ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1412 |
ავტორ(ებ)ი | ირაკლი ჯუღელი |
თარიღი | 15 მარტი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მეორე ნაწილი: "პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს." | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პიროვნების დასადგენად“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული საფუძვლით პირის ადმინისტრაციულ დაკავებას. | საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი: ადამიანის თავისუფლება დაცულია. მე-13 მუხლის მესამე პუნქტის პირველი წინადადება: ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
ირაკლი ჯუღელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით 2018 წლის 26 სექტემბერს. ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით (დანართი N1) დაკავების დრო მითითებულია 20:10 საათზე. ოქმის მიხედვით, დაკავების მოტივი გახდა შემდეგი: „პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე აქციის დროს მოქალაქე ირაკლი ჯუღელი იგინებოდა და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას რაზეც, ქ თბილისში რუსთაველის ქუჩა N12-ის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით და წარდგენილ იქნა პოლიციის ადმ. შენობაში.“
ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული დაკავების ოქმში არ არის მითითებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დაკავების კონკრეტული საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის მიხედვით (დანართი N2), 2018 წლის 27 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სხდომა გაიხსნა 17:51:08 საათზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბერის დადგენილებით (დანართი N3), ირაკლი ჯუღელი ცნობილია სამართალდამრღვევად. საქმის განხილვისას დადგინდა, რომ ირაკლი ჯუღელი აქციაზე მივიდა, რადგან გაიგო, რომ აქციის ორგანიზატორებს პოლიციის თანამშრომლები არ აძლევდნენ კარვის გაშლის უფლებას. ის მივიდა პოლიციის თანამშრომლებთან, რომელთაც სთხოვდა მისთვის განემარტათ რატომ უზღუდავდნენ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლებას. სასამართლოს განცხადებით, ის თავისი მოქმედებით ხელს უშლიდა პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 21 ნოემბრის დადგენილებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა 2018 წლის 4 ოქტომბრის დადგენილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ჯუღელი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს იდავოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ვადებისა და საფუძვლების კონსტიტუციურობის საკითხზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით; მე-13 მუხლის პირველი პუნქტით.
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობის შეფასება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებული სამართლებრივი აქტია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვერ პასუხობს იმ კრიტერიუმებს, რომელსაც ნორმატიული აქტი უნდა აკმაყოფილებდეს. კოდექსის მოქმედი რედაქცია საფრთხეს უქმნის პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებებს, რაც უკავშირდება ადმინისტრაციულ დაკავებასთან არსებულ სისტემურ პრობლემებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი დაკავების განსხვავებულ ვადებს ადგენს სამუშაო და არასამუშაო დღის მიხედვით. მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ისიც, რომ სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას; ასევე, როგორც წესი, პოლიცია დაკავების ოქმში არ ახდენს დაკავების კონკრეტული საფუძვლის მითითებას, რაც ართულებს პოლიციის მოქმედების კანონიერების შემოწმებას. ზოგ შემთხვევაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გამოიყენება დაკავების მაქსიმალური ვადა. პოლიცია დაკავებას იყენებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს დაკავების შესაძლებლობას. მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს ისიც, რომ დაკავებულ პირს არ განემარტება დაკავების გასაჩივრების უფლება და ვადები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული დაკავების ვადებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. ამავე, მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ გარემოებას - პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
2017 წლის 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილება,[1] რომ არასამუშაო დროს დაკავებული პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიძლება იმყოფებოდეს საქმის განხილვამდე, არაუმეტეს 48 საათისა.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ცვლილებებამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი მსგავს ფორმულირებას გვთავაზობდა: „პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმის განმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.“
განხორციელებული ცვლილებების მოტივაცია და მიზანი განმარტებულია განმარტებით ბარათში,[2] რომ პრაქტიკაში ასევე პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების ვადების გამოთვლა, როდესაც პირის დაკავება ხორციელდება არასამუშაო დროს. მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლი მკაფიოდ არ განსაზღვრავს მაქსიმალურ ვადებს პირის არასამუშაო დროს დაკავებისას, რაც არაერთ შემთხვევაში წარმოადგენს არაერთგვაროვანი პრაქტიკის და განმარტების საფუძველს. რამდენადაც საკითხი ეხება ადამიანის ძირითად უფლებათა სფეროს, არსებობს საჭიროება დაკავების ვადები ნათლად და არაორაზროვნად გაიწეროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კონსტიტუციით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გასაზიარებელია განმარტებით ბარათის სულისკვეთება იმ კუთხით, რომ არსებობდა საჭიროება დაკავების ვადები ნათლად და არაორაზროვნად გაწერილიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მაგრამ განმარტებითი ბარათი არ საუბრობს კონკრეტულ მოტივაციაზე, თუ რატომ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ ძირითად პრინციპებს არასამუშაო დროს მკვეთრად განსხვავებული ვადის დადგენა, იმ პირობებში როდესაც თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არ არის მოცემული კონკრეტული განსაზღვრება სამუშაო/არასამუშაო ვადებთან დაკავშირებით.
განმარტებით ბარათში მოხმობილი არგუმენტი, რომ ვადა შეესაბამებოდეს „კონსტიტუციით დადგენილ ძირითად პრინციპებს“ ნათელია, რომ მიუთითებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტზე, რადგან კონსტიტუციის ეს დებულება იძლევა პირის 48 საათით დაკავების შესაძლებლობას. მაგრამ ცვლილებების შესაბამისად, კანონი ადგენს დაკავების სხვადასხვა პერიოდს, იმის მიხედვით დაკავება განხორციელდა სამუშაო თუ არასამუშაო დროს. აღნიშნული პერიოდებისათვის კი ცვლილების შემდეგ განისაზღვრება განსხვავებული ვადები.
ადმინისტრაციული დაკავების ვადების განსაზღვრისას კანონმდებელი დიფერენცირებას ახდენს იმ პირებს შორის, რომლების დაკავებულ იქნენ სამუშაო ან არასამუშაო დროს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას. არასამუშაო დღეს პირის დაკავებისათვის გათვალისწინებული განსხვავებული ვადის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-13 მუხლი, რომელიც იცავს ადამიანის თავისუფლებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის მე-11 მუხლზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა მიიღოს ადამიანის თავისუფლება და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაში გვხვდება.
აუცილებელია, შეფასდეს თუ რამდენად ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს ამ მაქსიმალური ვადის გამოყენება არასამუშაო დროს, როდესაც საკითხი ეხება კონსტიტუციით დაცულ ისეთ უფლებას, როგორიც ადამიანის თავისუფლებაა. კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის, მისი პირადი თავისუფლების უფლებას, ის ფუნდამენტური უფლებების ერთ-ერთ ძირითად საყრდენს წარმოადგენს და, კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო დაცვას ექვემდებარება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
ადამიანის თავისუფლების უფლება შესაძლოა კონფლიქტში მოვიდეს მართლმსაჯულების აღსრულების ინტერესთან. ამ დროს დღის წესრიგში დგება ამ უფლებისათვის ან ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევისათვის უპირატესობის მინიჭების საკითხი, რომელიც წყდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ ხაზგასმით აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იცავს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მისი მიზანია, არ დაუშვას თავისუფლების უკანონოდ, დაუსაბუთებლად და თვითნებურად შეზღუდვა. კონსტიტუციის მე-13 მუხლი შეიცავს ადამიანის თავისუფლების დაცვის როგორც მატერიალურ, ისევე პროცესუალურ გარანტიებს. „...ადამიანის თავისუფლება გარანტირებულია არა მხოლოდ მატერიალური ნორმით, არამედ კონსტიტუციურ რანგში აყვანილი პროცესუალური ნორმების ერთობლიობით...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებული დებულების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც ერთი მხრივ გამორიცხავს პირის თავისუფლების მყარი, კონსტიტუციურად ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე შეზღუდვას, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყოფს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური უფლებების გარანტირებას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1)
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები ვრცელდება, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დაკავებასა და დაპატიმრებაზე, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოწესრიგებულ იმავე ურთიერთობაზეც. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის #2/1/263 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქე გიორგი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;) თავისუფლების უფლების შეზღუდვის ფორმების მიუხედავად, ყველა მათგანი ექცევა საქართველოს კონსტიტუციის დაცულ სფეროში.
შესაბამისად, კონსტიტუციის მე-13 მუხლი ვრცელდება ადმინისტრაციულ დაკავებაზეც და მის პროცესუალურ ჩარჩოზეც.
საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ადამიანის თავისუფლება იმდენად წონადი ძირითადი უფლებაა, რომ მასში ჩარევა სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან უნდა განიხილებოდეს როგორც ultima ratio“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). სწორედ ამიტომ, „საქართველოს კონსტიტუციამ სახელმწიფოს სამოქმედო არეალი მკაცრად შემოფარგლა, მისი ძალაუფლების საპირწონედ კი ინდივიდი ისეთი პროცესუალური უფლებებით აღჭურვა, რომლებიც სახელმწიფოს მიერ თავისუფლების უფლებას გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისაგან დაიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). „კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმების სიმკაცრის ხარისხს ზრდის ის გარემოებაც, რომ ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და, განსაკუთრებით კი, მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა – თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ 48 საათიანი ვადით პირის დაკავების შესაძლებლობა პრობლემურია არა მხოლოდ განსხვავებული ვადის დაწესების გამო, არამედ ადმინისტრაციული დაკავების სისტემურ ხარვეზებთანაც.
პირველ რიგში, პრობლემურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დაკავების კონკრეტული საფუძვლების არ მითითება. 244-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავება შესაძლებელია: საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები; პიროვნების დასადგენად; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. კანონით გათვალისწინებული დაკავების საფუძვლები ატარებს რეალურად ფორმალურ ხასიათს და იძლევა პირის თვითნებურად დაკავების შესაძლებლობას.
მთავარ პრობლემად მაინც უნდა გამოიკვეთოს ის, რომ სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის განხილვისას არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის მიხედვით „ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.“ შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების დადგენას სჭირდება ცალკე სასარჩელო წარმოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავების კანონიერების „პირდაპირი კონტროლი“ არ ხორციელდება სასამართლოს მიერ, განსხვავებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისაგან. მიუხედავად ამისა, თუ პირი არასამუშაო დროს დააკავეს, შესაძლებელია მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში დაყოვნება 48 საათს გაგრძელდეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხზე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში გიორგი ჩხეიძე საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ და განაცხადა, რომ „ÒÀÝ ÛÄÄáÄÁÀ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÀÃÌÉÍÉÓÔÒÀÝÉÖË ÓÀÌÀÒÈÀËÃÀÒÙÅÄÅÀÈÀ ÊÏÃÄØÓÉÓ 251-Ä ÌÖáËÉÓ ÊÏÍÓÔÉÔÖÝÉÖÒÏÁÀÓ, ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÍÓÔÉÔÖÝÉÉÓ ÌÄ-18 ÌÖáËÉÓ 1-ÄË, ÌÄ-2, ÌÄ-3 ÃÀ ÌÄ-7 ÐÖÍØÔÄÁÈÀÍ ÃÀ 42-Ä ÌÖáËÉÓ ÐÉÒÅÄË ÐÖÍØÔÈÀÍ ÌÉÌÀÒÈÄÁÉÈ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏ ÀÙÍÉÛÍÀÅÓ, ÒÏÌ ÓÀÃÀÅÏ ÍÏÒÌÀ, ÒÏÌËÉÓ ÈÀÍÀáÌÀÃ, “ÀÃÌÉÍÉÓÔÒÀÝÉÖËÉ ÃÀÊÀÅÄÁÀ, ÐÉÒÀÃÉ ÂÀÓÉÍãÅÀ, ÍÉÅÈÄÁÉÓ ÂÀÓÉÍãÅÀ ÃÀ ÃÏÊÖÌÄÍÔÄÁÉÓ ÜÀÌÏÒÈÌÄÅÀ ÃÀÉÍÔÄÒÄÓÄÁÖËÌÀ ÐÉÒÄÁÌÀ ÛÄÉÞËÄÁÀ ÂÀÀÓÀÜÉÅÒÏÍ ÆÄÌÃÂÏÌ ÏÒÂÀÍÏÄÁÛÉ (ÈÀÍÀÌÃÄÁÏÁÉÓ ÐÉÒÈÀÍ) ÀÍ ÐÒÏÊÖÒÏÒÈÀÍ”, ÀÒ ÆÙÖÃÀÅÓ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÍÓÔÉÔÖÝÉÉÓ 42-Ä ÌÖáËÉÈ ÂÀÒÀÍÔÉÒÄÁÖË ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÓÀÃÌÉ ÌÉÌÀÒÈÅÉÓ Ö×ËÄÁÀÓ, ÒÀÃÂÀÍ ÊÀÍÏÍÌÃÄÁËÏÁÉÓ ÈÀÍÀáÌÀÃ, ÀÃÌÉÍÉÓÔÒÀÝÉÖËÉ ÐÒÏÝÄÓÉÓ ÓÐÄÝÉ×ÉÊÉÃÀÍ ÂÀÌÏÌÃÉÍÀÒÄ, ÂÀÒÊÅÄÖËÉ ÖÒÈÉÄÒÈÏÁÀ ÛÄÉÞËÄÁÀ ÌÏßÄÓÒÉÂÃÄÓ ÀÒÀ ÐÉÒÃÀÐÉÒ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÛÉ ÌÉÌÀÒÈÅÉÈ, ÀÒÀÌÄà ÆÄÌÃÂÏÌ ÏÒÂÀÍÏÛÉ ÀÍ ÐÒÏÊÖÒÏÒÈÀÍ ÂÀÓÀÜÉÅÒÄÁÉÓ ÂÆÉÈ. ÌÀÂÒÀÌ ÄÓ ÀÒ ÍÉÛÍÀÅÓ, ÒÏÌ ÐÉÒÓ Ö×ËÄÁÀ ÀÒÀ ÀØÅÓ, ÈÀÅÉÓ Ö×ËÄÁÀÈÀ ÃÀÓÀÝÀÅÀà ÌÉÌÀÒÈÏÓ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÓ, ÒÀÓÀÝ ÀÃÀÓÔÖÒÄÁÓ ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÆÏÂÀÃÉ ÀÃÌÉÍÉÓÔÒÀÝÉÖËÉ ÊÏÃÄØÓÉÓ 178-Ä ÌÖáËÉÓ ÌÄÓÀÌÄ ÍÀßÉËÉÝ, ÒÏÌËÉÓ ÈÀÍÀáÌÀÃ, “ÐÉÒÓ ÛÄÖÞËÉÀ ÀÃÌÉÍÉÓÔÒÀÝÉÖËÉ ÏÒÂÀÍÏÄÁÉÓÀÈÅÉÓ ÀÃÌÉÍÉÓÔÒÀÝÉÖËÉ ÓÀÜÉÅÒÉÓ ßÀÒÖÃÂÄÍËÀà ÐÉÒÃÀÐÉÒ ÌÉÌÀÒÈÏÓ ÓÀÓÀÌÀÒÈËÏÓ ÈÀÅÉÓ Ö×ËÄÁÀÈÀ ÃÀ ÈÀÅÉÓÖ×ËÄÁÀÈÀ ÃÀÓÀÝÀÅÀÃ.” ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სასამართლო არ მიიღებს სარჩელს, თუ მოსარჩელემ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში შესული ცვლილებებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება იმდაგვარად უნდა იყოს გაგებული, რომ ადმინისტრაციული დაკავება, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემდგომ, შესაძლებელია, სასამართლოშიც გასაჩივრდეს.[3] მაგრამ როგორც უკვე აღინიშნა, დაკავების გასაჩივრების პროცედურები პრობლემურია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვასა და მათი დარღვევის კონკრეტული ფაქტის შემთხვევაში, უფლების აღდგენას. კონკრეტულ სამართლებრივ ვითარებაში კი არასამუშაო დღეებში განსხვავებული კონსტიტუციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის დაწესება წარმოადგენს ადმიანის თავისუფლებაში ინტენსიურ ჩარევას.
მოსარჩელე, ირაკლი ჯუღელი დააკავეს 2018 წლის 26 სექტემბერს (ოთხშაბათი). ოქმში მითითებული დაკავების დროა 20:10 საათი, რაც საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე არასამუშაო დროა. 2018 წლის 27 სექტემბრის სხდომის ოქმის მიხედვით სასამართლო სხდომა გაიხსნა 17:51:08 საათზე. შესაბამისად, ირაკლი ჯუღელი დაკავებული იყო დაახლოებით 21:41 საათის განმავლობაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა დაკავების ვადის ათვლის საკითხზე. საქმეში საქართველოს მოქალაქეების ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშერიშვილი, და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლომ აღნიშნა, რომ „პირი დაკავებულად შეიძლება ჩაითვალოს იმ მომენტიდან, როდესაც დაკავებისათვის უფლებამოსილი პირი კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და საფუძველზე, შეუზღუდავს ადამიანს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თავისუფლებას“
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო ვადაში შედის არასამუშაო დროც, ხოლო დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირის დაკავების შემთხვევაში დაკავებულის სასამართლოს წინაშე წარდგენისათვის არ არის დამაბრკოლებელი გარემოება უქმე და დასვენების დღეები ან ღამის საათები.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ თავისუფლების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ამ უფლებაში ჩარევა შესაძლებელია. ამის მიუხედავად, კონსტიტუცია მკაცრ მოთხოვნებს აწესებს თავისუფლების უფლებაში ჩარევის შემთხვევაში და ამ უფლების შეზღუდვისას საკონსტიტუციო სასამართლოც ზრდის სახელმწიფოს ჩარევის შემოწმების სიმკაცრის ხარისხს. ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა - თავისუფლების აღკვეთა აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
ამავე საქმეში სასამართლომ აღნიშნა რომ „მიუხედავად იმისა, რომ დაკავება ნაკლებად მძიმე ჩარევაა ადამიანის თავისუფლებაში ვიდრე, თუნდაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, აუცილებლად უნდა არსებობდეს ის მყარი კონსტიტუციურსამართლებრივი ბარიერი, რომლის გადალახვაც აკრძალული იქნება ძირითად უფლებაში ჩარევისას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბარიერი უფრო დაბალია ვიდრე ძირითად უფლებაში სხვა უფრო მძიმე ჩარევების შემთხვევაში.“
შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერი ფორმა უნდა დაექვემდებაროს უმკაცრეს კონტროლს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ჩარევის პროპორციულობის კუთხით, ამასთან, რაც უფრო განგრძობადია და ინტენსიურია ჩარევა, მით უფრო იზრდება შეფასების სიმკაცრე მისი კონსტიტუციურობის განხილვისას.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ უფლებას. მისი ძირითადი არსი და მიზანია „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).
ამასთან, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
ამრიგად, სახელმწიფო ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით ან პირიქით, დიფერენცირებას ახდენს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობით.
თანასწორი პირების მიმართ არათანასწორი მოპყრობა და დიფერენციაციის ნიშანი
განსახილველ შემთხვევაში, იმის დასადგენად, სადავო ნორმა იწვევს თუ არა თანასწორობის უფლების შეზღუდვას, უპირველესად უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა იგი დიფერენცირებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რადგან სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას, ერთი მხრივ სამუშაო დროს დაკავებულ პირებს და არასამუშაო დროს დაკავებულ პირებს შორის. კანონმდებელმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცალკე მიუთითა არასამუშაო პერიოდი და განსხვავებული ვადა დააწესა, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით საპროცესო ვადად ითვლება არასამუშაო დროც. განსახილველ შემთხვევაში, სამუშაო და არასამუშაო პერიოდის მსგავსი განცალკევება და მათზე განსხვავებული ვადის დაწესება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საერთოდ მიიჩნევს თუ არა კანონმდებელი არასამუშაო პერიოდს სამუშაო პერიოდის საპირწონე საპროცესო ვადად.
განსახილველ შემთხვევაში, იმის დასადგენად, სადავო ნორმა იწვევს თუ არა თანასწორობის უფლების შეზღუდვას, უპირველესად უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა იგი დიფერენცირებას დასახელებულ პირთა წრეებს შორის. აქ უნდა აღინიშნოს, რომ პირის დაკავების ხანგძლივობა დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე თუ რა დროის მონაკვეთში მოხდება ადმინისტრაციული დაკავება. აღსანიშნავია, რომ ორი პირის მიერ ჩადენილი ერთი სამართალდარღვევისას დაკავების ხანგძლივობა დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, ეს პირი დააკავეს სამუშაო დროს თუ თუნდაც რამდენიმე წუთით გვიან, როდესაც უკვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით არასამუშაო დროა. სადავო ნორმა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის მასშტაბსა და ინტენსივობას უკავშირებს თუ დროის რა მონაკვეთში მოხდება პირის დაკავება, რომლის განსაზღვრაც თავად პირზე არ არის დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ურთიერთობის სხვადასხვაგვარი მოწესრიგება დროის კატეგორიის მიხედვით, ფაქტობრივად, იწვევს პირთა განსაზღვრული ჯგუფების მიმართ სხვადასხვაგვარ უფლებრივ რეჟიმს და დიფერენცირებას.
დიფერენცირების დადგენის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად არიან ისინი არსებითად თანასწორი სუბიექტები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით. „ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განაცხადა, რომ „დამოუკიდებლად იმისგან, რამდენად განსხვავებულია საპროცესო ნორმები, რომლებიც უნდა გავრცელდეს პროცესის კონკრეტული სუბიექტების მიმართ, იდენტური საპროცესო მდგომარეობის (სტატუსის) მქონე პირები მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად თანასწორებად. ბრალდებული პირები თავისი სტატუსის მიხედვით ვერ იქნებიან განსხვავებულები მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ბრალდება მოხდა ერთწლიანი, ერთთვიანი ან ერთდღიანი ინტერვალით. ამ პირების არსებითად თანასწორად მიჩნევის აუცილებლობას განაპირობებს მათი არსებითად ერთნაირი (იდენტური) საპროცესო მდგომარეობა – ისინი არიან ბრალდებულები, ამასთან, შესაძლოა იყვნენ ბრალდებულები მსგავსი დანაშაულის ჩადენისთვის. ვერც თავისთავად დროის ფაქტორი და ვერც სხვადასხვა დროს მოქმედი განსხვავებული საპროცესო წესები ვერ გამოიწვევს ბრალდებული პირების განსხვავებულობას, ვინაიდან პირთა არსებითად მსგავსებას ან განსხვავებას განაპირობებს არა მათდამი მოპყრობა, არამედ მათი მდგომარეობა, სტატუსი პროცესში.“
კონკრეტულ შემთხვევაში, პროცესუალურად მსგავს პირებზე სადავო ნორმით განსხვავებული საპროცესო ვადის გავრცელება, იწვევს არსებითად თანასწორი სუბიექტების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას.
შეფასების ტესტი
დიფერენცირებული მოპყრობა არ ნიშნავს a priori დისკრიმინაციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით, შესაძლოა, განსხვავებული იყოს დიფერენცირებული მოპყრობის შეფასების მასშტაბი. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-11 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) რაციონალური დიფერენციაციის ტესტით. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ნიშანსა და მის ინტენსივობაზე. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იყენებს მკაცრი შეფასების ტესტს, თუ დიფერენცირების ნიშანი არის კლასიკური ან თუ დიფერენცირება განსაკუთრებულად მწვავე, მაღალი ინტენსივობით ხასიათდება. სხვა შემთხვევაში სასამართლო დიფერენცირებას რაციონალური ტესტის საფუძველზე აფასებს.
განსახილველ შემთხვევაში, დიფერენცირების ნიშანია ადმინისტრაციული დაკავების დრო, როდესაც სავარაუდოდ პირმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ეს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რამდენად ინტენსიურია ჩარევა კონკრეტულ შემთხვევაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
აქ უნდა განისაზღვროს თუ რამდენად სცილდებიან სამუშაო და არასამუშაო პერიოდში დაკავებული პირები. როგორც ნორმიდან ცხადი ხდება, სამუშაო პერიოდში დაკავებული პირის მაქსიმალური დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს ხოლო არასამუშაო პერიოდში კი დაკავების ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ხაზგასასმელია, რომ თუნდაც 1 საათიანი დაკავებაც კი საჭიროებს ავტონომიურ, შესაბამის საფუძველს, რომელიც მტკიცებულებებით იქნება გამყარებული და არა მხოლოდ იმ მიზეზით იქნება განპირობებული, რომ სახელმწიფო ორგანოებისათვის არასამუშაო დროა. შესაბამისად დიფერენცირების კონსტიტუციურობ უნდა შემოწმდეს მკაცრი ტესტის საფუძველზე.
საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
ამრიგად, „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, სადავო რეგულაცია ემსახურება თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). საქართველოს პარლამენტის მხრიდან ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დასახელდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მეორე ნაწილის შეზღუდვის დაწესების მიზანია უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება. მაგრამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება ვერ იქნება დაკავების ვადის გაზრდა რადგან სახელმწიფო ორგანოების არასამუშაო დრო ვერ გაამართლებს დაკავების ვადის გაზრდას და ადმინისტრაციული წესით პირის არაგონივრულად ხანგრძლივი დროით დაკავების შესაძლებლობის დაწესებას. ადამინის თავისუფლების არამართლზომიერი შეზღუდვა ვერასდროს იქნება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის საკითხი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს რამდენიმე საფუძველს, თუ როდის არის უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი დააკავოს პირი.
244-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული დაკავება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს მოყვანილი დაკავების საფუძვლებიდან პრობლემურად მიაჩნია ადმინისტრაციული დაკავების განხორციელება კონკრეტული საფუძვლით - „პიროვნების დასადგენად.“ შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნაში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული დაკავება პიროვნების დადგენის მიზნით.
როგორც აღინიშნა მოსარჩელის, ირაკლი ჯუღელის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციული დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაკავების კონკრეტული საფუძველი, შესაბამისად უშუალოდ დაკავების ოქმიდან ვერ დგინდება, თუ რა მიზნის მისაღწევად განხორციელდა ირაკლი ჯუღელის დაკავება. რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციული დაკავება შეუძლებელია განხორციელდეს აღნიშნული ნორმის გათვალისწინების გარეშე, მოსარჩელესთან დაკავშირებულია 244-ე მუხლში მოცემული დაკავების ოთხივე საფუძველი, მათ შორის მისი დაკავება პიროვნების დადგენის მიზნით.
როგორც, უკვე აღინიშნა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის ვრცელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობაზეც. თავისუფლების უფლების შეზღუდვის ფორმების მიუხედავად ყველა მათგანი ექცევა ამ უფლებით დაცულ სფეროში.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავება ნაკლებად მძიმე ჩარევაა ადამიანის თავისუფლებაში ვიდრე, თუნდაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება, აუცილებლად უნდა არსებობდეს ის მყარი კონსტიტუციურსამართლებრივი ბარიერი, რომლის გადალახვაც აკრძალული იქნება ძირითად უფლებაში ჩარევისას. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბარიერი უფრო დაბალია ვიდრე ძირითად უფლებაში სხვა უფრო მძიმე ჩარევების შემთხვევაში. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-16.)
მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები ინტენსივობით თავისუფლებაში ჩარევა არ ათავისუფლებს სახელმწიფოს ვალდებულებისაგან ამტკიცოს, რომ უფლებაში ჩარევა აკმაყოფილებს პროპორციულობის ტესტს და წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ნაკლებ მზღუდავ საშუალებას.
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ფირუზ ბერიაშვილი, რევაზ ჯიმშელეიშვილი და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის (იმ დროისათვის მოქმედი რედაქცია) მიხედვით, შეიძლება დააკავონ კონკრეტული პირი, როდესაც არსებობს სხვა ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულისაგან განსხვავებული მონაცემები - ეჭვი იქნეს მიტანილი პირზე, ასევე ის ფორმალური გარემოებები, რომ პირს არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი სადგომი, ან ვერ დგინდება მისი ვინაობა. მოსარჩელის განმარტებით, ნორმა აძლევდა სამართალდამცავ ორგანოებსთვითნებური მოქმედების შესაძლებლობას, მათ შეეძლოთ 142-ე მუხლისპირველი ნაწილისაგან განსხვავებულ მონაცემად მიეჩნიათ ოპერატიულიინფორმაცია და დაეკავებინათ პირი მხოლოდ იმის გამო, რომ არ არისდადგენილი მისი ვინაობა ან არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და ამგვარიდაკავებით მოეხდინათ ე.წ. ,,საქმის პროვოცირება.”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ტერმინი,,ეჭვი იქნეს მიტანილი პირზე” იყო ბუნდოვანი და იძლეოდა მისიორგვარი განმარტების შესაძლებლობას: ,,გაუგებარია რას გულისხმობდაკანონმდებელი ფრაზაში – „დანაშაულის ჩადენის ეჭვი იქნეს მიტანილიპირზე“ – უკვე ჩადენილ დანაშაულს თუ დანაშაულის ჩადენისშესაძლებლობასაც. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ საქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები უნდა იყოსმაქსიმალურად ცალსახა და გასაგები, რათა არ იძლეოდეს მათი ორაზროვანიგანმარტების შესაძლებლობას.
ამ საქმეში სასამართლომ აღნიშნა: „საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს პირის დაკავების შესაძლებლობას „სხვა მონაცემების“ საფუძველზე, ეს მონაცემები შესაძლებელია დაედოს საფუძვლად ეჭვს და არა პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას.“ ეს გარემოება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი გახდა.
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც მას დაკავების საფუძვლის გარკვევას ადამიანის დაკავების უფლების შემდეგ ანიჭებდა. საკონსტიტუციო სასამართლომ მკაცრად დაიცვა მიდგომა, რომ ადამიანის დაკავების საფუძველი პოლიციას დაკავებამდე უნდა ჰქონდეს, კანონმდებლობა კი არ უნდა აძლევდეს სამართალდამცავებს უფლებას, დაკავების გამამრთლებელი საფუძვლები ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთის შემდეგ ეძიონ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 6 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე განაცხადა, რომ me-18 მუხლის პირველი წინადადება უნდა განიმარტოს ამავე მუხლის მე-6 პუნქტთან კავშირში, რომელიც მიუთითებს `დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის~ დაკავებაზე. ადამიანის `სისხლისსამართლებრივი დაკავების~ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს სულ ცოტა ორი გარემოება. უპირველეს ყოვლისა, ფაქტობრივი გარემოებები და მონაცემები ობიექტურად უნდა იძლეოდეს იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ სახეზეა სავარაუდო დანაშაული. გარდა ამისა, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი და გონივრული ეჭვი, რომ პირმა, რომელიც დაკავებულია, ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული.
სასამართლოს თქმით, გონივრული ეჭვი არის ის, რაც აკავშირებს კონკრეტულ პირს კონკეტულ დანაშაულთან. ეჭვი ადამიანის სუბიექტური დამოკიდებულებაა, მაგრამ პირის თავისუფლებაში ჩარევა ვერ მოხდება იმგვარი ეჭვის საფუძველზე, რომელიც ემყარება მხოლოდ სუბიექტურ განწყობას. ამგვარი მიდგომა იქნებოდა მწვანე შუქი თვითნებობისათვის. აქედან გამომდინარე, კოლეგია აუცილებლად მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს ობიექტური ბმა დანაშაულსა და დაკავებულ პირს შორის, ობიექტური გარემოებები, მონაცემები, რომელიც შექმნის იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ჩადენილია დანაშაული და სწორედ იმ პირის მიერ, რომელსაც აკავებენ. სხვა სიტყვებით, ეჭვი უნდა იყოს საფუძვლიანი. ამავდროულად, ეჭვი უნდა ემყარებოდეს ობიექტური მონაცემების კეთილსინდისიერ და გონივრულ შეფასებას. შესაბამისად, დაკავება, რაც არ ხდება დანაშაულის ჩადენის თაობაზე გონივრული ეჭვის გამო, წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის თვითნებურ შეზღუდვას. გონივრული ეჭვის ასეთი სტანდარტი მართლმსაჯულების აღსრულებისა და ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლების დაბალანსების შესაძლებლობას ქმნის. ამ სტანდარტის გარეშე ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა ვერ პასუხობს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნებს და, შესაბამისად, ხელყოფს ძირითადი უფლების ხელშეუხებელ არსს. ადამიანის დაკავების შემდეგ დაკავებული პირის მიმართ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვის წარმოშობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში არათანაზომიერი ჩარევა მოხდა.
კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დაკავების საფუძველია პიროვნების დადგენის მიზანი. პრაქტიკიდან გამომდინარე ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიცია ადგილზე არ სთხოვს მოქალაქეს ვინაობის გამხელას, ასევე იყო ირაკლი ჯუღელის შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული დაკავება ძალიან აქტიურად გამოიყენება შეკრება-მანიფესტაციების წინააღმდეგ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენილს გონივრული ეჭვი წარმოეშობა, რომ პირმა ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მხოლოდ იმიტომ, რომ დადგინდეს პიროვნების ვინაობა, გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თავისუფლების უფლების შეზღუდვის უკიდურესი ზომა.
აღნიშნული საფუძვლით არსებობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ სუბიექტური, თვითნებური მიზეზებით პირის დაკავების შესაძლებლობა.
საკანონმდებლო ხელისუფლებას არა აქვს განუზომელი უფლება ნებისმიერი საშუალებით შეზღუდოს ადამიანის უფლება. ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევისას კანონმდებელი ექცევა კონსტიტუციური კონტროლის ქვეშ: ,,კანონმდებელს აქვს შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მიზნის მიღწევის მრავალ პოტენციურ გზას შორის არჩევანის გასაკეთებლად, თუმცა ის შებოჭილია კონსტიტუციური ნორმებითა და პრინციპებით. კანონმდებლის უფლება, კანონის საშუალებით დაადგინოს დაკავების შემთხვევები, თავის მხრივ შეზღუდულია ადამიანის თავისუფლების ძირითადი უფლებით“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-23.)
საქმეში ლევან იზორია და დავით-მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებაში ჩარევის საფუძვლების საკანონმდებლო დონეზე დეტალიზების გარეშე, რეალურად, აზრს კარგავს მე-18 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები. ნათელი უნდა იყოს უფლების შეზღუდვის მიზნები, მისი საფუძვლები, ასევე განჭვრეტადი უნდა იყოს ის შედეგებიც, რომლებიც შესაძლებელია უფლებაში ჩარევას მოჰყვეს. უფლებაშემზღუდველი ნორმა საკმარისად ცხადი უნდა იყოს, რათა არ გამოიწვიოს უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირად თავისუფლებაში ჩარევას უკავშირდება, მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე, კონსტიტუციით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 244-ე მუხლში მოცემულია დაკავების დეკლარირებული საფუძვლები, მაგრამ პრობლემას ქმნის სწორედ ის, თუ რამდენად წარმოადგენს კონკრეტული საფუძველით პირის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული დაკავების ვადა კოდექსის 247-ე მუხლის მიხედვით შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 48 საათისა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნა, რომ თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს „კანონიერი”, გულისხმობს კანონის არსებობას, რომელიც აკმაყოფილებს პირველად Sunday Times საქმეში ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს. კერძოდ, განსაზღვრულობის ზოგად პრინციპს. ამ საქმეში განსახილველი კონკრეტული საკითხის მიმართ ზოგადი წესის ადაპტირებისას სასამართლომ განაცხადა: „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფლების აღკვეთის პირობები ზუსტად იყოს განსაზღვრული და თვით კანონი იყოს განჭვრეტადი მისი გამოყენებისას”.
ადამიანის პირადი თავისუფლების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვისათვის საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს როგორც ფორმალურ, ასევე, მატერიალურ ბარიერებს. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ფორმალური თვალსაზრისით მოითხოვს, რომ ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ეს არის ე.წ. `საკანონმდებლო დათქმა~, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო აქტით. ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის დაკავების შემთხვევებს, იქნება არაკონსტიტუციური ფორმალური თვალსაზრისით. ამ დროს წესების დადგენა არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა, ხოლო ხელისუფლების სხვა შტოები მოქმედებენ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი არეალისა და წესების დაცვით. კანონმდებელს აქვს შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მიზნის მიღწევის მრავალ პოტენციურ გზას შორის არჩევანის გასაკეთებლად, თუმცა ის შებოჭილია კონსტიტუციური ნორმებითა და პრინციპებით. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9)
სადავო ნორმა უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. სწორედ თანაზომიერების პრინციპი ადგენს მატერიალურ მასშტაბებს კანონმდებლისათვის ძირითადი უფლებების შეზღუდვისას. თუ ნორმა ამ პრინციპებს არ შეესაბამება, ის დაუშვებს თვითნებობის შესაძლებლობას. სახელმწიფოს თვითნებობა ადამიანის თავისუფლების სფეროში კი ავტომატურად ნიშნავს ადამიანის ღირსების, როგორც კონსტიტუციური წესრიგის უმაღლესი პრინციპის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სხვა კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას და ადამიანის თავისუფლების ძირითადი უფლების არაკონსტიტუციურ ხელყოფას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13)
კონკრეტულ შემთხვევაში, რომც ჩაითვალოს რომ ირაკლი ჯუღელის დაკავება განხორციელდა პიროვნების დადგენის მიზნით, დაკავების ის ხანგძლივობა რომელიც იქნა გამოყენებული, არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.
თავისუფლების ხელშეუვალობის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს, მართლმსაჯულების განხორციელება იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. დაკავება თანაზომიერების მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუკი სათანადოდ არის აწონ-დაწონილი, ერთი მხრივ, ჩარევის სიმძიმე, მეორე მხრივ, მისი გამამართლებელი მიზეზები.
სასამართლომ განაცხადა, რომ „პირის დაკავება ყოველ შემთხვევაში უნდა იყოს სათანადო, აუცილებელი და პროპორციული საშუალება სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის მიერ დადგენილი მიზნებისა და მთავარი მიზნის - მართლმსაჯულების განხორციელების მისაღწევად. ერთის მხრივ, ჩარევის სიმძიმისა და მეორე მხრივ, მისი გამამართლებელი მიზეზების აწონ-დაწონვისას უნდა იქნეს დაცული დასშვებობის ზღვარი დაკავებული პირისათვის. დაკავება არ უნდა აწვებოდეს ამ ღონისძიების ადრესატს გადამეტებილ ტვირთად“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“)
უფლების ისეთი მზღუდავი საშუალების გამოყენება, როგორიც ადმინისტრაციული დაკავეებაა პიროვნების დადგენის მიზნით ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება თანაზომიერ შეზღუდვად აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის. კანონმდებლობა შეძლებისდაგვარად ცხადად უნდა განსაზღვრავდეს დაკავების საფუძვლებს, ვინაიდან მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილი უფლებამოსილება შეიძლება გახდეს ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი. კანონმდებლობის განსაზღვრულობის პრინციპიდან გამომდინარეობს პოლიციელის უფლებამოსილებების მკაცრად და ცხადად რეგლამენტირების კონსტიტუციური ვალდებულება, აუცილებელია, რომ პოლიციის უფლებამოსილებები, მათი საფუძვლები და განხორციელების წინაპირობები მკაფიოდ იყოს გაწერილი.
შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 244-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაკავების საფუძველი - „პიროვნების დასადგენად“, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 13-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გათვალისწინებულ ადამიანის თავისუფლების უფლებას, რადგან იწვევს მის არამართლზომიერ შეზღუდვას.
[1] https://matsne.gov.ge/ka/document/view/3737695?publication=0#DOCUMENT:1;
[2] https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/152801
[3] საიას კვლევა ,,სამართალდარღვევად მიჩნეული პროტესტი“ გვ. 20-22 https://gyla.ge/files/news/2008/geo.pdf
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა