საქართველოს მოქალაქე გიორგი ღვინიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | 632 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი ღვინიაშვილი |
თარიღი | 9 მარტი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელის არსებით განსახილველად მიღება კონსტიტუციის 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა,, და ,,ვ,, ქვეპუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-19-ე მუხლის ,,ე,, პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-10-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 16-ე მუხლის შესაბამისად: კონსტიტუციის მუხლი 89 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო .. მოქალაქის სარჩელისა თუ წარდგინების საფუძველზე ორგანული კანონით დადგენილი წესით: ა) იღებს გადაწყვეტილებებს კონსტიტუციასთან, … კანონის, .. შესაბამისობის საკითხებზე; ვ) პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით; ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ,, ორგანული კანონის მუხლი 19. 1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს: ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი; მუხლი 31. 1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. მუხლი 39. 1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; სარჩელი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმის შესაბამისად, მოსარჩელე (საქართველოს მოქალაქე) ადასტურებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას- კონსტიტუციის 42-ე მუხლი. წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით სრულად შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს - წარმოდგენილია უფლებამოსილი პირების მიერ, მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, სადავო საკითხი არ ყოფილა გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საკითხი რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამდენად, არსებობს სრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ სარჩელი არსებით განსახილველად იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნა: არაკონსტიტუციურად ცნოთ - სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 2/1 -ე ნაწილის ბოლო წინადადება: ,,თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება,, - სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 5 -ე ნაწილის დებულება: ,, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.,, - სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის ბოლო წინადადება: ,,თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება,, - სისხლის სამართლის კდოექსის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადება: ,,თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება,, - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ნაწილები.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებთან მიმართებით ფაქტები, დაზარალებული 09.02.2015წ განმცხადებლის მიმართ თბილისის პროკურატურამ მიიღო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ სსკ 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშუალისათვის. დადგენილების შესაბამისად ბრალდებულმა 18.03.2014წ ქალაქ თბილისში ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაულისთვის სასჯელად გათვალისწინებულია პატიმრობა ექვსიდან ათ წლამდე ვადით. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განმცხადებალმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ხელი არ შეუშლია პოლიციისათვის, აღიარა და მოინანია დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ფინანსურად დაეხმარა გარდაცვლილთა ოჯახებს და შესაბამისად, გარდაცვლილ დაზარალებულთა უფლებამონაცვლეებმა წერილობით (ნოტარიალურად) განაცხადეს, რომ არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ ბრალდებულთან და თანახმა იყვნენ მის მიმართ დანიშნულიყო არასაპატიმრო სასჯელი. ბრალდებული წარსულში ნასამართლებია მძიმე განზრახი დანაშაულისათვის, რაც ერთადერთ საფუძველია იმისატვის რომ სასამართლო ვერ დაუნიშნავს მას პირობით სასჯელს (სრულად ან ნაწილობრივ) და ასევე ვერ დაუნიშნავს მინიმუმზე ნაკლებ სასჯელს (საპროცესო შეთანხმების გარეშე). ამ ვითარებაში ბრალდებამ განმცხადებელს შეთავაზა საპროცესო შეთანხმება სადაც სასჯელი იქნებოდა მინიმუმზე ნაკლები- 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და აქედან 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვლებოდა პირობით, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ბრალდებული მოიხდიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით სასჯელად ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით უფლებების შეზღუდვა 3 წლის ვადით. ვინაიდან არსებითი განხილვის შემთხვევაში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ასეთი ან უფრო ლმობიერი სასჯელი დაენიშნა ბრალდებულისათვის სადავო ნორმების წყალობით ბრალდებული დათანხმდა შემოტავაზებულ პირობას. 10.02.2015წ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება ზედმეტად მკაცრი პირობების გამო. სააპელაციო სასამართლომ 27.02.2015წ. დაამტკიცა მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცესო და დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, განმცხადებელი სხდომის დარბაზში დააპატიმრეს. რომ არა სადავო ნორმები, განმცხადებელი შეძლებდა მოეთხოვა საქმის არსებითი განხილვა და მიეღო იმაზე უფრო მსუბუქი სასჯელი ვიდრე დაენიშნა შესაბამისად დაირთვა განმცხადებლის უფლება სამართლიან სასამართლოზე რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით (42-ე მუხლით)
სამართლიანი სასამართლოს უფლება სადავო ნორმების წყალობით, სასამართლო განმცხადებლის მიმართ ვერ დანიშნავს: _ პირობით სასჯელს; ვერ დანიშნავს კანონით გათვალისწინებულზე მინიმალურ სასჯელს; ვერ ჩათვლის პირობითად, დანიშნული სასჯელის ნახევარზე ნაკლებს; სასამართლოსადმი მიმართვის უფლება კავშირშია სასამართლოს უზენაესობის პრინციპთან რომლის მიხედვითაც ,,მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები,, (კონსტიტუციის 83.2) სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს შესაძლებლობას, რომ დავის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული იყოს ყველა შესაძლო გადაწყვეტილებიდან სწორედ ის გადაწყვეტილება რაც იქნება შესაფერისი კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული პირის მიმართ. მაგალითად, თუ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფერისი გადაწყვეტილება და სასჯელი იქნება პირობითი სასჯელი (სრულად ან ნაწილობრივ), სასჯელის მინიმუმზე ნაკლები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება რაც გაუმართლებლად ზღუდავს უფლებას სასამართლოზე (სამართლიანი სასამართლოს უფლებას) და ამკვიდრებს უსამართლობას ერთის მხრივ, ხოლო მეორე მხრივ არაპროპრციულ და ზედმეტ უფლებამოსილებას ანიჭებს ბრალდების მხარეს, რომელსაც შეუძლია საპროცესო შეთანხმებით, შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს შეღავათები. სადავო ნორმების წყალობით, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში მობილიზებულია უფლებამოსილება რომელიც ეკუთვნის და გამომდინარეობს სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან. -------------- სამართლიანი სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების განხორციელების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართალი უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარებასა და მათი დაცვის ყველა საჭირო გარანტიის შექმნას. გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებენ ზოგადი ხასიათის შეზღუდვას და ქმნის ადამიანის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს არ არის განპირობებული სათანადო საფუძვლებით.
შეზღუდვის მიზანი და პროპორცია უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართვველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 და სხვა). „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). იმ ვითარებაში როდესაც სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაზე და და არავითარ შეზღუდვას არ ავრცელებს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე არ არსებობს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზანი რაც შესაძლოა ყოფილიყო არსებული შეზღუდვის საფუძველი და შესაბამისად, საჭირო გახდებოდა პროპორციის დადგენა შეზღუდვასა და მიზანს შორის. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა