ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება;" რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციის 24-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციას, კერძოდ როგორც ზ/ავღნიშნეთ : „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. 3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.“ ეს სულისკვეთება წარმოადგენს მაუწყებლობის შესახებ კანონის ძირითად პოსტულატს. საზოგადოებრივი მაუწყებლობა დამოუკიდებლობის, აღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების თავისუფლების ძირითად გარანტს წარმოადგენს: ფინანსური დამოუკიდებლობა, პროგრამული დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსები მშპ-ს ოდენობაზეა დამოკიდებული, რაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებს საშუალებას არ აძლევს ბიუჯეტის საკითხი ტელევიზიაზე ზეწოლის მიზნით გამოიყენონ. რაც შეეხება თავად მაუწყებლის როგორც ინფორმაციის მასობრივი საშალების პროგრამულ პრიორიტეტებს და ზოგადად მისი საქმიანობის ზედამხედველობას დამოუკიდებელ სამეურვეო საბჭო ახორციელებს. ეს გარანტიები უზრუნველყოფს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ტელევიზიის დაცვას სახელმწიფოს ან ცალკეულ პირთა "მონოპოლიური" ინტერესებისგან. საქართველოში არსებული მოდელი ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციების მხრიდან არაერთხელ აღინიშნა მისი ძლიერი მხარეები, რისი დადასტურებაცაა 2012 წლის პრიზი არჩევნების საუკეთესო გაშუქებისთვის, რომელიც ევროპულ მაუწყებელთა შორის საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ხვდა წილად. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორება საქართველოს კანონში მაუწყებლობის შესახებ და სხვა ბევრ ცვლილებასთან ერთად არსებულ სამეურვეო საბჭოს წევრებს ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება "რეორგანიზაციის" განხორციელების მოტივით. კანონის . . . მუხლის თანახმად სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი იქნა მიღებული, რის საფუძველზეც ძველ შემადგენლობას ზოგს 2 და ზოგსაც 4 წლით ადრე შეუწყდა უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოა და რა თქმა უნდა აქვს რეფორმის გატარების უფლებაც, თუმცა აღნიშნული რეფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფუნდამენტურ პრინციპს დაუპირისპირდა, რაც სამეურვეო საბჭოს წევრების როტაციის გზით ცვლილებაში მდგომარეობს. საზოგადოებრივი მუწყებლის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, აღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციით გარანტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების დამოუკიდებლობა სწორედ როტაციის გზითაა დაცული, რაც ტელევიზიას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ისნტიტუციური განგრძობადობა ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად. საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სახელმწიფო ტელევიზიის განმასხვავებელიც სწორედ ესაა. მისი მმართველი ინსტიტუციები არ იცვლება პოლიტიკური ინსტიტუციების ცვლილებასთან ერთად. აღნიშნული რეფორმით დაირღვა საზოგადოებრივი მაუწყებლობის "ოქროს წესი", რომელიც არაერთი საერთაშორისო ინსტიტუციის რეკომენდაციითაა განსაზღვრული. სამეურვეო საბჭოს წევრების ვადამდე გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა ეროვნული უშიშროების თანამშრომლობის ორგანიზაციაც, რომელმაც პარლამენტს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამისდა მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილება კანონში მაუწყებლობის შესახებ და შეიმუშავა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი. ჩვენ სადავოდ არ ვხდით ახლად შექმნილ წესს. მოსარჩელეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის, როგორც უმაღლესი წარმოამდგენლობითი ორგანოს სრული უფლებაა იმსჯელოს სხვადასხვა ინსტიტუციის საკანონმდებლო მოწყობის საკითხებზე, თუმცა პარლამენტის საკანონდმებლო ხელისუფლება შეზღუდულია საქართველოს კონსტიტუციით და კერძოდ, ადამიანის უფლებების თავით, რომელიც ჩვენი აზრით უხეშად ირღვევა აღნიშნული ცვლილებით, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციობის დამოუკდიებლობის გარანტი სამეურვეო საბჭოა და მისი უფლებამოსილების შეწყვეტაც საკანონმდებლო რეფორმის საფუძვლით, როდესაც არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ეჭვი შეიტანო საბჭოს ფუნქციობის კანონიერებაში მიგვაჩნია მედიის თავისუფლების და კერძოდ კონსტიტუციის 24.1, 24.2 და 24.3 მუხლის დარღვევად. გვინდა მივუთითოთ "მსუსხავი ეფექტის" საშიშროებაზე, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოც დიდ როლს ანიჭებს საკუთარ გადაწყვეტილებებში (საქართველოს მოქალაქეები ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). გატარებული რეფორმა სწორედაც რომ "მსუსხავი ეფექტის" მატარებელი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომი ფუნქციონირებისას. დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირება წარმოუდგენელია დამოუკიდებლობის გარანტიების გარეშე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დამოუკდიებელი მედიის ძირითადი თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რაც მისი დამოუკიდებლობის მთავარი განმსაზღვრელია, საფრთხის ქვეშ დგება სახელმწიფოს მხრიდან "აგრესიული ჩარევის" შედეგად. აღნიშნული კანონი სწორედაც, რომ "აგრესიულ ჩარევის" ნათელ მაგალითს წარმოაგდენს და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ის არასტაბილობის განცდა, რომელსაც რეფორმა ქმნის სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსტიტუციის 24.1 მუხლით განსაზღვრულ გამოხატვის თვაისუფლებას. ასეთი უხეში ჩარევა პოლიტიკურ პრეცედენტს ქმნის ყოველმა შემდეგმა ხელისუფლებამ ჩაიდინოს მსგავსი ქმედება და ახალი რეფორმის საფუძვლით დაითხოვოს წინა ხელისუფლების მიერ დანიშნული მეურვეები, რაც ტელევიზიას სახელმწიფო ტელევიზიად გადააქცევს და მოსპობს საზოგადოებრივი მაუწყებლობის, როგორც კონსტიტუციით გათალისწინებული თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალების ინსტიტუტს საქართველოში,რადგან როგორც მოგეხსენებათ დამოუკიდებლობის ძირითად გარანტს ამა თუ იმ ინხტიტუციისათვის (სასამართლო; პარლამენტი და ა.შ.) კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა წარმოადგენს, შესაბამისად სამეურვეო საბჭოს წევრთა ვადაზე ადრე ცვლილება უდავოდ ინფომაციის მასობრივი საშუალების თავისუფლებად უნდა იყოს განხილული, რაც საბოლოო ჯამში შედეგად გამოიწვევს სამაუწყებლო საშუალების პოლიტიკურ მონოპოლიზაციას. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა